კვირა, დეკემბერი 22, 2024

ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “რუსთავი 2” უცვლელად გთავაზობთ:

“ჯერ კიდევ არაშორეულ წარსულში, 2004 წელს, პირველად მე გავასაჯაროვე ხელისუფლების მიერ ბიზნესის შევიწროების, კერძოდ “ომეგა ჯგუფისთვის” წილების გამოძალვის ფაქტები, ტვ “იბერიას” ჩათვლით.

ასევე 2018 წელს, მე პირველმა გამოვამჟღავნე ივანიშვილის რეალური სახე, ისევ ჩემი ომეგა ჯგუფის და ტვ “იბერიას” გამოძალვის მაგალითზე და დღეისათვის, ივანიშვილისა და მისი ჯგუფის წინააღმდეგ მაქვს ოთხი მიმდინარე საერთაშორისო სამართლებრივი დავა, დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის სასამართლოებში.

დღეს ბიძინა ივანიშვილზე, ნიკა გვარამიასა და “მთავარ არხში” მისი პროტეჟე გიორგი გაბუნიაზე მიწევს საუბარი. ტელეკომპანია “მთავარი არხი”, ტვ “იბერიას” ბაზაზე დავაფუძნე. გახსნისთანავე ნიკა გვარამიამ, ჯერ იყო და 88,500 ლარი დაინიშნა ყოველთვიური ხელფასის სახით, შემდეგ კი, ფულის გათეთრებით დაკავდა – მილიონობით არადეკლარირებული ნაღდი დოლარის გათეთრებით, საქართველოდან საერთაშორისო საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვით, ევროპისა და ბრიტანეთის ჩათვლით.

როგორც დირექტორმა, ხელოვნურად გაკოტრების პირას მიიყვანა “მთავარი არხი” წლების მანძილზე სახელმწიფო საბიუჯეტო დავალიანებით, რომელიც დღესდღეობით 13 მილიონი ლარია. ამავდროულად ომეგა ჯგუფის კუთვნილი თანხები, ნიკა გვარამიამ, როგორც დირექტორმა, არამიზნობრივად გახარჯა და ომეგა ჯგუფი, როგორც “მთავარი არხის” მფლობელი, დამატებით 6 მილიონამდე ლარით დააზარალა.

გვარამია და გაბუნია, “მთავარ არხზე” საკუთარი ფინანსური დანაშაულების ჩადენით, ივანიშვილის და მისი ჯგუფის დავალებების შემსრულებლები გახდნენ. ნიკა გვარამიამ არაერთი ნაბიჯი გადადგა ოპოზიციის დასანაწევრებლად, მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

9 თვეა, რაც “მთავარ არხზე” ჩემ მიერ წარდგენილმა დირექტორმა გიორგი ქურდაძემ “მთავარი არხის” ძველი და ახალი გენერალური დირექტორების დანაშაულები გამოავლინა. მას 50-ზე მეტი გაფრთხილების წერილი აქვს მიწერილი გიორგი გაბუნიასა და სხვა პასუხისმგებელი პირებისთვის, ნიკა გვარამიას ჩათვლით, “მთავარ არხზე” დანაშაულებრივი მაქინაციების შეწყვეტის მოთხოვნით.

“მთავარი არხის” დირექტორი გიორგი ქურდაძე 9 თვის განმავლობაში, მათი მხრიდან ყოველმხრივი ზეწოლისა და წერილობითი მუქარის მიუხედავად, არ აწერს ხელს კანონშეუსაბამო დოკუმენტაციას და მოითხოვს ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან, რომ ტელევიზიის საქმიანობა დაუბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებს. ტელევიზია განთავისუფლდეს ერთპიროვნული კონტროლისგან ნიკა გვარამიასი, რომელიც დღეისთვის თვითონ არის ივანიშვილის და მისი ჯგუფის ინსტრუქტაჟისა და მფარველობის ქვეშ, უკანონოდ მითვისებული მილიონობით ლარისა და დოლარის გამო.

ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ, ქვეყნისთვის ყველაზე მწვავე პერიოდი აირჩიეს საკუთარი დანაშაულების გადასაფარად და შეეცადნენ საკითხი ისე წარმოეჩინათ, თითქოს გიორგი ქურდაძემ შეუქმნა დაბრკოლებები და თანაც ახლა. ეს იმ ფონზე, როდესაც, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიმდინარეობს გიორგი ქურდაძის, როგორც დირექტორის ხელმოწერის კანონგარეშედ უგულებელყოფა. ტელეკომპანია “მთავარ არხში” არაფერი იცვლება, იმის მიუხედავადაც, რომ სახელმწიფოს ყველა შესაბამისი უწყება, ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი, შემოსავლების სამსახური და გენერალური პროკურატურა, ფლობენ აღნიშნულ ფაქტებს.

საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ გამოსავალი “მთავარი არხის” დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად მხოლოდ ერთია: შეწყდეს “მთავარი არხის” ფინანსური მაქინაციებით დაზიანება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მიზნებისათვის. ამისათვის აუცილებელია ნიკა გვარამიას პროტეჟე გიორგი გაბუნიამ დატოვოს გენერალური დირექტორის თანამდებობა. ტელეკომპანიაში კი ვაკანტურ ადგილას უნდა დაინიშნოს “მთავარი არხის” თანამშრომლებთან ერთად შერჩეული პირი, აგრეთვე აირჩეს ბორდი საზოგადოების წარმომადგენლებისაგან, რათა ტელეკომპანიამ კანონიერად იმუშაოს, მაუწყებლობა იყოს დაბალანსებული და ობიექტური. არხის თანამშრომლების პროფესიული და თავდადებული შრომა კი არ უნდა იქნას გამოყენებული კონკრეტული პოლიტიკური სარგებლისთვის, ნიკა გვარამიას მართული როლით.

