პარასკევი, ივნისი 6, 2025

ზაზა ფაჩულია – მადლობა დაფასებისთვის და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენისთვის, წარმატებები ჩვენს ქვეყანას

ჩემთვის დიდი პატივია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენა. ვფიქრობ, სპორტსმენები საკუთარ საქმეს ვაკეთებთ, იმას, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს და რაც ყველაზე კარგად გამოგვდის, – ამის შესახებ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ფაჩულია აღნიშნავს, საკუთარი საქმით წარმატების მიღწევა და თაობების ინსპირირება არის ყველაზე დიდი, რისი მიცემაც სპორტსმენებს ქვეყნისთვის შეუძლიათ.

„მიღწევები და აღიარებები არის ის, რაც სპორტსმენებს ყველაზე დიდ ბედნიერებას გვანიჭებს, თუმცა როცა საკუთარი ქვეყანა და ხალხი გაფასებს, ეს ყველაზე ძვირფასი ჯილდოა. ჩემთვის დიდი პატივია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენა. ვფიქრობ, სპორტსმენები საკუთარ საქმეს ვაკეთებთ, იმას, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს და რაც ყველაზე კარგად გამოგვდის. ჩვენი საქმით წარმატების მიღწევა და თაობების ინსპირირება არის ყველაზე დიდი, რისი მიცემაც შეგვიძლია ქვეყნისთვის.

შემთხვევითი არ არის, ასეთი პატარა ქვეყნიდან ამდენი წარმატებული სპორტსმენი რომ გვყავს. ამიტომ, მინდა, განსაკუთრებით მოზარდებმა და სპორტსმენებმა დაიჯერონ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენი როლიც ამაშია, რომ მათ შთაგონება მივცეთ და სწორი გზა ვაჩვენოთ.

2007 წელს უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს დავესწარი, რომელშიც „მილანმა“ „ლივერპული“ დაამარცხა. კახა კალაძემ იმ დღეს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო მეორედ მოიგო და მახსოვს, როგორი ამაყი ვიყავი მაშინ, ჩემს მეგობრებთან ერთად. ეს მომენტი განსაკუთრებით კარგად დამამახსოვრდა, ამდენი გახარებული ქართველის ნახვამ, ამ სიამაყემ ჩემზეც დადებითად იმოქმედა. წლების შემდეგ, როცა არჩევანი სხვადასხვა კლუბს შორის „გოლდენ სტეიტ უორიორსზე“ შევაჩერე, ამის ერთ-ერთი მთავარი ინსპორაცია სწორედ ის წარმატება იყო, რომელსაც კახამ მიაღწია. მეც მქონდა ნატვრა, რომ გამეხარებინა ჩემი ქვეყანა და ხალხი ისეთივე ამაყი ყოფილიყო, როგორიც მე ვიყავი ათენში, ფინალის შემდეგ. ეს სპორტის და წარმატების ძალაა.

მიხარია, რომ წლების შემდეგ იტალიაში საკუთარი თვალით ვნახე, რა გავლენა ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ ჩემპიონობაზე, როგორ იქცა ის ათასობით მოზარდისთვის მთავარი ინსპირაციის წყაროდ და როგორ შემოატრიალა გულშემატკივარი ფეხბურთისკენ. ვფიქრობ, რაც ხვიჩამ გააკეთა ეს წარუშლელ კვალს დატოვებს მოზარდებზე, სპორტისა და ფეხბურთის გულშემატკივარზე.

სპორტი ახერხებს ჩვენს გაერთიანებას და მიღწეული წარმატებები ერთ მუშტად გვკრავს. მადლობა ყველა ქართველ სპორტსმენს, ვინც საკუთარი კარიერით, გადაწყვეტილებებით და მიღწევებით ასახელებს ჩვენს სამშობლოს და მილიონობით ადამიანს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.

კიდევ ერთხელ, მადლობა დაფასებისთვის და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენისთვის! წარმატებები ჩვენს ქვეყანას“, – წერს ზაზა ფაჩულია.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე არიან წარდგენილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არუნ ხათრი ვიდეოს ავრცელებს-რა უნდა ვიცოდეთ დაბერების საწინააღმდეგო კრემის შესახებ

ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას მორიგ მნიშვნელოვან რჩევას უზიარებს, რომელიც სახის კანს და მის მოვლას ეხება.არუნის თქმით, იმისთვის, რომ ნაოჭები არ გაჩნდეს, აუცილებელია, რომ მზისგან დამცავი და კანის კარგი დამატენიანებელი გამოვიყენოთ. 

