პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტი“ ზაზა ფაჩულიას მისსავე საკალათბურთო აკადემიაში ესტუმრა. ქეთი ხატიაშვილის რუბრიკაში „ჩემს მაგალითზე“, ზაზამ ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.„არა აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდა ხარ, თუ ასაკოვანი, უნდა გქონდეს ოცნება, რისთვისაც ცხოვრება უნდა გადადო, ბევრი იშრომო. რაც უფრო ასაკი გემატება ხედავ მაგალითებს, რომ მართლა ყველაფერი შესაძლებელია“.
ზაზა ფაჩულია – უნდა გქონდეს ოცნება, რისთვისაც ცხოვრება უნდა გადადო, ბევრი იშრომო

ირაკლი კობახიძე დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა.ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.რაც შეეხება საკითხებს, რაზეც კობახიძე გაამახვილებს ყურადღებას, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოსვლისას შეეხება მიმდინარე ოკუპაციას, „რომელიც ქვეყნისთვის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა“.„პრემიერ-მინისტრი ხაზს გაუსვამს დიპლომატიის, შერიგების და მხოლოდ მშვიდობით აღნიშნული ტერიტორიების დაბრუნების მნიშვნელობას.პრემიერი ასევე ისაუბრებს იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომელიც არის ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ისაუბრებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომელსაც ქვეყანა აპირებს რომ განავითაროს, განსაკუთრებით დაკავშირებადობის ფუნქციის გასაძლიერებლად.პრემიერ-მინისტრი შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ აბსოლუტურად ყველასთან, თუკი ეს თანამშრომლობა იქნება დაფუძნებული თანასწორობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემაზე“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, შანლიურფას მახლობლად, ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,6 მაგნიტუდა შეადგინა, მოგვიანებით კი მაჩვენებელი 5,1 მაგნიტუდამდე დაკორექტირდა. მიწისძვრის სიღრმე დაახლოებით 8 კილომეტრი იყო.სეისმოლოგების შეფასებით, მიწისძვრა, მისი შედარებით მცირე სიღრმიდან გამომდინარე, ეპიცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფართოდ შეიძლებოდა ეგრძნოთ. ასევე, არ არის გამორიცხული მცირე ან საშუალო სიმძლავრის მატერიალური ზიანი, თუმცა ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე ზუსტდება.თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის (AFAD) მონაცემები მიწისძვრების შესახებ ოპერატიულად ახლდება.
გიორგი მამარდაშვილი – მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოვიგოთ
ერთა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე მოახლოებული შეხვედრების შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა.„მნიშვნელოვანი თამაშები მოდის. კარგი განწყობით ჩამოვედი და მაქსიმალურად მზად ვარ. რა თქმა უნდა, 100%-ით მოტივირებულები ვართ ამ თამაშებისთვის და იმედი მაქვს, რომ ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ.პირველი თამაში შედარებით რთული იქნება იმის გამო, რომ მაყურებელი არ გვეყოლება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ფეხბურთელებმა მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს თამაში მოვიგოთ და სამი ქულა ავიღოთ.შემდეგ კი უკვე უკრაინასთან შეხვედრაზე ვიფიქრებთ. იმედი მაქვს, სტადიონი გაივსება და ქართველი გულშემატკივარი გამარჯვებას ჩვენთან ერთად იზეიმებს“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.
ოთარ კიტეიშვილი – ერთა ლიგიდან ერთხელ უკვე მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ვეცდებით, ამ ჯგუფშიც წარმატებას მივაღწიოთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მოახლოებული შეხვედრების შესახებ ისაუბრა.„ერთა ლიგის ახალი სეზონი და ახალი ეტაპი ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულია. მოკლე პერიოდში გვიწევს ოთხი მატჩის ჩატარება და მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები, რომლებიც ამ თამაშებისთვის არიან გამოძახებულნი, მაქსიმალურად მზად იყვნენ.თითოეული შანსი, რომელიც გვაქვს, მნიშვნელოვანია და მისი გამოყენება აუცილებელია. მით უმეტეს, რომ ერთა ლიგიდან ერთხელ უკვე მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ვეცდებით, ამ ჯგუფშიც წარმატებას მივაღწიოთ.კარგი სტარტი, განსაკუთრებით კი საშინაო მატჩებში წარმატების მიღწევა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. იმედი მაქვს, კარგად დავიწყებთ და მიმდინარე შეკრებას დადებითი შედეგით დავასრულებთ“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.
საპენსიო ფონდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია ერთჯერადი და განსაკუთრებული ღონისძიების ფარგლებში იმ დამსაქმებლების მხარდაჭერა, რომლებსაც საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული გადაუხდელი ჯარიმები გააჩნიათ.კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დამსაქმებელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სრულად შეასრულებს საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის ვალდებულებას.ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება შეეხება, 2026 წლის 18 სექტემბრამდე დაკისრებულ და გადაუხდელ ადმინისტრაციულ სახდელს, რომელიც 2025 წლის 1 მაისის შემდეგ წარმოშობილი საპენსიო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარეობს.2026 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმებიც, რომლებითაც საპენსიო შენატანის განუხორციელებლობისთვის ჯარიმის ოდენობა 300 ლარით განისაზღვრა. ამავე თარიღიდან, თუ დამსაქმებელს ჯარიმა დაეკისრება და მისი დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ მიუღებელ სარგებელს, ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება.კანონი ასევე ითვალისწინებს, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და აღსრულების პროცედურების დროებით შეჩერებას. ამ პერიოდში შესაბამისი საქმეების აღსრულებას შეაჩერებს აღსრულების ეროვნული ბიუროც, ხოლო საპენსიო ფონდი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აღსასრულებლად არ მიაქცევს.მნიშვნელოვანია, რომ საქმის წარმოების შეჩერება არ იწვევს საპენსიო შენატანზე საურავის დარიცხვის შეჩერებას.დამსაქმებლებს შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრულ ვადაში სრულად შეასრულონ ფინანსური ვალდებულებები და ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული შეღავათით.კანონის მიხედვით, ჯარიმისგან გათავისუფლების პროცესისთვის დამსაქმებლის მხრიდან დამატებითი განცხადების ან მიმართვის წარდგენა საჭირო არ არის. შეღავათი ავტომატურად გავრცელდება იმ დამსაქმებლებზე, რომლებიც კანონით განსაზღვრულ პირობებს დააკმაყოფილებენ.2026 წლის 15 ოქტომბრიდან ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება, როგორც საქართველოს საპენსიო ფონდის, ისე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემებში.დამსაქმებელს შესასრულებელი ვალდებულების ოდენობის და საბალანსე თანხის შესახებ ინფორმაციის შემოწმება შეუძლია საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემაში www.pensions.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საპენსიო ფონდის ცხელ ხაზს 14 80-ზე.
