კვირა, დეკემბერი 29, 2024

ზაალ ანჯაფარიძე: ისე გაუჭირდა საქართველოში აშშ-ის აგენტურას, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს წარმავალი ადმინისტრაციის ხელით უწევს ჭუჭყიანი სამუშაოს შესრულება

ისე ძალიან გაუჭირდა საქართველოში აშშ-ის აგენტურას, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს, მისი წარმავალი ადმინისტრაციის ხელით, უწევს ჭუჭყიანი სამუშაოს შესრულება, – ასე აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას.

მისი განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ ბოღმით ისეა დაბრმავებული, რომ 20 იანვრამდე შესაძლოა, ბევრ რამეზე წავიდეს.

“ისე ძალიან გაუჭირდა საქართველოში აშშ-ის აგენტურას, რომ ოფიციალურ ვაშინგტონს, მისი წარმავალი ადმინისტრაციის ხელით, უწევს ჭუჭყიანი სამუშაოს შესრულება. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება (მაგნიცკის სიაში მისი შეყვანა ჯერ ვერ გაბედეს), არის მათი  ჭუჭყიანი კუდის ბოლო მოქნევა.

როგორც ამ დილას დავწერე, ვიდრე სანქციების ამბავი გაცხადდებოდა, ეს ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ ბოღმით ისეა დაბრმავებული (საამისოდ მიზეზები აქვთ – ომში ვერ ჩაგვრთეს), რომ 20 იანვრამდე შეიძლება ბევრ რამეზე წავიდნენ, თუ ნახეს, რომ ამჯერადაც ვერ მიაღწიეს საწადელს” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ხვალ ისტორიული დღეა – შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ინაუგურაციის სამზადისზე ვიდეოს აქვეყნებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით ვიდეორგოლს ავრცელებს. „ხვალ ისტორიული დღეა“, - წერს შალვა პაპუაშვილის ვიდეოს აღწერაში. ხვალ, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება. პარლამენტში სამზადისი მიმდინარეობს. ცერემონია საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში შედგება.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 15:44 საათზე, დმანისთან მოხდა 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

დონალდ ტრამპი TikTok-ის აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უზენაეს სასამართლოს მოუწოდა, გადაავადოს ქვეყნის მასშტაბით აპლიკაცია TikTok-ის აკრძალვა, ვიდრე ის "პოლიტიკურ გამოსავალზე" მუშაობს. როგორც BBC იტყობინება, ტრამპის ადვოკატმა შესაბამისი იურიდიული დოკუმენტით სასამართლოს უკვე მიმართა. წერილში ნათქვამია, რომ ტრამპი წინააღმდეგია TikTok-ის აკრძალვის და ითხოვს შესაძლებლობას, კაბინეტში მოსვლის შემდეგ, თავად გადაჭრას არსებული პრობლემა პოლიტიკური გზით. საქმე ისაა, რომ 10 იანვარს უზენაეს სასამართლოში TikTok-ის საქმეს განიხილავენ. აშშ-ის კანონმდებლობა სოციალური ქსელის მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ს TikTok-ის ამერიკელ მფლობელზე გაყიდვას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აპლიკაცია 19 იანვარს, ტრამპის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, ქვეყნის მასშტაბით გაითიშება. მიმდინარე წლის აპრილში შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანომ და ოფიციალურმა პირებმა TikTok-ს ბრალი ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობაში დასდეს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ბრალდებას უარყოფს, კონგრესმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლითაც ჩინური კომპანიის შვილობილი TikTok-ი ამერიკაში უნდა აიკრძალოს. საკანონმდებლო ცვლილებას ხელი ჯო ბაიდენმა მოაწერა. უცხოური მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი TikTok-ის აღმასრულებელ დირექტორს, შოუ ზი ჩუს გასულ კვირას შეხვდა. სასამართლოსთვის გაგზავნილ წერილში ტრამპი აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების ეს საქმე უპრეცედენტოა და ერთი მხრივ სიტყვის თავისუფლებას, მეორე მხრივ კი ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. სწორედ ამიტომ, ტრამპს მიაჩნია, რომ, რადგან 20 იანვრამდე მისი მანდატი არ მოქმედებს, TikTok-ის აკრძალვის საკითხი უნდა გადავადდეს, რათა ახალ პრეზიდენტს შანსი მიეცეს, საქმეს პოლიტიკური გადაწყვეტა მოუძებნოს. ტრამპი პირველი ვადით პრეზიდენტობისას TikTok-ის აკრძალვას უჭერდა მხარს. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, TikTok-ის მიმართ დამოკიდებულება მას შემდეგ შეიცვალა, რაც 5 ნოემბრის არჩევნებში ახალგაზრდების ხმებიც მოიგო.

ქართველი ემიგრანტი, რომელიც საქართველოში ბრუნდებოდა, აეროპორტში გარდაიცვალა

ქართველი ემიგრანტი, თამარ ტაბაშიძე რომელიც საქართველოში ბრუნდებოდა აეროპორტში გარდაიცვალა. ინფორმაციას იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ავრცელებს. „აეროპორტში როგორი სიხარულით მიდიოდი, ბარის აეროპორტი იყო შენი ემიგრანტობის წლების დასასრული? როგორ გელოდებოდა შვილები, ესაა შენი პირობა? რომ ჩავალ ბესოს სასაფლაოზე უნდა ავიდეო? რამდენი კარგი მოგონებები რამდენი კარგი გეგმები გვქონდა. მშვიდობით მეგობარო. ვუთანაგრძნობ ოჯახს, საემიგრანტო სამეგობროს. გუშინ ბოლოჯერ ეზიარა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში“, - წერს ქართველი ემიგრანტი.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ეხლა ვერ გპასუხობთ, დასაგეგმი და ჩასაშლელი მაქვს შესაბამის განყოფილებებში სპეცდანიშნულების დანაყოფების ხვალინდელი განლაგება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს: "ჟურნალისტები მწერენ ტვ პირველზე გასული სიუჟეტის შესახებ. ეხლა ვერ გპასუხობთ, დასაგეგმი და ჩასაშლელი მაქვს შესაბამის განყოფილებებში სპეცდანიშნულების დანაყოფების ხვალინდელი განლაგება". ცნობისათვის:  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, 5 ივლისის მოვლენები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული. ამის შესახებ შაიშმელაშვილმა TV პირველის ეთერში ნოდარ მელაძესთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ბოლო სიახლეები