პარასკევი, აპრილი 11, 2025

ვოლოდიმირ ზელენსკი – ცეცხლის რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტის საკითხზე მოკავშირეებს ერთიანი პოზიცია აქვთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოკავშირეებს ერთიანი პოზიცია აქვთ ცეცხლის რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტის საკითხზე.

ზელენსკის თქმით, მხოლოდ ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი დიპლომატიური დიალოგის ვარიანტებზე საუბარი.

„ჩვენ გვსურს ომის სწრაფად დასრულება. რაც შეიძლება მალე. საუდის არაბეთში ჩვენ დავთანხმდით ცეცხლის უპირობო შეწყვეტას. რუსები ჯერჯერობით ამაზე არ დათანხმებულან, ეს ჩვენთვის ცხადია. თუმცა ვიცით, რომ ამერიკელებსა და რუსებს შორის ამ თემაზე საუბრები მიმდინარეობს. ეს საუბრები არ არის საჯარო, მაგრამ ისინი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ყველას თავისი ინტერესები აქვს, უკრაინა, ამერიკელები და ევროპელები სრულიად ერთიანი ვართ ცეცხლის რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტის საკითხში. საკითხი ეხება რუსებზე ზეწოლას. ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია უახლოეს კვირებში ან თვეებში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ცეცხლის შეწყვეტიდან გარკვეული დროის შემდეგ შესაძლებელი იქნება დიპლომატიური დიალოგის ვარიანტებზე საუბარი. თუმცა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ასეთი დიალოგი მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაშია შესაძლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აღქმული იქნება, როგორც ზეწოლა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის, რომ ე.წ. დიფ სთეითი კიდევ უფრო გაძლიერდა და მობილიზდა ევროკავშირის სტრუქტურებში და აქედან ებრძვის საქართველოს – გურამ მაჭარაშვილი

"სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის ამ შემთხვევაში, რომ დიფ სთეითი კიდევ უფრო გაძლიერდა და მობილიზდა ევროკავშირის სტრუქტურებში და აქედან ებრძვის საქართველოს" - ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელმაც ძალოვანი უწყების ოთხ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი. მისი თქმით, გასაკვირი არ არის, რომ ე.წ. დიფ სთეითი კიდევ უფრო გაძლიერდა და მობილიზდა ევროკავშირის სტრუქტურებში და აქედან ებრძვის საქართველოს."ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის პირდაპირი ნეგატიური განცხადებები ევროკავშირის და ევროსაბჭოს სტრუქტურების მიმართ, რომ ისინი უსამართლოდ ექცევიან შეერთებულ შტატებს. სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის ამ შემთხვევაში, რომ ე.წ. დიფ სთეითი კიდევ უფრო გაძლიერდა და მობილიზდა ევროკავშირის სტრუქტურებში და აქედან ებრძვის საქართველოს. ებრძვის იმ გაგებით, რაც შეუძლია, თორემ როგორ შეიძლება, რომ, თუ პარტნიორი ქვეყანა ხარ, პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები დააწესო, თანამდებობის პირების მიმართ სანქციები დააწესო და ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების თანამდებობებზე სანქციები დააწესო. ეს არ ჩვეულებრივი ხელწერა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დასრულდება, როგორც დასრულდა ეს ყველაფერი შეერთებულ შტატებში," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ზაზა პაპუაშვილი: ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“ საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ – რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ხოცავდა,...

ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, რეგიონებში გახიზნულ ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“, სცენიდან მაგ მდარე, კონიუნქტურაში ამოვლებულ, პროპაგანდის შმორის სუნით აყროლებულ, მონურად ცალ ფეხზე მოცახცახე კაცუნების დონის განცხადების კეთებას საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ - რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ან მათ მშობლებს ხოცავდა და ოჯახებს ანადგურებდაო? ანდა გვეყოფოდა გამბედაობა კი, ვივამედელი, არაჟნით ჩაჯმული მკვლელის რეჟიმისას სცენიდან კი არა ერთმანეთისთვის ჩურჩულით გადაგველაპარაკა რამე საპროტესტოო? როცა პასუხს მიაგნებთ ეგება მაგ მოჩვენებით გამბედაობას ,,გაეყაროთ“ და რამე სიკეთეს ,,შეეყაროთ“ - წერს ზაზა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.მისივე თქმით, ოცდათექვსმეტი წლის განმავლობაში ვინ რისი მაქნისი, რისი გამკეთებელი იყო ანდა სინამდვილეში რა ედო გულში ყველაფერი კარგად გამოჩნდა და უტიფრობამ, უსირცხვილობამ, უმადურობამ და ქაჯობამ იმატა.„..ამ ოცდათექვსმეტი წლის განმავლობაში, შინ თუ გარეთ, ჭირში თუ ლხინში, სცენაზე, პოლიტიკაში, თუ ქსოვაში ვინ რისი მაქნისი, რისი გამკეთებელი იყო ანდა სინამდვილეში რა ედო გულში ყველაფერი კარგად გამოჩნდა.. ეხლაც მშვენივრად ჩანს.. ოღონდ ეგ არის რო უტიფრობამ და უსირცხვილობამ, უმადურობამ და ქაჯობამ იმატა.. ბიუჯეტის ხარჯზე გააბრაგებულ, რეგიონებში გახიზნულ ე.წ. ,,ქართული თეატრის ვალინკებიან ხელოვანთ“, სცენიდან მაგ მდარე, კონიუნქტურაში ამოვლებულ, პროპაგანდის შმორის სუნით აყროლებულ, მონურად ცალ ფეხზე მოცახცახე კაცუნების დონის განცხადების კეთებას საკუთარი თავისთვის ჯობდა გეკითხათ-რატომ ვიყავით გატრუნული, როცა ეს ნაც.შპანა ჩვენხელა გოგო-ბიჭებს ან მათ მშობლებს ხოცავდა და ოჯახებს ანადგურებდაო? ანდა გვეყოფოდა გამბედაობა კი, ვივამედელი, არაჟნით ჩაჯმული მკვლელის რეჟიმისას სცენიდან კი არა ერთმანეთისთვის ჩურჩულით გადაგველაპარაკა რამე საპროტესტოო? როცა პასუხს მიაგნებთ ეგება მაგ მოჩვენებით გამბედაობას ,,გაეყაროთ“ და რამე სიკეთეს ,,შეეყაროთ“, - წერს ზაზა პაპუაშვილი.

