სამშაბათი, აპრილი 8, 2025

ზედიზედ მესამედ – გველესიანი ირანში საუკეთესო მცველად აღიარეს

თეირანის „პერსეპოლისში“ მოთამაშე ქართველი მცველი, გიორგი გველესიანი წლის საუკეთესო მცველად აღიარეს.

ქართველმა ფეხბურთელმა „პერსეპოლისის“ მიმდინარე სეზონი შეაფასა და საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა.

„ამაყი ვარ, რომ საუკეთესო მცველად მაღიარეს. სახლში ორი ასეთი ჯილდო მაქვს, ეს მესამე იქნება. უკვე 8 წელია, ირანში ვთამაშობ, და ვცდილობ, ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო. მიხარია, რომ ხალხი აფასებს ამას. მადლობას ვუხდი ყველას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ია მეტრეველი: საღად მოაზროვნე საზოგადოება ელოდება საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნას, რითაც უნდა დასრულდეს ის უბედურება, რასაც ერქვა სააკაშვილის პარტია

ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა.„დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ იმედი აქვს, ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი და საბოლოოდ ის ბოროტი რეჟიმი, რასაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“, სამუდამოდ აიკრძალება.„საღად მოაზროვნე საზოგადოება ელოდება საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნას, რითაც უნდა დასრულდეს ის უბედურება, რასაც ერქვა სააკაშვილის პარტია და „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პარტიები. აღარასდროს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ კიდევ ხელისუფლებაში მოხვდნენ.დიდი მოლოდინი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი თეას {წულუკიანი} ხელმძღვანელობით, ეს საქმე ბოლომდე მივა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ყველა აგებს პასუხს ამ საშინელებაზე, რაც მათ ჩაიდინეს.ჩემი მოსაზრებაა, რომ ვინც უკვე დაისაჯა და უნდა დაისაჯოს, აუცილებლად უნდა ჩამოართვან მითვისებული თანხები, თუნდაც სააკაშვილს, რომელიც გადაფორმებული აქვს თავის ოჯახის წევრებსა და ნათესავებზე, ეს თანხა უნდა გადაეცეს საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტს. ყველაფერი ძალიან მარტივად შერჩათ და ასე აღარ უნდა გაგრძელდეს. დღეს დადგა ის დრო, რომ უნდა დასრულდეს კოჰაბიტაცია“, - აღნიშნა ია მეტრეველმა.2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები გრძელდება.დღეს გამართულ სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბუტა რობაქიძის მკვლელობა იყო.

ია მეტრეველი: ჩვენ არ ვიმუშავეთ ახალგაზრდებზე იმ მხრივ, რომ სიმართლე გაეგოთ და ყველაფერი დროულად სცოდნოდათ. გაგვეგებინებინა, რასთან გვქონდა საქმე

სამწუხაროდ, მე იმ ახალგაზრდებზე დიდი მოლოდინი არ მაქვს, ვინც დაფინანსებული არიან და დატრენინგებული, მაგრამ იქ დაბულინგებული ბავშვიც ბევრი დგას, - განაცხადა ქუჩის აქციებში მონაწილე ახალგაზრდებზე საუბრისას „დღის ქრონიკაში“ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, რომელიც დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაში მონაწილეობდა და მისი შვილის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოიკითხა.მისივე თქმით, გარკვეულ ახალგაზრდებს თანაკურსელები აბულინგებენ, რომ აქციებზე მათ გვერდით იდგნენ.„აიძულებდნენ, რომ აი, შენ თუ იქ ჩვენს გვერდით არ დადგები, აბულინგებდნენ. გაუცნობიერებლებიც ბევრი დგანან, რომ წარმოდგენა არ აქვთ, რისთვის დგანან იქ და იქნებ, ასეთ ბავშვებზე მაინც ვიმოქმედოთ და ალბათ, ამ ყველაფერში ჩვენ დავიგვიანეთ, რადგან საგანმანათლებლო კუთხით არის შეცდომა დაშვებული. განათლების სისტემა აუცილებლად არის მისახედი. ეს ყველაფერი მომდინარეობს იქიდან, რომ თაობები გაგვეპარა - ჩვენ არ ვიმუშავეთ ამ ბავშვებზე იმ მხრივ ისე, რომ სიმართლე გაეგოთ მათ და ყველაფერი დროულად სცოდნოდათ. გაგვეგებინებინა, რასთან გვქონდა საქმე. თუნდაც, „ილიაუნი“, რომელიც აბსოლუტურად ურეცხავს ამ ბავშვებს სულს, ტვინს და აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მიჰყავთ ეს ახალგაზრდები. ამას აუცილებლად უნდა მიეხედოს. ყველაფერი უნდა ვეცადოთ, რომ ეს თაობები დავიბრუნოთ“, - აღნიშნა ია მეტრეველმა.

