ორშაბათი, მაისი 19, 2025

ვოლოდიმირ ზელენსკი რომში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„კარგი შეხვედრა მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან, რომში. შეხვედრისას განვიხილეთ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები, სადაც რუსეთმა დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა, რომელიც არ შედგებოდა გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა, ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში და ხაზი გავუსვი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობას, რაც შეიძლება მალე.

ასევე შევეხეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საჭიროებას, ორმხრივ ვაჭრობას, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობას და დაგეგმილ ტყვეთა გაცვლას. რუსეთზე ზეწოლა აუცილებელია იქამდე, ვიდრე ისინი არ გამოთქვამენ ომის შეწყვეტის სურვილს.

და, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენს ერთობლივ ნაბიჯებზე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. მადლობა ამერიკელ ხალხს სიცოცხლის გადარჩენაში მხარდაჭერისა და ლიდერობისთვის“, წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

 

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯო ბაიდენის ოფისში აცხადებენ, რომ ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა. როგორც მედია წერს, ამის შესახებ ბაიდენის პირადი ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.როგორც ცნობილია, ბაიდენს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, ხოლო მეტასტაზები ძვლებზეა გავრცელებული.„მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოადგენს დაავადების უფრო აგრესიულ ფორმას, ჩანს, რომ კიბო ჰორმონ მგრძნობიარეა, რაც საშუალებას იძლევა ეფექტური მკურნალობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი იყო. მან 2020 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპი დაამარცხა. ბაიდენი მეორე ვადით იყრიდა კენჭს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა დემოკრატები მას მოუწოდებდნენ, კანდიდატურა მოეხსნა. მოგვიანებით, ის საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა და მხარი მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტს, კამალ ჰარისს დაუჭირა.

დონალდ ტუსკი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება – ბრძოლა თითოეული ხმისთვის, ეს ორი კვირა განსაზღვრავს ჩვენი სამშობლოს მომავალს, არცერთი ნაბიჯით უკან

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება.„ყველაფრისთვის თამაში ახლა იწყება. ძლიერი ბრძოლა თითოეული ხმისთვის. ეს ორი კვირა განსაზღვრავს ჩვენი სამშობლოს მომავალს. სწორედ ამიტომ, არცერთი ნაბიჯით უკან“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. გამოკითხვების მიხედვით, მმართველი პარტიის კანდიდატს, ვარშავის მერს, რაფალ ტშასკოვსკის ხმების 30.8 პროცენტი აქვს, ხოლო კაროლ ნავროცკის, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“, ხმათა 29.1 პროცენტი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პირველ ივნისს ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას ტშასკოვსკი და ნავროცკი მიიღებენ.

მესტიაში მეხი ჩამოვარდა – რა ხდება, ამ დროისთვის, ცნობილი

მესტიაში მეხი ჩამოვარდა.როგორც ირკვევა, მეხი ლანჩვალის თავზე ჩამოვარდა. ამ წუთებში, ადგილზე უამინდობაა.ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში დათო ჯაფარიძემ გაავრცელა.დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,1 მაგნიტუდა შეადგინა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქი ტყვარჩელი, სოფელი მარცხენა პტიშიდან 10 კილომეტრში იყო.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ავარია ქუთაისში – მოზარდები კლინიკაში გადაიყვანეს

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.არსებული ინფორმაციით, ბალახვანში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან ავტომობილი ელექტრობოძს შეეჯახა. სააგენტოს ცნობით, მანქანაში სამი მოზარდი იმყოფებოდა. ორი ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს.ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, ასევე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

ბოლო სიახლეები