სამშაბათი, ივნისი 3, 2025

ზაალ ანჯაფარიძე: ისტერიული აქცია „არა რუსულ კანონს“ რომ საბოლოოდ სქესობრივი ურთიერთობის თავისებურებების პროპაგანდასა და ილია ჭავჭავაძის თუ სხვათა რევიზიაში გადაიზრდებოდა ამ ჭრელი შემადგენლობის მხრიდან, სავსებით მოსალოდნელი იყო

ისტერიული აქცია „არა რუსულ კანონს“ რომ საბოლოოდ სქესობრივი ურთიერთობის თავისებურებების პროპაგანდასა და ილია ჭავჭავაძის თუ სხვათა რევიზიაში გადაიზრდებოდა ამ ჭრელი შემადგენლობის მხრიდან, სავსებით მოსალოდნელი იყო – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

მისი თქმით, სხვას არაფერს უნდა ელოდო მათი მხრიდან, ვისაც ცივილურ დისკუსიაში შესვლა არ უნდა.

„ისტერიული აქცია “არა რუსულ კანონს,” რომ საბოლოოდ სქესობრივი ურთიერთობის თავისებურებების პროპაგანდასა და ილია ჭავჭავაძის თუ სხვათა რევიზიაში გადაიზრდებოდა ამ ჭრელი შემადგენლობის მხრიდან, სავსებით მოსალოდნელი იყო. აბა სხვას რას უნდა ელოდო მათი მხრიდან, ცივილურ დისკუსიაში რომ შემოსვლა ცოცხალი თავით არ სურთ.მე არ დავაბინძურებ ჩემს კედელს აქციის ცალკეულ მონაწილეთა იმ ამაზრზენი ფოტოების და პოსტერების გაზიარებით, ვირუსულად რომ ვრცელდება ქსელებში. მინდოდა დამედო გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეთა მიერ დალეწილი ავტობუსის გაჩერების ფოტოც, და კიდევ სხვა ფოტოებიც, მაგრამ გადავიფიქრე. ერთს ვიტყვი, ძააალიაან ნაადრევად მოგიწიათ თვითლუსტრაცია“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მანქანა ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა.შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა “კვარას” კრიტიკოსი – შემძვრალი… მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი-ოთარ ტატიშვილი

ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "იმედის დილის" ერთ-ერთმა წამყვანმა, ოთარ ტატიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა."ხვიჩა კვარაცხელია დღეს მსოფლიოში საუკეთესოა! ამას მე გეუბნებით - ჩემი ტყუილიც დაიჯერება უკვე, და სიმართლეც დაიჯერეთ.მე მინდა, სოროებში მოგიკითხოთ ყველა "კვარას" კრიტიკოსი - შემძვრალი... მეძებარი ძაღლი თუ გამოგიყვანთ იქიდან აწი! სულ ყველა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ამბობდა, ბათუმის "დინამოა" მისი მაქსიმუმიო", - განაცხადა ოთარ ტატიშვილმა გადაცემა "იმედის დილაში". შეგახსენებთ, 31 მაისს, "კვარა" პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

„ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შვედეთის მთავრობის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ერთი დღის სხვაობით საქართველოზე და საკუთარ ქვეყანაზე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას ავრცელებს. საქართველოში ისინი FARA კანონს რეპრესიულს უწოდებენ, ხოლო შვედეთში მიიჩნევენ, რომ უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს. შალვა პაპუაშვილის მათ დამოკიდებულებას სამარცხვინოს უწოდებს. „ხომ სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ, ხომ არავის შერცხვება? ესაა ის ევროპა, ქართველებს რომ არ გვიშენებია,“ - წერს პაპუაშვილი.

როგორი ამინდი იქნება 3 ივნისს საქართველოში – ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

3 ივნისს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:გაგრა +20 - წვიმასოხუმი +21 - წვიმაზუგდიდი +21 - წვიმამესტია +16 - მოღრუბლულიფოთი +20 - წვიმაბათუმი +20 - წვიმაოზურგეთი +20 - წვიმაქუთაისი +21 - წვიმაამბროლაური +19 - წვიმაახალციხე +19 - წვიმაბორჯომი +15 - წვიმაბაკურიანი +12 - წვიმაგორი +21 - წვიმაცხინვალი +18 - წვიმასტეფანწმინდა +11 - წვიმაგუდაური +10 - წვიმათელავი +22 - წვიმარუსთავი +26 - წვიმათბილისი +24 - წვიმა

4 ორსიტყვიანი ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს

მამა გიორგი თევდორაშვილი გვასწვალის 4, ორსიტყვიან ლოცვას, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს მაშინ, როცა ძალიან გვეჩქარება, დაღლილები ვართ და გამოუვალი მდგომარეობაა: • ღმერთო, მაკურთხე; • უფალო, შეგვიწყალე (შეიწყალე); • ღმერთო, დამეხმარე; • მადლობა, შენდა ღმერთო; ვრცლად ↓

ბოლო სიახლეები