ლევან ტერაშვილი – მნიშვნელობა არ ჰქონდა, ადამიანი მოხუცი იყო თუ ახალგაზრდა, რა მუხლით დააკავეს, ავარიით მოუვიდა რაღაც თუ ძალადობრივი მუხლით, შემოყვანისთანავე ყველას სცემდნენ

ბადრაგის სამი ცვლა იყო და ყველა მათგანი წამებაში მონაწილეობდა, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ადამიანი მოხუცი თუ ახალგაზრდა იყო, რა მუხლით იყო დაკავებული – ავარიით მოუვიდა რაღაცა, თუ ძალადობრივი მუხლით, აბსოლუტურად ყველას სცემდნენ, სახელს და გვარსაც არ ეკითხებოდნენ, შემოყვანისთანავე იწყებოდა ცემა, – ამის შესახებ ე.წ. ზილების რევოლუციის საქმეზე გასამართლებულმა ლევან ტერაშვილმა პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.მისი თქმით, გლდანის ციხის ერთ-ერთ ბლოკში 15 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც ყოველდღიურად შემოყვანილი ადამიანების წამებას აყურებინებდნენ.„ამ ბლოკში ვიყავი 15 დღე და ღამე, არ ამიყვანეს დიდ საკანში და ამ 15 დღის განმავლობაში ყველაზე დიდი უბედურება და სატანჯველი იყო, რომ საკუთარი თვალებით ვუყურებდი, როგორ აწამებდნენ ყოველდღე ხალხს. ეს იყო იმაზე უფრო რთული, ვიდრე როდესაც შენ გაყენებენ შეურაცხყოფას და გცემენ. საკანი, რომელშიც ვიმყოფებოდი ფეხის ზომით გავზომე. 39 ზომა ფეხი მაქვს და 5 ნაბიჯი მეტეოდა სიგრძეში და სამი სიგანეში, ეს იქნებოდა, ალბათ სიგრძეში 1,30 მეტრი და 0,70 სანტიმეტრი სიგანეში. სიმაღლე ნორმალური იყო, ალბათ ორ მეტრამდე. ასეთ მდგომარეობაში 15 დღე გავატარე. იქ ძილს ვერ ვახერხებდი, მუდმივად იყო შესვლა-გამოსვლა, პატიმრების გამოყვანა, წამება. საკნის წინ იყო დაახლოებით ორი კვ.მეტრის სიგრძის მაგიდა, რაზეც პატარა ნაცრისფერ კამერას დებდნენ და იღებდნენ. ის კადრები, რაც შემდეგ გამოვიდა, მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, საკნის კარი დახურული არ იყო. შეგნებულად ვყავდი იქ, ამ ყველაფრისთვის რომ მეყურებინა. ბადრაგის სამი ცვლა იყო და ყველა მათგანი წამებაში მონაწილეობდა. არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ადამიანი მოხუცი იყო, ახალგაზრდა იყო, რა მუხლით იყო დაკავებული – ავარიით მოუვიდა რაღაცა თუ ძალადობრივი მუხლით, აბსოლუტურად ყველას სცემდნენ. სახელს და გვარსაც არ ეკითხებოდნენ, შემოყვანისთანავე იწყებოდა ცემა. ერთხელ ადამიანი მიაბეს. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ თავის დროზე თურმე იქ საგიჟეთი ყოფილა. ის ადამიანი ცემისგან, იქ ყოფნით შეიშალა. მოიტანეს სქელი რეზინის ქუდი, ჩაფხუტივით, იმიტომ რომ ეს ადამიანი ისე გაამწარეს, რომ გამორბოდა და თავით ეხეთქებოდა კედლებს, თავის მოკვლას ცდილობდა. ვიხვეწებოდი, ექიმი მოუყვანეთ, რამე ქენით, წამალი დაალევინეთ, არავინ მიგდებდა ყურს. და ამ ყველაფრის მაგივრად, ეს ადამიანი კარეე მიაბეს, ხელბორკილები დაადეს და 24 საათის განმავლობაში იყო ასეთ მდგომარეობაში მიბმული, თავზე ის ჩაფხუტი წამოაფარეს, რომ არ მიერტყა თავი. და ასე ხუმრობდნენ, ერთობოდნენ. 15 დღის განმავლობაში უამრავ ასეთ რაღაცას ვუყურე“, – განაცხადა ლევან ტერაშვილმა.

