ორშაბათი, თებერვალი 24, 2025

ვოლოდიმირ ზელენსკი – მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა უკრაინაში მშვიდობის ან ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა, დატოვოს თანამდებობა უკრაინაში მშვიდობის ან ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესსკონფერენციაზე განაცხადა.

„თუ ეს უკრაინისთვის მშვიდობას ნიშნავს, თუ თქვენ ძალიან გჭირდებათ, რომ მე დავტოვო ჩემი თანამდებობა, მაშინ მზად ვარ. მეორე ამბავი – შემიძლია, ეს ნატო-ზე გავცვალო, თუ ასეთი პირობები არსებობს. პირდაპირ ვამბობ, რომ ამაზე დიდხანს არ ვისაუბროთ“, – ასე უპასუხა ზელენსკიმ ჟურნალისტის კითხვას, მზად არის თუ არა, დატოვოს პრეზიდენტის პოსტი, თუ ეს მშვიდობას მოიტანს.

ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ის კონცენტრირებულია უკრაინის უსაფრთხოებაზე დღეს და არა 20 წლის შემდეგ და არ აპირებს ათწლეულების განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნას.

„ამიტომ ეს, ალბათ, ჩემი ფოკუსი და სანუკვარი ოცნებაა“, – თქვა ზელენსკიმ.

ნატო-ზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ალიანსის წევრობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ვიღაცას უნდა ეს თუ არ უნდა, მხარს უჭერს ამ იდეას თუ არა – მაგიდაზე ეს თემა დევს. და უსაფრთხოების გარანტიებისა და მოლაპარაკებების მაგიდაზე ეს თემა იქნება. არ ვიცი, რით დასრულდება მოლაპარაკებები, მაგრამ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ შემთხვევაში მაგიდაზე ეს იქნება. ამის განხილვა, ალბათ, პარტნიორებთან ერთად მოგვიწევს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გავიგოთ, რომ ეს არ არის მოლაპარაკებების მაგიდა, რომელზეც უკრაინას იწვევენ, ეს ჩვენი მაგიდაა, რადგან ომი უკრაინაშია. ეს ჩვენ ვიწვევთ პირველ რიგში ჩვენს ევროპელ ლიდერებს, რადგან ომი უკრაინაშია, და ჩვენ ვართ ამ კონტინენტის – ევროპის, ევროკავშირის მომავლის განუყოფელი ნაწილი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპა და აშშ უნდა იყვნენ.

„ჩვენ გვსურს ომის დასრულება, და პარტნიორებსაც სურთ ეს. პარტნიორებს სურთ, რომ იქ რუსეთი იყოს, და რუსეთი იქ იქნება. მართლა მჯერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს სურს და დაგვეხმარება ამ ომის დასრულებაში, მაგრამ მშვიდობა ძალის გამოყენებით უპირველეს ყოვლისა საკუთარი ძალის რუსეთისკენ მიმართვაა“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ არ შექმნის კოალიციას ულტრამემარჯვენე პარტიასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“

კონსერვატიული ბლოკის, „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ მისი ბლოკი არ შექმნის კოალიციას ულტრამემარჯვენე პარტიასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ამის შესახებ მერცმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა. „ჩვენ ეს არჩევნები ძალიან ნათლად მოვიგეთ. მე მიზნად დავისახავ, შევქმნა მთავრობა, რომელიც წარმოადგენს მთელ ქვეყანას და რომელიც გადაჭრის ქვეყნის პრობლემებს. არ არის საიდუმლო, რომ მირჩევნია მხოლოდ ერთი კოალიციური პარტნიორი. ჩვენ ეს ვთქვით არჩევნებამდე და ხალხმა, ვინც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მისცა ხმა, ეს იცოდა“, – თქვა მერცმა. შეგახსენებთ, რომ, ეგზიტპოლის ბოლო მონაცემებით, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან-სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს 28,6 პროცენტით. ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 20,4 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) კი 16,3 პროცენტი აქვს. გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის მემარცხენე-ლიბერალურმა, „კავშირი-90“/„მწვანეებმა“ 12,3 პროცენტი მიიღეს. „მემარცხენე პარტია“ 8,5 პროცენტს აგროვებს, მემარცხენე-პოპულისტური „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ (BSW) – 4.9 პროცენტს, ხოლო ლიბერალური „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ (FDP) – 4.7 პროცენტს.

