კვირა, ივნისი 22, 2025

ვუყურებდი და ვფიქრობდი, ჩემს საკუთარ ცხოვრებაში, ასე მარტოს რამდენჯერ მივლია, ღიმილით და ცხოვრების მშვენიერების იმედით, იმის რწმენით რომ ყოველ ნანგრევზე ახალ ცხოვრებას ავაშენებ-საქართველო დედაა ჩემი, შენ კი ისრაელო დედობილი“ — ლაშა შაკულაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს 

,,ვუყურებდი და ვფიქრობდი, ჩემს საკუთარ ცხოვრებაში, ასე მარტოს რამდენჯერ მივლია, ღიმილით და ცხოვრების მშვენიერების იმედით, იმის რწმენით რომ ყოველ ნანგრევზე ახალ ცხოვრებას ავაშენებ! ასე მხოლოდ მაშინ დადიხარ, როცა სამართალი შენს მხარესაა.
2008 წლის შემდგომ პირველად გამიჩნდა იმედი, რომ ჩვენი რეგიონის მოსასპობად გადაჯაჭვული რუსეთი და ირანი დასუსტდებიან და ჩემს საქართველოს დიადი მომავალი ელის, ჩვენი მზეც ამოვა.
დიდი მადლობა, ჩემო ერეც ისრაელო რომ შენი ბრძოლა ჩემს სამშობლოსაც დაიხსნის! საქართველო დედაა ჩემი, შენ კი დედობილი”-წერს ისრაელში მყოფი ქართველი ებრაისტიკი ლაშა შაყულაშვილი
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჩინეთმა უნდა მოუწოდოს ირანს, არ ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე – მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ჩინეთმა უნდა მოუწოდოს ირანს, არ ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში განახორციელა.„მე მოვუწოდებ ჩინეთის მთავრობას, რომ დაუკავშირდეს მათ ამ საკითხზე, რადგან ისინი ჰორმუზის სრუტეზე გამავალ ნავთობზე დიდად არიან დამოკიდებულნი“,- აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.„თუ ისინი ამას გააკეთებენ, ეს კიდევ ერთი საშინელი შეცდომა იქნება. მათთვის ეს ეკონომიკური სუიციდია. ჩვენ გვაქვს ამასთან გამკლავების გზები, მაგრამ სხვა ქვეყნებმაც უნდა იფიქრონ ამაზე. ეს სხვა ქვეყნების ეკონომიკებს ჩვენზე ბევრად მეტად დააზარალებს“, - დასძინა მან.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მოლაპარაკების მაგიდა ერთადერთი ადგილია კრიზისის დასასრულებლად, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა კრიტიკულია

ირანმა არასდროს უნდა შეიძინოს ბომბი, მოლაპარაკების მაგიდა ერთადერთი ადგილია ამ კრიზისის დასასრულებლად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.„ირანმა არასდროს უნდა შეიძინოს ბომბი. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ახალი პიკის გათვალისწინებით, სტაბილურობა უნდა იყოს პრიორიტეტი. საერთაშორისო სამართლის პატივისცემა კრიტიკულია. ახლა დროა, ირანი სანდო დიპლომატიურ გადაწყვეტაში ჩაერთოს. მოლაპარაკების მაგიდა ერთადერთი ადგილია ამ კრიზისის დასასრულებლად“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ტიპის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.  