ნიკოლოზ სამხარაძე – ევროსაბჭოში თუ ითვალისწინებენ ძირითად დოკუმენტებს, რაზეც დაყრდნობილია საპარლამენტო ასამბლეა, მათ ქართული დელეგაციის მანდატი სრულფასოვნად უნდა ცნონ

მანდატის საკითხი ძალიან მარტივია, თუ მანდატის სრულფასოვანი აღიარება არ მოხდება, ევროსაბჭოში ჩვენი დელეგაცია წარმოდგენილი არ იქნება, რადგან არანაირ ლოგიკურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ განზომილებაში არ წერია ის, რომ ქვეყნის მანდატებს ან შეზღუდულად ცნობ, ან დროებით, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საერთოდ გაუგებარი იყო.„შესაბამისად, თუ მათ სურვილი აქვთ და ითვალისწინებენ განაწესს, ძირითად დოკუმენტებს, რაზეც დაყრდნობილია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, მათ ქართული დელეგაციის მანდატი სრულფასოვნად უნდა ცნონ“, – განაცხადა სამხარაძემ.

არმაზ ახვლედიანი – მე არ წარმოვადგენ ამ ოპოზიციას, მე მას ვემიჯნები, იმიტომ, რომ ასე როგორც იქცევა ახლა ოპოზიცია, ეს არის სირცხვილი და დანაშაულიც, ამათ...