რა მდგომარეობაა დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გზებზე – განახლებული ინფორმაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი - საჩხერე - ჭიათურა - ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გიორგი ვოლსკი „სამშობლოს ღალატის“ მუხლზე: ეს საკითხი გაცილებით უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანია. ეს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დრამატული პროცესები განვითარდა საქართველოში

ეს საკითხი გაცილებით უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანია. ეს მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დრამატული პროცესები განვითარდა საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, სისხლის სამართლის კოდექსიდან „სამშობლოს ღალატის“ მუხლის ამოღებაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“. „როდესაც ომის წინა პერიოდში მან ინტენსიური კონსულტაციები გამართა მაკკეინის გუნდთან, რომელიც იყო პრეზიდენტობის ერთ-ერთი პრეტენდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დღევანდელი გადმოსახედიდან მე ვფიქრობ, რომ სწორედ მაშინ დაიგეგმა ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ინტერესებში არ შეიძლება, ყოფილიყო. სააკაშვილმა შეცვალა თავისი პოზიცია, დაშალა მოლაპარაკების ფორმატები და გადავიდა ისეთ ქმედებაზე, რომელიც აშკარა იყო, რომ დამთავრდებოდა რუსეთის შემოჭრით, აშკარა იყო, რომ რუსეთი დაიპყრობდა იმ ტერიტორიებს, რომელიც დღეს მას აქვს ხელში ჩაგდებული, მაგრამ არავინ არ მოელოდა იმას, რომ სააკაშვილი ხელს მოაწერდა დოკუმენტს, სადაც იქნებოდა ნათქვამი, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ბრალია. როგორ შეიძლება, ასეთი ვითარებაში არ გქონდეს მუხლი, რომელიც წინასწარ განზრახვით იყო ამოღებული საკანონმდებლო სივრციდან. რადგან ზუსტად იცის მანაც და ყველამ, ვინც ამაში მონაწილეობას იღებდა, ვინც იმ რეზოლუციას აწერდა ხელს, სადაც საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება, ჯარისკაცები კინაღამ საერთაშორისო ტრიბუნალისკენ გაამგზავრეს. რასაკვირველია, ეს ყველაფერი არის ის, რასაც სამშობლოს ღალატი შეიძლება ეწოდოს. კანონი უნდა არსებობდეს და უნდა იყოს მტკიცე დამადასტურებელი ფაქტები იმისთვის, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დონალდ ტრამპი – როგორც ჩანს, კონსერვატიულმა პარტიამ გერმანიაში მოიგო მნიშვნელოვანი არჩევნები, დიდი დღეა გერმანიისა და აშშ-ისთვის, ვულოცავ ყველას, კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გერმანიის არჩევნებს ეხმაურება. „როგორც ჩანს, კონსერვატიულმა პარტიამ გერმანიაში მოიგო ძალიან მნიშვნელოვანი და მეტად მოსალოდნელი არჩევნები. ამერიკის მსგავსად, გერმანიის ხალხი დაიღალა უაზრო დღის წესრიგით, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და იმიგრაციის საკითხებში, რომელიც წლების განმავლობაში დომინირებდა. ეს არის დიდი დღე გერმანიისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით. ვულოცავ ყველას, კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება!!!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ, ეგზიტპოლის ბოლო მონაცემებით, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ (CDU/CSU) ლიდერობს 28,6 პროცენტით. ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეორე ადგილზეა 20,4 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) კი 16,3 პროცენტი აქვს. გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის მემარცხენე-ლიბერალურმა, „კავშირი-90“/„მწვანეებმა“ 12,3 პროცენტი მიიღეს. „მემარცხენე პარტია“ 8,5 პროცენტს აგროვებს, მემარცხენე-პოპულისტური „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ (BSW) – 4.9 პროცენტს, ხოლო ლიბერალური „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ (FDP) – 4.7 პროცენტს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. "ვეხმიანებით ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 23 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა, გიორგი პაპაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტის შედეგად დატოვა საპატიმრო. გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და პირდაპირ ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პრეზიდენტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. მოვუწოდებთ აღნიშნულ ტელეკომპანიას, გამოასწორონ შეცდომა და თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ბოლო სიახლეები