ხაზარაძე: არ მსურს, თბილისი კალაძეს გადავაბარო – მინდა დავარწმუნო პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა ბრძოლაშია

ისევ პრეზიდენტთან უნდა შევიკრიბოთ, ისევ უნდა დაბრუნდეს ყველა კოალიცია და ეს არჩევნები გადავაქციოთ საერთო ეროვნულ სახალხო რეფერენდუმად, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.ხაზარაძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ერთობა.„12 წელია, ეს ადამიანები ვერ მოვიშორეთ, რატომ? რადგან შეცდომებს ვუშვებთ, ემოციას ვართ აყოლილი, არ მიმდინარეობს მსჯელობა, არგუმენტები, არ მიმდინარეობს დისციპლინირებული მუშაობა. ერთს ამბობენ და მეორე შემთხვევაში სხვა რაღაც კეთდება. მხოლოდ და მხოლოდ ერთობა. ისევ პრეზიდენტთან უნდა შევიკრიბოთ, ისევ უნდა დაბრუნდეს ყველა კოალიცია და ეს არჩევნები გადავაქციოთ საერთო ეროვნულ სახალხო რეფერენდუმად. უნდა ჩავიდეთ და უნდა ვთქვათ, რომ საკრებულოსთვის კი არ ვიბრძვით, არამედ დიდი ფუნდამენტის ასაშენებლად, ქართული და ევროპული ფუნდამენტის ასაშენებლად“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.კითხვაზე, „თუ გახვალთ არჩევნებზე, ვინ იქნება მერობის კანდიდატი, თქვენ იქნებით?“, ხაზარაძემ აღნიშნა:„ეს უნდა იყოს სახალხო, პროტესტის ხალხის, პარტიების შეთანხმებული დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც ჩვენ გრიალით გავიყვანთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„მიყვარხარ… დრო მჭირდება“ – თამუნა მდივანის ემოციური წერილი

ადამიანო! უფალს და ღმრთისმშობელს ებარებოდე!ჯერ ძალიან დაბნეული ვარ დე, მიჭირს მონატრებასთან გამკლავება! მაგრამ გპირდები, რომ უფლის შეწევნით, როგორი თამუნაც გიყვარს და მოგწონს ისეთი ვიქნები!უბრალიდ დრო მჭირდება რომ შენს მონატრებასთან ერთად ვისწავლო ცხოვრება! მიყვარხარ!" - წერს თამუნა მდივანი.

მწვანე თუ შავი ზეთისხილი? – რომელი უფრო სასარგებლოა და რატომ?