ჩემ გარდა “მთავარი არხის” მსხვილი წილის მეორე რეალურ მფლობელს მოვუწოდებ, რომ პასუხისმგებლობა აიღოს და ნეიტრალური პოზიციის ნაცვლად, ჯერ კიდევ სანამ დროა, აქტიურად ჩაერიოს პროცესში, რომ “მთავარი არხი” არ შეეწიროს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გეგმებს, ნიკა გვარამიას გამოყენებით. ისინი “მთავარ არხზე” კონტროლის დაკარგვას და დამოუკიდებლად დატოვებას, “მთავარი არხის” დახურვას ამჯობინებენ.

დღეისთვის, დროული მოქმედებით, ჩვენ ორს ერთად, “მთავარი არხის” ყველაზე დიდი წილის მფლობელებს, შეგვწევს ძალა, ჩავაყენოთ ტელევიზია საზოგადოების სამსახურში“, – აცხადებს ზაზა ოქუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შემირცხვენია ის ევროპა, ბავშვის ცრემლს ხარკად რომ მოითხოვს – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს, სადაც ჩანს, რომ ქუთაისში, ნაძვის ხის ანთების ღონისძიების დროს აქციის მონაწილეები ბავშვებს ფოტოების გადაღების საშუალებას არ აძლევენ. “შემირცხვენია ის ევროპა, ამ ბავშვის ცრემლს ხარკად რომ მოითხოვს”- წერს შალვა პაპუაშვილი.  

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ეუთო/ოდირის დასკვნაც ადასტურებს, არჩევნები როდესაც დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხეშია

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს. ესპენ ბარტ ეიდე სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნების დარღვევებით ტარდება და დემოკრატია საფრთხეშია. „საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში ადასტურებს. არჩევნები როდესაც დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხეშია“, – წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი. თარგმანი: პირველი არხი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფარავნისუღელტეხილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ120 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

გიორგი გახარია – დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს – რა თქმა უნდა, სანქციების პოლიტიკა უნდა გაძლიერდეს

ის პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება. „24-ე დღე რომ შედგა, ეს არის დიდი გამარჯვება და რაც მთავარია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის დასკვნის, საბოლოო შეფასების შემდეგ, რომელმაც ფაქტობრივად დაადასტურა იმ ხალხის შეფასებები, რომლებიც აქ დგანან 24-ე დღე-ღამეა და იცავენ არჩევანის უფლებას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და იცავენ იმ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების უფლებებს, რომ ისინი გათავისუფლებული იყვნენ, რომლებიც 300-400 ადამიანი იქნება. ჩვენ, თუ ყველამ ერთად, ეს წნეხი აქციების საშუალებით ქუჩაში, მშვიდობიანად არ გავაგრძელეთ, ჩვენ თუ დასავლელი მეგობრები არ მოგვეხმარნენ ამ არჩევნების არაღიარების პოლიტიკის გატარებაში, განსაკუთრებით ეს ეუთო/ოდირის შეფასების შემდეგ ბევრად უფრო მარტივი იქნება, დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ამ არჩევნებს. რა თქმა უნდა, სანქციების პოლიტიკა უნდა გაძლიერდეს. იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესები დავიცვათ, დასანქცირებული უნდა იყვნენ კონკრეტული ინდივიდები, რომელთაც ბრალი მიუძღვით იმ უკანონობებში თუ ძალადობებში, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება. ამ სამი მიმართულებით წნეხის პირობებში ჩვენ მივაღწევთ პოლიტიკურ შედეგს. უნდა გათავისუფლდეს ყველა უკანონოდა დაკავებული და ნაცემი, ასევე ახალი არჩევნების თარიღი უნდა დასახელდეს. რაც უფრო სწრაფად დაასახელებს არჩევნების თარიღს „ოცნება“, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და მათთვისაც. რაც უფრო გაწელავს ამ დროს, მით უფრო მტკივნეული იქნება მათთვის და იქნება ცუდი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

იაგო ხვიჩია: თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო?

თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო? - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ იუთუბ არხზე „დილის პოლიტიკურ live“-ში. „წარმოიდგინეთ რომელი გაგიყვანთ დემოკრატიულ მომავალში- გვარამია? ხაზარაძე? გახარია? ის რომ დაგავიწყდათ გახარია რომ ხალხს ძუყნიდა მიტინგზე და გომელაურის სანქციები რომ გიხარიათ. რა განსხვავება არის. იმ დროს უბრალოდ არ ასანქცირებდნენ საქართველოს მთავრობის წევრებს ხალხის ცემის გამო, თორემ გახარია არ იქნებოდა დასანქცირებული თავისი შინაარსით? თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო? თუ მიშა? რომ იძახიან კოალიცია რაღაცას დაალაგებდაო, არ არის ეს კანონმდებლობა ისე მოწყობილი, რომ კოალიციები დალაგდეს“-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები