კვირა, მარტი 30, 2025

ვოლოდიმირ ზელენსკი – საუდის არაბეთში მიღწეულ შეთანხმებაში არ არის ნახსენები, რა მოხდება, თუ ვიღაც დაარღვევს მას, თუ შევნიშნავთ, რომ ვიღაც არღვევს შეთანხმებას, დავუკავშირდებით ამერიკულ მხარეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებები წარმატებული იყო.

„ჩვენ შევთანხმდით საზღვაო ცეცხლის შეწყვეტასა და თავისუფალ ნავიგაციაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბრიფინგზე და მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს მიღწეული შედეგისთვის.

ამასთან, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, შეთანხმებაში ჯერ კიდევ ბევრი გასარკვევი დეტალია. მისივე თქმით, ტერიტორიული საკითხები კვლავ რჩება ყველაზე რთულ გამოწვევად.

„არ ყოფილა საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაარღვევს შეთანხმებას, უკრაინა მოითხოვს სანქციებსა და იარაღს აშშ-ისგან.

„განცხადებაში არ არის ნახსენები, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვიღაც დაარღვევს შეთანხმებას. მე მესმის, რატომ. იმიტომ, რომ ამერიკული მხარეს ნამდვილად არ სურს, ეს ყველაფერი დაიშალოს. სწორედ ამიტომ არ სურდათ დეტალებში ჩასვლა. ყოველი დეტალისთვის პასუხების გაცემა მაინც მოგიწევთ. თუ შევნიშნავთ, რომ ვიღაც არღვევს შეთანხმებას, შემდეგ ყველა შესაძლო არხით დავუკავშირდებით ამერიკულ მხარეს ფაქტებითა და მტკიცებულებებით, რომ რუსულმა მხარემ რაღაც დაარღვია“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინისა და აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ერ-რიადში მოლაპარაკებების მორიგ რაუნდი გამართეს. როგორც მიღწეული შეთანხმებების შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას შავ ზღვაში ზავისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმების აკრძალვაზე, ასევე უსაფრთხო ნავიგაციის უზუნველყოფასა და სავაჭრო გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების თავიდან აცილებაზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ჩემი პატარა და ქუთაისში გარდაიცვალა და დედაჩემმა ნაჭრებში გახვეული წამოიყვანა, რადგან კატაფალკის საშუალება არ იყო“ – რას იხსენებს დავით დვალიშვილი

დავით დვალიშვილი გადაცემის „მეფესავით Podcast“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ცხოვრების მძიმე მომენტებს იხსენებს.მსახიობის თქმით, ძმის გარდაცვალება ძალიან განიცადა და დღემდე უჭირს ამ ტრაგედიის გახსენება.„ძალიან გამიჭირდა ჩემი ძმის გარდაცვალება. ჩემზე უმცროსი იყო. ვერ წარმომედგინა. გავიდა დრო და ამ ნიადაგზე შაქარი დამემართა. ახლაც კი, 6-7 წლის შემდეგ, მგონია რომ გააღებს კარებს და შემოვა. უბედურება ბევრი მაქვს ნანახი.პატარა ვიყავი, როდესაც მატარებლით მშობლებთან ერთად მოვდიოდი. დედას თეთრ ნაჭერში გახვეული ბავშვი უჭირავს და ტირის. მამაჩემი ეუბნება ნუ ტირი, თორემ ჩაგვსვამენო. თურმე ჩემი პატარა და, ქუთაისში გარდაცვლილა და კატაფალკით გადმოსვენების საშუალება არ ჰქონდათ. ახლა ვხვდები რამხელა უბედურების მომსწრე ვიყავი, რომელიც ახლა გავიგე“, – იხსენებს დავით დვალიშვილი.

ზურაბ ქადაგიძე ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდის კვლევაზე – კვლევის არასერიოზულობა იმაში გამოიხატება, რომ 1 200000 ამომრჩევლიდან, 20 კაცი შეურჩევიათ და ისე გამოუკითხავთ, მილიონი...

,,ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე ქცევის ანალიზის, სტრატეგიისა და კომუნიკაციების გუნდის (BISC Partners) მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კვლევის არასერიოზულობა იმაში გამოიხატება, რომ 1 200000 ამომრჩევლიდან, 20 კაცი შეურჩევიათ და ისე გამოუკითხავთ, რომ მილიონი ადამიანის ფსიქოლოგიური სურათი მიუღიათ.მისივე თქმით, "ენჯეოშნიკებში" იმდენად უსუსურ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილები, ცდილობენ გადაფარონ საკუთარი უიმედობა და უპერსპექტივობა."ვერაფერს უხერხებენ პოლიტიკურ "სტატუს-კვოს" და ახალი სიგიჟე გამოაცხვეს.რომელიღაც " ვოუქერ", "სმარტ აბრევიატურის" მქონე ორგანიზაციას, კვლევა გააკეთებინეს და ხელისუფლების ამომრჩეველთა ფსიქო-სოციალური მდგომარეობა შეაფასეს.კვლევის არასერიოზულობა იმაში გამოიხატება, რომ 1 200000 ამომრჩევლიდან, 20 კაცი შეურჩევიათ და ისე გამოუკითხავთ, მილიონი ადამიანის ფსიქოლოგიური სურათი მიუღიათ ))))საკუთარ თავს უფრო აჯერებენ, ეს საცოდავები ალბათ, ან დონორებზე ნადირობენ - აი ასეთი პროფესიონალი გუნდი გვყავს, 20 კაცით, 1 200000 კაცის შეფასება შეგვიძლიაო...თუმცა, უფრო სხვა პრობლემაა ამ "ენჯეოშნიკებში" - იმდენად უსუსურ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილები, რით გადაფარონ საკუთარი უიმედობა და უპერსპექტივობა, იმას ცდილობენ.იმის მაგივრად, რომ საკუთარი რეალობა და რადიკალური ოპოზიციის უუნარობა შეაფასონ, "ჟონგლიორობით" ცდილობენ, ხელისუფლების ამომრჩევლის მოგონილი ფსიქო-სოციალური მდგომარეობით ახსნან, მათთვის მიუღებელი "სტატუს-კვო".არა და - ოპოზიციის ამომრჩეველი, რომ გამოეკვლიათ ჯერ და გაერკვიათ - რა აიძულებს ადამიანს, გვარამია და ზურაბიშვილი, მელია და ხაბეიშვილი, გუბაზი და სააკაშვილი ერთად აერჩიათ უფრო არ გაარკვევდნენ, რა განაპირობებს კოლექტიური ოპოზიციის ჭაობში ყოფნასა და მათ უნიათობას?" - წერს ზურაბ ქადაგიძე.

„შეპყრობილი ვართ მუდმივი სენით, რომელსაც ჰქვია ცოდვა… მისგან გათავისუფლება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით შეიძლება“ – მეუფე შიო

ეკლესია თავისი ლოცვებით, ღვთისმსახურებით, საიდუმლოებებით გვკურნავს და განდევნის ჩვენს გულში ჩაბუდებულ ყოველგვარ არაწმინდებას, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დიდი მარხვის მეოთხე კვირას ქადაგებისას აღნიშნა.როგორც მეუფე შიომ ქადაგებაში განაცხადა, „ჩვენც ვართ შეპყრობილი მუდმივი სენით, რასაც ჰქვია ცოდვა და ამ სენისგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით“.„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მეოთხე კვირას, რომელიც ეძღვნება ღირსი იოანე კიბისაღმწერლის ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.დღეს წაკითხულ სახარებაში მოთხრობილია უფალ იესო ქრისტეს მიერ ეშმაკეული ყრმის განკურნების შესახებ. ამ საწყალი ბიჭის მამა ჯერ მივიდა მოციქულებთან და სთხოვა თავისი ვაჟის განკურნება. მათ ეს ვერ შეძლეს. ამის შემდეგ მამამ იმავე თხოვნით უფალ იესო ქრისტეს მიმართა. უფალმა მას უთხრა: „თუ შეგიძლია ირწმუნო, ყველაფერი შესაძლებელია მორწმუნისთვის“ (მარკ. 9, 23). აცრემლებულმა მამამ მიუგო: „მწამს, უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას“ (მარკ. 9, 24). და აი, მამის რწმენით მაცხოვარმა განდევნა ეს არაწმინდა სული და ბიჭი განკურნა. შემდეგ მოციქულებმა ჰკითხეს უფალს, რატომ ვერ შეძლეს მათ მისი განკურნება. უფალმა მიუგო: „ეს მოდგმა (იგულისხმება ბოროტი სულების მოდგმა) განიდევნება მხოლოდ მარხვით და ლოცვით“ (მარკ. 9, 29).ძვირფასო ძმებო და დებო, არ არის შემთხვევით, რომ სწორედ დიდ მარხვაში წარმოგვიდგენს წმინდა ეკლესია სახარების ამ ეპიზოდს, ვინაიდან დიდი მარხვა ეკლესიამ დაგვიდგინა, როგორც სულისა და სხეულის სამკურნალო პერიოდი. ეკლესია თავისი ლოცვებით, ღვთისმსახურებით, საიდუმლოებებით გვკურნავს და განდევნის ჩვენს გულში ჩაბუდებულ ყოველგვარ არაწმინდებას, რომელიც გვტანჯავს.მადლობა ღმერთს, ჩვენ არ ვართ ისევე ეშმაკეულები, ისევე შეპყრობილი, როგორც ეს ყრმა იყო, შედარებით ჯანმრთელნი ვართ, რადგან შეგვიძლია აქ მოსვლა, რათა ვილოცოთ და ღმერთი ვადიდოთ; მაგრამ ჩვენც ვართ შეპყრობილი მუდმივი სენით, რასაც ჰქვია ცოდვა. ამ სენისგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით. გათავისუფლება კი აუცილებელია, რადგან ცოდვა ანგრევს ჩვენს სულსაც და სხეულსაც და ხელს გვიშლის ქრისტეს სინათლის დანახვასა და ჭეშმარიტების შეცნობაში. რატომ? იმიტომ, რომ გვართმევს ადამიანურ ღირსებას და მადლს.ჩვენთვის კარგად ნაცნობია ცოდვის სიმწარე და დამანგრეველი შედეგები. ჩვენ ამას ვგრძნობთ, განვიცდით, მაგრამ გვაკლია სიმამაცე და შემართება, რომ ცოდვას დავუპირისპირდეთ, აღმოვფხვრათ ჩვენი ვნებები, მანკიერებები. ეს ცოდვა, როგორც დამღუპველი სენი, მოდის ეშმაკისგან, ბოროტი სულებისგან, რომლებიც ჩვენს სისუსტეში პოულობენ თავიანთ ძალას. ამ ძალის დამარცხება კი შეიძლება მხოლოდ მარხვით და ლოცვით.და აი, როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, მარხვა და ლოცვა – ეს არის ორი ფრთა, რომელთა მეშვეობითაც სულს შეუძლია ამ ცხოვრებისეულ ამაოებაზე ამაღლდეს და მიისწრაფოს ღმერთისკენ, ზეცისკენ. ამ დიდ მარხვაშიც წმინდა ეკლესია გვთავაზობს, ეს ორი ფრთა შევისხათ იმისთვის, რომ გადავურჩეთ ყოველგვარ დაცემას და განსაცდელს.მაგრამ მარხვა და ლოცვა შრომას მოითხოვს, რაც მთელი ცხოვრების ღვაწლია. შრომის გარეშე არაფერი ეძლევა ადამიანს. მით უმეტეს, შრომის გარეშე შეუძლებელია სულის ცხონებაც. უფალმა კი ჩვენ შრომაზე გვაკურთხა. ამიტომ გვეხმარება შრომაში და ჩვენს ყველა კეთილ წამოწყებას წარმატებით აგვირგვინებს.ასე რომ, შეგვეწიოს უფალი ამ დიდი მარხვის პერიოდში ჩვენს სინანულში, ლოცვასა და მარხვაში, ხოლო თუ ჩვენ შეგვისუსტდა ჩვენი ღვაწლი, ეს ნიშნავს, რომ რწმენაც შეგვისუსტდა; მაგრამ აქაც სასო არ უნდა წარვიკვეთოთ, რადგან ჩვენი შემწე არის უფალი და ამ შემთხვევაშიც უნდა გავიხსენოთ ამ ეშმაკეული ყრმის მამა დღევანდელი სახარებიდან და მისი ლოცვის სიტყვები: „მწამს, უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას“. ამინ!“ – აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.

პუტინმა იცის, რომ გაბრაზებული ვარ, თუ ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას სისხლის ღვრის შეჩერებაზე და თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალია, ნავთობზე მეორად ტარიფებს დავაწესებ –...

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინზე გაბრაზებულია და თუ უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული, რუსულ ნავთობზე ტარიფებს დააწესებს.ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.„მე ძალიან გავბრაზდი, როცა პუტინმა ზელენსკის სანდოობაზე და უკრაინის ახალ ხელმძღვანელობაზე დაიწყო საუბარი. პუტინმა იცის, რომ გაბრაზებული ვარ, მაგრამ მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ბრაზი სწრაფად გაქრება, თუ ის სწორად მოიქცევა. მე და რუსეთი თუ ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე და თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, რომელიც შეიძლება, არ იყოს, მაგრამ თუ ვფიქრობ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, ნავთობზე მეორად ტარიფებს დავაწესებ, რუსეთიდან გამოსულ ყველა ნავთობზე. ეს იქნება ის, რომ თუ ნავთობს იყიდი რუსეთიდან, შეერთებულ შტატებში ბიზნესს ვერ აწარმოებ. ყველა ნავთობზე იქნება 25-პროცენტიანი ტარიფი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ბადრი ჯაფარიძე – ხვალინდელი დღე არის ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის დღე, პრეზიდენტი აპირებს, მიმართოს საზოგადოებას და ისაუბროს იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს

ხვალინდელი დღე არის ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის დღე, პრეზიდენტი აპირებს, ხვალ მიმართოს საზოგადოებას და ისაუბროს იმ აქტუალურ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.„იყო ხვალინდელ დღეზე საუბარი, მის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. პრეზიდენტი აპირებს, ხვალ მიმართოს საზოგადოებას, რომელიც შეიკრიბება ამ დღის აღსანიშნავად. იქნება მის მიერ გაჟღერებული მისი დამოკიდებულება იმ აქტუალური პროცესებისადმი, რომელიც ახლა მიმდინარეობს.ხვალინდელი დღე არის თავისთავად მნიშვნელოვანი დღე, რადგან არის ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის დღე, ასევე პროტესტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე. ამაზე მეტი მნიშვნელობის მიცემა ამ დღისთვის შეუძლებელია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბოლო სიახლეები