ჩვენმა ხალხმა თეთრი დროშა არ აღმართა – მათ ლურჯ-ყვითელი დროშა დაიცვეს, ოკუპანტებმა კი, რომლებსაც ეგონათ, რომ აქ ყვავილებით ხელდამშვენებული ბრბო დახვდებოდათ, ამის ნაცვლად გაწვევის ცენტრებთან რიგები იხილეს, ჩვენმა ხალხმა წინააღმდეგობა აირჩია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყების მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„პუტინმა თავის მიზნებს ვერ მიაღწია. მან უკრაინელები ვერ გატეხა. მან ეს ომი ვერ მოიგო. ჩვენ გადავარჩინეთ უკრაინა და ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის მისაღწევად. და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტის მნიშვნელობას იმისთვის, რომ გააცნობიეროს რუსეთზე ზეწოლის განხორციელების აუცილებლობა.
„ნამდვილად მინდა, რომ ერთ დღეს აქ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად მოვიდე. დანამდვილებით ვიცი: მხოლოდ უკრაინაში ჩამოსვლით და ჩვენი ცხოვრებისა და ბრძოლის საკუთარი თვალით ნახვით, ჩვენი ხალხისა და ამ ტკივილის შეგრძნებით არის შესაძლებელი იმის გაგება, სინამდვილეში რა არის ეს ომი. ვინ არის აგრესორი და ვისზე უნდა მოხდეს ზეწოლა, რომ უკრაინა იცავს სიცოცხლეს, სწორედ ამისთვის იბრძვის და რომ ეს არ არის ქუჩის ბრძოლა – ეს არის ავადმყოფი სახელმწიფოს თავდასხმა სუვერენულ სახელმწიფოზე და რომ პუტინია ეს ომი. ის არის მისი დაწყების მიზეზი და დაბრკოლება მისი დასრულებისთვის და სწორედ რუსეთს უნდა მივუჩინოთ თავისი ადგილი, რათა ნამდვილმა მშვიდობამ დაისადგუროს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

