კვირა, დეკემბერი 29, 2024

ვოლოდიმირ ზელენსკი – პრობლემების მიუხედავად, ზამთრის განმავლობაში შევძელით მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და გათბობის უზრუნველყოფა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განვლილ ზამთარსა და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას, ენერგოუსაფრთხოებას ეხმაურება. ზელენსკის თქმით, არსებული პრობლემების მიუხედავად, გასული ზამთრის განმავლობაში, მათ შეძლეს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და გათბობის უზრუნველყოფა. მისი თქმით, სწორედ ენერგეტიკის საკითხი განიხილეს გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელსაც ენერგეტიკული კომპანიები: „ნაფტოგაზი“, „ენერგოატომი“, „უკრენერგო“, „უკრჰიდროენერგო“, ასევე მთავრობა, სამხედროები და დაზვერვის წარმომადგენლების ესწრებოდნენ.

„დღეს გავმართეთ ენერგეტიკულ საკითხებზე შეხვედრა. მონაწილეობა მიიღო ყველამ, ვისზეც დამოკიდებულია ჩვენი ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობა. ეს იყო ხანგრძლივი სამსაათიანი შეხვედრა.

ეს ზამთარი გავიდა. ის ძალიან რთული იყო და ეს სირთულე გაზვიადების გარეშე იგრძნო ყველა უკრაინელმა. მაგრამ მაინც შევძელით უკრაინისთვის ენერგიისა და სითბოს მიწოდება. დიახ, ენერგოსისტემას საფრთხე რჩება. მაგრამ ენერგეტიკულ სისტემაზე მუშაობა გრძელდება“,-განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მათ დააფიქსირეს მიმდინარე ამოცანები, რათა გათბობის ეს სეზონი ნორმალურად დასრულდეს და უკვე დაიწყეს ზრუნვა მომავალი სეზონისთვის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ქართველი ემიგრანტი, რომელიც საქართველოში ბრუნდებოდა, აეროპორტში გარდაიცვალა

ქართველი ემიგრანტი, თამარ ტაბაშიძე რომელიც საქართველოში ბრუნდებოდა აეროპორტში გარდაიცვალა. ინფორმაციას იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ავრცელებს. „აეროპორტში როგორი სიხარულით მიდიოდი, ბარის აეროპორტი იყო შენი ემიგრანტობის წლების დასასრული? როგორ გელოდებოდა შვილები, ესაა შენი პირობა? რომ ჩავალ ბესოს სასაფლაოზე უნდა ავიდეო? რამდენი კარგი მოგონებები რამდენი კარგი გეგმები გვქონდა. მშვიდობით მეგობარო. ვუთანაგრძნობ ოჯახს, საემიგრანტო სამეგობროს. გუშინ ბოლოჯერ ეზიარა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში“, - წერს ქართველი ემიგრანტი.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ეხლა ვერ გპასუხობთ, დასაგეგმი და ჩასაშლელი მაქვს შესაბამის განყოფილებებში სპეცდანიშნულების დანაყოფების ხვალინდელი განლაგება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს: "ჟურნალისტები მწერენ ტვ პირველზე გასული სიუჟეტის შესახებ. ეხლა ვერ გპასუხობთ, დასაგეგმი და ჩასაშლელი მაქვს შესაბამის განყოფილებებში სპეცდანიშნულების დანაყოფების ხვალინდელი განლაგება". ცნობისათვის:  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, 5 ივლისის მოვლენები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული. ამის შესახებ შაიშმელაშვილმა TV პირველის ეთერში ნოდარ მელაძესთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ტოპტვინებს მხოლოდ დამკვეთების ესმით და სამშობლო არაფრად უღირთ. მათ ვინც ქუჩაში მხოლოდ გულშემატკივრობთ და „სხვა ვალდებულებებით“ არ ხართ დატვირთული, დაფიქრდით – დიმიტრი ხუნდაძე