სოსო რობაქიძე – სააკაშვილმა როგორც კი გაიგო, რომ პატრულმა მოკლა ადამიანი, ადეიშვილი გააფრთხილა, ჩემი რეფორმაა და პატრულს არ შეეხოს არაფერიო, სააკაშვილი ნომერ პირველი ჯალათია

მიხეილ სააკაშვილმა როგორც კი გაიგო, რომ პატრულმა მოკლა ადამიანი, ზურაბ ადეიშვილი გააფრთხილა, ჩემი რეფორმაა და პატრულს არ შეეხოს არაფერიო, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილი ტოტალურად გაყალბდა.„სააკაშვილმა როგორც კი გაიგო, რომ პატრულმა მოკლა ადამიანი ადეიშვილი გააფრთხილა, ჩემი რეფორმაა და პატრულს არ შეეხოს არაფერიო, უთხრა პირდაპირ. ლევან გვაზავამ, მაშინდელი პოლიციის უფროსს, ზურაბ ბაქრაძეს უთხრა, გაავსე იქაურობა იარაღითო. ბაქრაძემ ჩაუდო ერთ-ერთ ბავშვს ჯიბეში „ლიმონკა“, გახეული ჰქონდა ჯიბე, თავში ჩაარტყა და დედა შეაგინა, დედა არ გყავს ჯიბე, რომ დაგიკეროსო. ბავშვები ისეთი ნაცემები მოვიდნენ პანაშვიდზე, რომ ცხვირ-პირი აღარ ჰქონდათ. მამუკა გვაზავა იყო ქვეგანყოფილების უფროსი სამტრედიის ქუჩაზე და იქ სცემეს ეს ბავშვები და ორი საათი ეყარნენ ძირს, სიცივეში. ბუტამ 35 წუთი იცოცხლა, გადარჩენით შეიძლება ვერ გადარჩენილიყო, სასწრაფო 3-4 წუთში მივიდა. სასწრაფოს ექიმი იყო დაბარებული სასამართლოზე და მისცა ჩვენება, რომ მე ვიყავი 4 წუთში იქ, ბუტაც დავინახე და სხვა ბიჭებიცო, არ მიმიშვეს, მითხრეს გარდაცვლილაო, მე იქ იარაღი არ მინახავსო. ტოტალურად გაყალბდა ყველაფერი“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.როგორც სოსო რობაქიძე აცხადებს,  დაუნდობელი იქნება ყველას მიმართ, ვინც მკვლელობას აყალბებს, ვინც მკვლელს ხელს აფარებს.„დაუნდობელი ვარ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მკვლელობას აყალბებს, ვინც მკვლელს ხელს აფარებს და დაუნდობელი ვიქნები მთელი ცხოვრების განმავლობაში. ერთადერთი შვილი მყავდა, არაფრის გამო იღლიაში აქვს ტყვია მოხვედრილი, ბაბუა ვერ გავხდები და მათი შვილები ტორტის ჭამით სკდებიან. შეცოდებით შეიძლება ყველა შეგეცოდოს. დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილიც ეცოდება ვინმეს, მაგრამ ნომერ პირველი ჯალათი ზის ციხეში, თუმცა არც ზის ციხეში. დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხეში რომ არ ზის, ჩვენნაირი ხალხისთვის ესეც წამებაა. მიხეილ სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ჩინეთი აშშ-ის იმპორტზე ტარიფს 125 პროცენტამდე ზრდის

ჩინეთი აშშ-ის იმპორტზე ტარიფს 125%-მდე ზრდის, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთს 125-პროცენტიანი ტარიფი დაუწესა, რის შემდეგაც თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები არა 125 პროცენტს, არამედ 145 პროცენტს შეადგენს.მანამდე, ჩინეთმა აშშ-ს 84-პროცენტიანი ტარიფი დაუწესა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმოწერის არხი შეიქმნა

რუსეთსა და უკრაინას შორის ნოტური მიმოწერის არხი შეიქმნა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსეი პოლიშჩუკმა განაცხადა.რუსი დიპლომატის თქმით, მოსკოვი და კიევი ნოტურ მიმოწერას აწარმოებენ ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ორი ქვეყნის საელჩოების მეშვეობით.ალექსეი პოლიშუკის თქმით, საკომუნიკაციო არხი ძირითადად სამართლებრივ და საკონსულო საკითხებზე მუშაობს. კიევთან პირდაპირი მოლაპარაკებების პირობებზე საუბრისას, პოლიშჩუკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი ღიაა სერიოზული წინადადებების განხილვისთვის, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე რეალობას და გამოიწვევს კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას.

ბოლო სიახლეები