თურქეთის საგარეო უწყება – ირანზე აშშ-ის თავდასხმამ, შესაძლოა, გლობალური კონფლიქტი გამოიწვიოს – მხარეებს მოვუწოდებთ, პასუხისმგებლობით იმოქმედონ

მიმდინარე მოვლენებმა, შეიძლება, რეგიონული კონფლიქტის გლობალურ დონეზე ესკალაცია გამოიწვიოს, ჩვენ არ გვინდა, რომ ეს კატასტროფული სცენარი განხორციელდეს, – ამის შესახებ აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.თურქეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ანკარა ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას რეგიონში ისრაელის აგრესიით დაწყებული კონფლიქტის გავრცელებისა და უსაფრთხოების გარემოს დესტაბილიზაციის რისკზე და აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულმა თავდასხმამ ეს რისკი მაქსიმალურად გაზარდა.„თურქეთი ღრმად შეშფოთებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმის შესაძლო შედეგებით. მიმდინარე მოვლენებმა, შესაძლოა, რეგიონული კონფლიქტის გლობალურ დონეზე ესკალაცია გამოიწვიოს. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს კატასტროფული სცენარი განხორციელდეს. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები და თავი აარიდონ ნაბიჯებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლის შემდგომი დანაკარგები და ნგრევა. ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დავის გადაჭრის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს მხარეებს შორის დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნის მცდელობებს. თურქეთი მზადაა, შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობები და შეიტანოს კონსტრუქციული წვლილი“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მეუფე შიო მუჯირი – დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა

დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა, რათა ყოველთვის ვუპასუხოთ უფლის მოწოდებას ფსალმუნის სიტყვებით: „განმზადებულ არს, გული ჩემი შენდამი, ღმერთო, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მეორე კვირას, რომელიც ეძღვნება ღირსი ათონელი მამების ხსენებას. დღეს არის ასევე რუსეთის მიწაზე გაბრწყინებულ წმინდანთა ხსენება.შეგახსენებთ, რომ სულთმოფენობას წმინდა ეკლესია აღნიშნავს თავის დაბადების დღეს. სულთმოფენობიდან პირველ კვირას არის ყოველთა წმინდანთა ხსენება, ხოლო დღეს, სულთმოფენობიდან მეორე კვირას, ეკლესია მოგვიწოდებს ღირსი ათონელი მამების თაყვანისცემისკენ, რათა მივბაძოთ მათ რწმენას, ღვთივსულიერ ცხოვრებას, მათ სიწმინდეს.ეს დღეები დადგენილია ნიშნად იმისა, რომ სულთმოფენობის შემდეგ სულიწმინდა მოქმედებს ეკლესიაში და წარმოშობს დიდ ადამიანებს, წმინდანებს, რომელთა ლოცვით, სიწმინდით, მოხსენიებით, ჩვენ ვიღებთ კურთხევას.დღეს, როდესაც არის ათონელი მამების ხსენება, ჩვენ სახარებიდან გვესმის მოთხრობა, თუ როგორ მოუწოდა უფალმა იესო ქრისტემ თავის პირველ მოწაფეებს, რომლებიც იყვნენ მეთევზეები და როგორ უპასუხეს მათ ამ მოწოდებას. უფალი იესო ქრისტე შეხვდა ძმებს, ანდრიას და სვიმონს, პეტრედ წოდებულს. მათ დაუტევეს, მიატოვეს თავიანთი ბადეები და გაჰყვნენ ქრისტეს, როცა მან უთხრა, რომ ამიერიდან გახდებით ადამიანთა მებადურები (მთ. 4, 19). შემდეგ უფალმა ნახა სხვა ორი ძმა, იაკობი და იოანე, და მოუწოდა მათ თავისკენ. მათაც მიატოვეს თავიანთი ოჯახები, საქმიანობა და შეუდგნენ ქრისტეს (მთ. 4, 21-22).