ქვეყანა რომ წაქეზებულ, ქუჩის პოლიტიკურ კეკლუცს აჰყვეს, უმძიმესი სცენარის თავიდან აცილებას ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ საჭიროა კარგად დავფიქრდეთ და მეტად გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე, - ასე ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე. მისი თქმით, დღემდე არ გაჟღერებულა არც ერთი არგუმენტი, თუ რატომ არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი რუსული, ან რით დასტურდება, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რაში გამოიხატება ხელისუფლების მხრიდან რუსეთის ინტერესების დაცვა და ასე შემდეგ. „ქვეყანა რომ წაქეზებულ, ქუჩის პოლიტიკურ კეკლუცს აჰყვეს, უმძიმესი სცენარის თავიდან აცილებას ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ საჭიროა კარგად დავფიქრდეთ და მეტად გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე. არგუმენტებით საუბარი და დისკუსია ყოველთვის სჯობს უარგუმენტოდ ხმაურს და პერფორმანსებით პოზირებას. კითხვებს თუ პასუხები არ მოეძებნა, არ ივარგებს. დღემდე არც ერთი არგუმენტი არ მოგვისმენია, თუ რატომ არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი რუსული, ან რით დასტურდება, რომ არჩევნები გაყალბდა? რაში გამოიხატება რუსეთის ინტერესების დაცვა და რატომ არის უკრაინის ბედი მიმზიდველი? რას ნიშნავს, რომ სიტყვის თავისუფლება საქართველოში შეზღუდულია, როცა დღეს გამოხატვის თავისუფლება თავაშვებულობამდე „ხელმისაწვდომია". რას ნიშნავს „ქუჩისეული" გაგებით ქვეყანაზე ზრუნვა, როცა დაჟინებით სანქციებთან მიერთებას ითხოვენ და „ცხელ ბომბებს" ანიჭებენ უპირატესობას „ტექნიკური მთავრობის" ინიციატორები? რას ნიშნავს ქართული ტრადიციების მომხრეობა, თუ კი ოჯახური ფასეულობები უნდა „გავასხვისოთ" და კაცი ქალისგან არ განვასხვაოთ, ტაძრებს კვერცხები ვესროლოთ და სასულიერო პირები ვაბულინგოთ. პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილები" ვესროლოთ, ცოცხლად დავწვათ და ამის ჩამდენი გმირად გამოვაცხადოთ, ბავშვები კლასებიდან გამოვიყვანოთ და აგენტურას წინ ფარად დავუყენოთ. უმცირესობა უმრავლესობად წარმოვაჩინოთ და საპირისპირო აზრს, დემოკრატიის სახელით, განადგურებამდე ვებრძოლოთ. ტოპტვინებს მხოლოდ დამკვეთების ესმით და სამშობლო არაფრად უღირთ. მათ ვინც ქუჩაში მხოლოდ გულშემატკივრობთ და „სხვა ვალდებულებებით" არ ხართ დატვირთული, დაფიქრდით და ქვეყანას ცეცხლთან ნუ ათამაშებთ, ნუ შეუწყობთ ხელს იმას, რაც თქვენდაუნებურად, თქვენც დაგაზიანებთ,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე გულშემატკივრებისთვის მიმართვას ავრცელებს. „ჩემო გულშემატკივრებო, ახალი ალბომის და კლიპის პრეზენტაცია გადაიდო 28 იანვარს  ბედნიერი შობა-ახალი წელი ყველას!“ - წერს ბუზალაძე.

Aljazeera: ინდოეთის მთავრობა ჯორჯ სოროსს დესტაბილიზაციის მიზნით ოპოზიციის დაფინანსებაში ადანაშაულებს

ინდოეთის პარლამენტში ზამთრის სესიის დაწყებასთან ერთად, მმართველი BJP („ინდური ხალხის პარტია“) და ოპოზიციური კონგრესის პარტია ერთმანეთს მწვავე დებატებში დაუპირისპირდნენ. ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატში, მანიპურში, ეთნიკური კონფლიქტები უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება, რაც ოპოზიციის მტკიცებით, ადგილობრივმა BJP მთავრობამ გაამწვავა. ამასთან, ინდოეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელებულია, ხოლო ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, გაუტამ ადანი, კორუფციულ სკანდალშია გახვეული, რაც აშშ-ში ბრალდებების საფუძველზე ვითარდება. ეს საკითხები პოლიტიკური განხილვის მთავარი თემებია და ოპოზიცია მთავრობას პასუხისმგებლობას აკისრებს. 2023 წლიდან ჯორჯ სოროსი, უნგრული წარმოშობის ამერიკელი ფინანსისტი, BJP-ს მთავარი კრიტიკის სამიზნე გახდა. მმართველი პარტია მას ადანაშაულებს ოპოზიციის დაფინანსებასა და მოდის კრიტიკოსების მხარდაჭერაში, რისი მიზანიც ინდოეთის დესტაბილიზაციაა. ეს რიტორიკა განსაკუთრებით გააქტიურდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებისთანავე, სადაც BJP-მ პირველად დაკარგა სრული უმრავლესობა, თუმცა მაინც შეძლო კოალიციური მთავრობის შექმნა. BJP-მ ფრანგული მედიის სტატიაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ჯორჯ სოროსის Open Society Foundations-მა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააფინანსეს OCCRP (ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევის პროექტი). BJP-მ ამ ორგანიზაციის გამოძიებები გამოიყენა სოროსისა და ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ ბრალდებების გასამყარებლად, მათ შორის Pegasus-ის შპიონური პროგრამის სავარაუდო გამოყენებაზე, ადანის ჯგუფის საქმიანობაზე და ინდოეთში რელიგიური თავისუფლების შემცირებაზე. BJP-ს სპიკერმა განაცხადა, რომ ეს „დიფ-სტეიტის“ მცდელობა იყო ინდოეთის დესტაბილიზაციისთვის, რაც მოდის მიზანში ამოღებას ისახავდა. პარტიამ ასევე დასძინა, რომ OCCRP ამ მიზნისთვის მედია იარაღად იქნა გამოყენებული. ამ განცხადებებმა ანალიტიკოსები გააოცა, რადგან აშშ ინდოეთის მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა. თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ BJP-მ ეს ნაბიჯი ქვეყნის შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის გადადგა, ხოლო მისი რიტორიკა ახლადარჩეული ტრამპის ადმინისტრაციის შეხედულებებსაც ემთხვევა „დიფ-სტეიტის“ შეთქმულების თაობაზე.

ბოლო სიახლეები