"ტრიუკების“ დიდოსტატი ივანიშვილი ახალი არჩევნების „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით ჩატარებისთვის რახანია ემზადება. ის აუცილებლად დანიშნავს ახალ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და თუ საჭირო იქნება ივანიშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში. თუ მას ეს დასჭირდა, ამაზეც წამსვლელია, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას აღნიშნა, რითაც „ქართული ოცნების“ წევრის, კახა კახიშვილის მიერ გადაცემა "360 გრადუსში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა 2026 წელს დაინიშნოს, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა „ნამდვილი ოპოზიცია“ შექმნას და თორნიკე რიჟვაძეს, გრიგოლ ლილუაშვილს და იმ ადამიანებს, რომელთაც საკადრო ცვლილებები შეეხოთ და „ისე დარჩნენ“, თავისი შესაძლებლობების ჩვენების საშუალება მიეცეთ. ამავე კონტექსტში კახიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილიც ახსენა, რომელიც, მისი აზრით, „მოვა დრო და წავა „ქართული ოცნებიდან“.როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნულ ისეთ არჩევნებში, რომელიც სრულად „სათავისოდ მოწყობილი იქნება“, ოპოზიციამ შეიძლება ფიასკო განიცადოს."არჩევნების შემდეგ, ამ თვეების განმავლობაში, არაერთხელ მითქვამს, რომ ივანიშვილი აუცილებლად დანიშნავდა ახალ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ოღონდ არა ჩვენი, მოქალაქეებისა და ოპოზიციონერების დღის წესრიგით, არამედ საკუთარი დღის წესრიგით. ამას ის გააკეთებს მაშინ და ზუსტად მაშინ, როცა ჩათვლის, რომ ყველა საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ შეხვდეს ამ არჩევნებს შესაბამისად მომზადებული და მიიღოს მინიმუმ ის შედეგი, რაც მიიღო მიტაცებით გასული წლის ოქტომბერში. თუმცა მისი ამოცანაა, რომ ეს შედეგი გაიუმჯობესოს მნიშვნელოვნად. ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ის არ დანიშნავს მიმდინარე წელს და მეც მაქვს ვარაუდი, რომ სავარაუდოდ, მომავალ წელს დანიშნავს, იმიტომ არა, რომ ჩვენი მოთხოვნები გაითვალისწინა, ეს იქნება მისი დღის წესრიგის ნაწილი. „ტრიუკების“ დიდოსტატი ივანიშვილი ამისთვის რახანია ემზადება. ამით რას გააკეთებს: 1. ის აჩვენებს შიგნით და გარეთ ყველას, რომ ლეგიტიმურობა შეიძინა ბოლოს და ბოლოს, მისი აზრით. 2. სავარაუდოდ გაიუმჯობესებს შედეგს. 3. იტყვის: - რასაც ელოდით ამდენი ხანი, მიიღეთ. ხომ გინდოდათ არჩევები?- ა, ბატონო არჩევნები. სხვა საქმეა რა რეაქცია უნდა გვქონდეს ამაზე.ივანიშვილსა და მის დღევანდელ უცნაურ პოლიტიკურ დაჯგუფებას ახასიათებს, რომ ხან ვისი და ხან ვისი მეშვეობით, რომ არ ელოდები ისეთი პირების მეშვეობითაც, გვეტყვის თავის სათქმელს. ხანაც ამ სათქმელს პირდაპირ გვეუბნება კობახიძე. მიმაჩნია, რომ ეს ამბავი უკვე ისე მომწიფდა, სათქმელად ღირდა. კახა კახიშვილი მართალია არ არის მოქმედი თანამდებობის პირი, მაგრამ წინა პარლამენტში ის იყო გუნდის აქტიური წევრი, კომიტეტის თავმჯდომარე და შესაბამისად, ის არის „ქართული ოცნების“ რეზერვში. კაცმა არ იცის, ხვალ სად იქნება, რა თანამდებობაზე. რომც არ იყოს, მაინც ის იქაურია და საკმარისად სარწმუნოდ მეჩვენება ეს მოსაზრება. ბიძინა ივანიშვილის მიერ ასე დანიშნულ არჩევნებში, რომელიც იქნება სათავისოდ მოწყობილი სრულად, ოპოზიციამ შეიძლება განიცადოს ფიასკო.