უფლის ეს მოწოდება ასევე მომართულია ყოველი ჩვენგანისადმი. ეს არის მოწოდება იმ წმინდანებისა, რომლებმაც ყველაფერი მიატოვეს, რათა ქრისტესთან ყოფილიყვნენ. როდესაც სახარებიდან ვკითხულობთ მოციქულებზე, მათ ცხოვრებაზე, ვხედავთ, რომ სულთმოფენობამდე მათში იყო არაერთი სისუსტე. ვხედავთ მათ სისუსტეებს, მათ მერყეობას რწმენაში, სულიერ ცხოვრებაში. ვხედავთ ისეთ თვისებებს, რომლებიც ჩვენც გვახასიათებს, მაგრამ, მათგან განსხვავებით, ამ თვისებების გამო, ჩვენ ვკარგავთ შესაძლებლობას, ვიყოთ ქრისტესთან, ვშორდებით ქრისტეს და ვკარგავთ ამ შესაძლებლობას, რომ ვიგრძნოთ ჩვენი რწმენის ძალა და შინაგანი სიმყარე. მოციქულები კი, მიუხედავად ამისა, მიუხედავად მათი უძლურებისა, ყოველთვის იყვნენ უფალთან. რატომ? იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ ერთი მთავარი თვისება: დიდი გამბედაობა და სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა, ქრისტესთან ყოფნისა!ამაზე ამბობენ წმინდა მამები, რომ წმინდანს ცოდვილისგან სწორედ ეს მთავარი თვისება გამოარჩევს – გამბედაობა და სიმტკიცე ქრისტესთან ყოფნისა და ეს თვისება ყველაზე მეტად გვაკლია. ამიტომ, როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რა გამართლება უნდა მოვუძებნოთ ჩვენს თავს, როდესაც წმინდანებმა მოიხვეჭეს ყველანაირი სათნოება, ჩვენ კი იმდენად ცარიელი ვართ, რომ არცერთზე არ ვზრუნავთ. იმიტომ კი არ ვართ ასე ღარიბნი სათნოებებით და კეთილი საქმეებით, რომ არ შეგვიძლია, არამედ იმიტომ, რომ არ გვინდა, ნაკლებად გვინდა, ნაკლებად ვიღვწით კეთილი საქმეებისთვის, სათნოებათა მოპოვებისთვის. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ჩვენნაირი ბუნების მქონე ადამიანმა მიაღწია ამ დიდ სიწმინდეს და გაბრწყინდა ამ სათნოებებით.ჩვენ დღეს ბედნიერნი ვართ, ვმადლობთ უფალს და ვხარობთ, რომ ამ წმინდანთა შორის დიდი სიმრავლეა ქართველი წმინდანებისა, მათ შორის, ათონის მთაზე მოღვაწე დიდი მამებისა.კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ ეს მთავარი თვისება – გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა, რათა ყოველთვის ვუპასუხოთ უფლის მოწოდებას ფსალმუნის სიტყვებით: „განმზადებულ არს, გული ჩემი შენდამი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი“ (ფს. 107, 2)“,- აღნიშნა მეუფე შიო მუჯირმა.

ირანმა ისრაელზე თავდასხმისთვის პირველად გამოიყენა მესამე თაობის მრავალქობინიანი ბალისტიკური რაკეტა

ირანმა ისრაელზე თავდასხმისთვის პირველად გამოიყენა მესამე თაობის მრავალქობინიანი „ხეიბარ შეკანის“ ბალისტიკური რაკეტა.ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რაკეტამ წარმატებით მიაღწია დასახულ მიზნებს.ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის მეოცე ტალღა რამდენიმე საათში განხორციელდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ფორდოში, ნატანზსა და ისპაჰანში მდებარე სამ ირანულ ბირთვულ ობიექტს დაარტყა. ირანში აცხადებენ, რომ ისრაელის სტრატეგიული სამიზნეების მიმართულებით სულ 40 მყარი და თხევადი საწვავით მომუშავე რაკეტა გაუშვეს.ირანული მედიის თანახმად, რაკეტები იყენებდნენ მანევრირებად ქობინებს, რომლებსაც შეეძლოთ დაშვების დროს ტრაექტორიის რეგულირება, დარტყმამდე ორიენტირების შენარჩუნება და მრავალი მაღალფეთქებადი, ძლიერ დამანგრეველი ტვირთის გადატანა.

ბოლო სიახლეები