ზეთისხილი შეიძლება იყოს მწვანე და შავი ფერის, იმისდა მიხედვით, თუ როდის არის დაკრეფილი. რაშია მწვანე უმწიფარია და შავი მთლიანად დამწიფებულია.მწვანე ზეთისხილს მეტი ნატრიუმი აქვს და მეტად მარილიანია, ვიდრე შავი ზეთისხილი. მწვანე ზეთისხილს ასევე აქვს მეტად მწარე გემო, ვიდრე შავ ზეთისხილს. მწვანე ზეთისხილი გადის დუღილის პროცესს. მწიფე, ანუ შავი ზეთისხილი დუღილის პროცესს არ გადის. ორივე მდიდარია საკვები ნივთიერებებით, მაგრამ თუ ზეთისხილის ყველაზე ჯანსაღ ვარიანტს ეძებთ, მწვანე ზეთისხილს აქვს მცირე უპირატესობა, რადგან მწვანე ზეთისხილი მეტ პოლიფენოლს შეიცავს. საკვები ნივთიერებების შემადგენლობის მიხედვით, შავსა და მწვანე ზეთისხილს შორის მცირე განსხვავებაა და საბოლოო ჯამში, ორივე მათგანი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.სუფრის კოვზი (16 გრ) ზეთისხილი (გაწურული) შეიცავს:18 კკალ / 68 კჯ; 0.1 გრ ცილა; 1.8 გრ ცხიმი; 0.6 გრ ბოჭკო; 15 მგ კალიუმი; 10 მგ კალციუმი ზეთისხილი მდიდარია მარილით, გამომდინარე იქიდან, რომ შენახულია მარილწყალში რომელიც შეიცავს დაახლოებით 0,6 გრ მარილს ხუთ ზეთისხილზე.ზეთისხილი მდიდარია მცენარეული ნაერთებით პოლიფენოლებით, რომლებსაც აქვთ ეფექტური ანტიოქსიდანტური თვისებები. ამ ნაერთების სასარგებლო ეფექტი მოიცავს რიგი ქრონიკული დაავადებების რისკის შემცირებას, როგორიცაა ათეროსკლეროზი და კიბო.მდიდარია გულისთვის სასარგებლო ცხიმებითზეთისხილის ცხიმი არის მონო-უჯერი ცხიმოვანი მჟავები და კერძოდ, ოლეინის მჟავა. ეს ცხიმი უკავშირდება ჯანმრთელობის უამრავ სარგებელს, მათ შორის ანთების შემცირებას და გულისა და ნაწლავების ჯანმრთელობის შენარჩუნებას.ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობასმიუხედავად იმისა, რომ მაღალია ცხიმებით, დაახლოებით 70 პროცენტი არის სასარგებლო მონო-უჯერი ცხიმები, რომელსაც ეწოდება ოლეინის მჟავა. ეს ცხიმოვანი მჟავა დაკავშირებულია გულის დაავადების შემცირებულ რისკთან, რადგან ოლეინის მჟავა ხელს უწყობს ქოლესტერინის ბალანსის რეგულირებას და ამცირებს არტერიულ წნევას.მდიდარია E ვიტამინითზეთისხილი E ვიტამინის სასარგებლო წყაროა, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხეულის უჯრედების დაზიანებისგან დაცვაში, პოტენციურად ეხმარება ისეთი ქრონიკული დაავადებების რისკის შემცირებას, როგორიცაა ათეროსკლეროზი და პარკინსონის დაავადება.არის ანთების საწინააღმდეგო საკვებიზეთისხილის ერთ-ერთ პოლიფენოლს ოლეოკანტალი ჰქვია. მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო. საინტერესოა, რომ ეს სასარგებლო თვისება ასოცირდება დადებით ცვლილებებთან რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში.ანტიკანცეროგენიამცენარეული დამცავი ნაერთებითა და ოლეინის მჟავით მდიდარია, ზეთისხილი შეიძლება დაგვეხმაროს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.ხელს უშლის ტვინის დაბერებასოლეოკანთოლი, რომელიც ზეთისხილშია, ხელს უწყობს ტვინის ჯანმრთელობას ასაკთან ერთად. ის დაკავშირებულია ალცჰაიმერის დაავადების და სხვა მდგომარეობების შემცირებულ რისკთან.ფერმენტირებული საკვებიაზეთისხილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფერმენტირებული საკვებია, ასეთი საკვების მიღებით ზრდით სასარგებლო ბაქტერიებსა და ფერმენტებს ნაწლავის მიკროფლორში, რამაც შეიძლება გაზარდოს ნაწლავის მიკრობიომისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობა და ხელი შეუწყოს იმუნური ფუნქციების გაუმჯობესებას.შეუძლია ხელი შეუწყოს ძვლების ჯანმრთელობასზეთისხილში შემავალი მცენარეული ნაერთები ხელს უშლის ძვლის დაკარგვის თავიდან აცილებას.შეიძლება დაეხმაროს მადის დარეგულირებასუჯერი ცხიმებითა და ბოჭკოებით მდიდარი ზეთისხილი ხელს უწყობს მადის დარეგულირებას და ნაყროვანების განცდას, რაც ხელს უწყობს წონის მართვას.შეიძლება თუ არა ზეთისხილი ყველასთვის?დამუშავების პროცესი, ზრდის მარილის შემცველობას, ასე რომ, მნიშვნელოვანია მისი ზომიერად მოხმარება. თუმცა, საერთო ჯამში, ჯანმრთელ ადამიანებში ის უსაფრთხო და ჯანსაღ საკვებად ითვლება.

გთხოვთ გაავრცელოთ-ანდრია რაზმაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ანდრია რაზმაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში ტრანსპორტირება და მკურნალობა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი წერს. დახმარების სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე: საქართველო ბანკი; GE50BG0000000541428496; მიმღები: სალომე ზაუტაშვილი;თი ბი სი ბანკი; GE89TB7504945061100032; მიმღები: სალომე ზაუტაშვილი;

ბოლო სიახლეები