ყველა ის ცვლილება დაკავშირებული ლილუაშვილთან, რიჟვაძესთან, ცვლილებები რაც უახლოეს ხანებში იქნება, ერთადერთ რამეს უკავშირდება, ერთი მხრივ ივანიშვილი ერთგულ ადამიანებს, ჩვენთვის უცნაურად და ალოგიკურად ელევა არა იმიტომ, რომ მათ მონური ერთგულება აკლიათ, არამედ იმიტომ, რომ დღეს მას სჭირდება უფრო მეტად დაუნდობელი, რეპრესიულ მანქანაზე სრულად მორგებული, ცივსისხლიანი სახელმწიფო მოხელეები უმაღლეს თანამდებობებზე აჭარაში, სუს-ში. ასეთია ოხანაშვილი, თამაზაშვილი... მათ რეზერვში ამყოფებს. ივანიშვილს არ აქვს დიდი ადამიანური რესურსი და უხდება მისივე გუნდიდან ვიღაც გაამწესოს ოპოზიციაში. შესაძლოა, კახიშვილიც აღმოჩნდეს იმ ე.წ ოპოზიციაში. ლილუაშვილსა და რიჟვაძეს რამე კი არ დაუწუნეს, მათ სისუსტედ ჩაუთვალეს ის, სრულად ჯალათებად რომ ვერ ჩამოყალიბდნენ. არ აწყობდათ თუნდაც ასეთი ლოიალური რიჟვაძე - რიჟვაძე, რომელიც მზად იყო ნებისმიერი დავალება შეესრულებინა, მაგრამ იქ სჭირდებათ პირდაპირ პოლიციელი. მე მაქვს ასეთი მოლოდინი, აბსოლუტურად საფუძვლიანი, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე, ყველა საკვანძო თანამდებობაზე დაინიშნება პოლიციისა და სუს-ის წარმომადგენელი. ანუ ივანიშვილს სჭირდება არა უბრალოდ ყურმოჭრილი მონები, არამედ მას სჭირდება ისეთი ხალხი, ვინც მზად იქნება და იძალადებს ოპონენტებზე.აბსოლუტურად დასაშვებად მიმაჩნია, რომ ღარიბაშვილიც და სხვებიც აღმოჩნდნენ ამ ე.წ. სატელიტ ახალ ოპოზიციურ გაერთიანებებში. თუ საჭირო იქნება ივანიშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში, თუ მას ეს დასჭირდა, ამაზეც წამსვლელია. ამაზე მას ჩემთან უსაუბრია ბევრი წლის წინ. მას ჰქონდა ეს გეგმა. ეს მაშინ ხდება, როცა თითქოს მოღრუბლული ცა არ იყო ჩვენს თავზე ვიღაცებისთვის, ჩემთვის მაშინაც იყო ნამდვილად. რა პრობლემაა, ეტყვის ღარიბაშვილს, რიჟვაძეს, ლილუაშვილს და შეაქმნევინებს ნებისმიერი კონფიგურაციით ახალ სატელიტ ოპოზიციას“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.რაც შეეხება არსებულ ოპოზიციურ სპექტრს, ახვლედიანის შეფასებით, „დღეს ოპოზიცია იქცა განვითარების მუხრუჭად“.„ასეთ მუხრუჭად ჩამოყალიბდა. რაც შეეხება მეხუთე პრეზიდენტს, 31 მარტის აქცია საკმარისად ცუდად დაიგეგმა. ადამიანები მოვედით გულანთებულები. მე ვარ უკმაყოფილო სალომე ზურაბიშვილის გზავნილებით და იმით, რაც მერე მოხდა. ხომ დაანონსდა რომ ხვალიდან ვიწყებთ? რა დაიწყეს და რა გააკეთეს? ჩავარდნა არის ქვეყნის შიგნით“, - განაცხადა ახვლედიანმა.ამასთან, მისივე თქმით, ის სრულად ემიჯნება დღევანდელ ოპოზიციას."მე არ წარმოვადგენ ამ ოპოზიციას, მე მას ვემიჯნები, იმიტომ, რომ ასე როგორც იქცევა ახლა ოპოზიცია, ეს არის სირცხვილი და დანაშაულიც. ამათ ხელში ჩვენ ვართ შავ დღეში. ისინიც კი ვინც დღეს რუსთაველზე აპროტესტებენ, აპროტესტებენ გმირულად, სამაგალითოდ. მათი უმრავლესობა ამ ოპოზიციას მხარს არ უჭერს. ისინი ოპოზიციის გამო კი არ დგანან იქ, იმიტომ დგანან რომ ამ ოპოზიციამაც მოგვაბეზრა თავი და ამ ოპოზიციით ამ ჯალათ ივანიშვილს ვერ გავისტუმრებთ...რძის სკანდალი რომ ასე გადაგორდა, ესაა ოპოზიციის სირცხვილი. თქვენ წარმოიდგინეთ, ნებისმიერ ოდნავ ნორმალურ საზოგადოებაში და ქვეყანაში ამის გამო მთავრობა პასუხს აგებდა. ჩვენ ეს გავატარეთ. ჩემთვის პირადად ამაზე უფრო მნიშვნელოვანი თემა არაა. როცა რძის სკანდალს ასე გაატარებთ და რძის რევოლუციას არ მოვუწყობთ ამ ნაძირალებს, ყველაფრის ღირსი ვართ მაშინ“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ბოლო სიახლეები