ოთხშაბათი, მაისი 7, 2025

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სიგნალები, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების შემდეგ ზოგიერთ ქვეყანას ენდომება, რუსებთან პირისპირ დავრჩეთ, მაგრამ ევროპა უკრაინის გვერდით იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან იმ სიგნალებზე ისაუბრა, რომლებიც აშშ-ს უკრაინასა და რუსეთს შორის „სამშვიდობო“ მოლაპარაკებებიდან შესაძლო გასვლაზე მიუთითებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ცეცხლის შეწყეტაზე შეთანხმების სირთულეზე მიუთითა.

„წარმოიდგინეთ, ყველას ესმის ტერიტორიების, სანქციების საკითხები – ეს რამდენად რთული იქნება. ამიტომ, არსებობს ისეთი სიგნალები, რომ, სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ისინი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან, ზოგიერთ ქვეყანას ენდომება, რუსებთან პირისპირ დავრჩეთ“, – დასძინა მან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის გვერდით იქნება, „რადგან ბევრი საკითხია, რაც მათთან კავშირშია“.

მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უარს იტყვის რუსეთსა და უკრაინას შორის „შუამავლის როლზე“, თუ მშვიდობის მიღწევის კუთხით პროგრესი არ იქნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – მადლობა ბიძინა ივანიშვილს სამშობლოსთვის თავდადებისთვის, ქართული საქმის კეთებისთვის, საქართველოში ავტორიტარიზმის დასრულების, ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებისთვის

ახლახან შესრულდა 13 წელი „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობიანი განვითარებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქართველი ხალხის ღირსების დაცვისთვის უთანასწორო, მაგრამ მართალი და წარმატებული ბრძოლის 13 წელიწადი. ამ ბრძოლას საფუძველი ჩაუყარა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მადლობა მას სამშობლოსთვის თავდადებისთვის, ქართული საქმის კეთებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც საქართველოს ომი არ ჰქონია.„„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამასთან ერთად, ბუნებრივია, ძალიან დიდი პატივი. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში თავმჯდომარეობდა პარტიას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გასულ წელს ჩვენი პარტიის საარჩევნო წარმატებაში. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო მას ყველა იმ დამსახურებისთვის, რომელიც ქვეყნისა და პოლიტიკური გუნდის წინაშე უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე მიუძღვის.ახლახან შესრულდა 13 წელი „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობიანი განვითარებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქართველი ხალხის ღირსების დაცვისთვის უთანასწორო, მაგრამ მართალი და წარმატებული ბრძოლის 13 წელიწადი. ამ ბრძოლას საფუძველი ჩაუყარა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. თავს უფლებას მივცემ, თითოეული თქვენგანის სახელით, მას გადავუხდი უდიდეს მადლობას ქართული საქმის კეთებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა: სამშობლოსთვის თავდადებისთვის, უდიდესი სიბრძნით, შორსმჭვრეტელობითა და მოთმინებით ქართული საქმის კეთებისთვის, საქართველოში ავტორიტარიზმის დასრულებისა და ქვეყანაში დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების განმტკიცებისთვის. ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც ჩვენს ქვეყანას ომი არ ჰქონია და ჩვენ გვქონდა უწყვეტი 13-წლიანი მშვიდობა. ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკური განვითარების სწრაფ ტემპს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა არის დამოუკიდებელი, სუვერენული, როგორც არასდროს. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

“ქართული ოცნების” დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა – ეს იყო დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობიანი განვითარებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქართველი ხალხის ღირსების დაცვისთვის უთანასწორო, მაგრამ მართალი და წარმატებული ბრძოლის 13...

"ქართული ოცნების" პარტიულ ყრილობაზე ახალი თავმჯდომარე აირჩიეს - მმართველ პარტიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. პარტიის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას განცხადებით მიმართა.ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს მხარდაჭერისთვისა და გამოცხადებული ნდობისთვის მადობა გადაუხადა."მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მივესალმები პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს, მივესალმები პარლამენტარებს, მთავრობის წევრებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყრილობის თითოეულ დელეგატს, მივესალმები ჩვენი პარტიის წევრებს, მივესალმები საზოგადოებას. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამასთან ერთად, ბუნებრივია, არის ძალიან დიდი პატივი. მხარდაჭერისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში თავმჯდომარეობდა პარტიას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გასულ წელს ჩვენი პარტიის საარჩევნო წარმატებაში. ასევე, მადლობა მინდა მას გადავუხადო ყველა იმ დამსახურებისთვის, რომელიც ქვეყნისა და პოლიტიკური გუნდის წინაშე უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე მიუძღვის. ქალბატონებო და ბატონებო, ახლახან შესრულდა 13 წელი „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობიანი განვითარებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქართველი ხალხის ღირსების დაცვისთვის უთანასწორო, მაგრამ მართალი და წარმატებული ბრძოლის 13 წელიწადი. ამ ბრძოლას საფუძველი ჩაუყარა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მე თავს უფლებას მივცემ, თითოეული თქვენგანის სახელით, მას გადავუხდი უდიდეს მადლობას ქართული საქმის კეთებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა:სამშობლოსთვის თავდადებისთვის, უდიდესი სიბრძნით, შორსმჭვრეტელობითა და მოთმინებით ქართული საქმის კეთებისთვის, საქართველოში ავტორიტარიზმის დასრულებისა და ქვეყანაში დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების განმტკიცებისთვის. ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ყავს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც, ჩვენს ქვეყანას ომი არ ჰქონია და ჩვენ გვქონდა უწყვეტი 13-წლიანი მშვიდობა. ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკური განვითარების სწრაფ ტემპს. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს.კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის. დღეს სამყარო ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას: ვხედავთ, როგორ ცდილობენ გავლენიანი ძალები, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი დაათმობინონ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებსაც კი; ვხედავთ, როგორ ანგრევენ მრავალი ქვეყნის ეკონომიკას; ვხედავთ, როგორ თელავენ ფეხქვეშ დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტარულ პრინციპებს იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ამ პრინციპების სამშობლოდ მიიჩნევიან; ვხედავთ, როგორ ცდილობენ ეროვნული და რელიგიური იდენტობა წაუშალონ უძველესი კულტურის მქონე ქვეყნებს; ვხედავთ, როგორ ებრძვიან ქრისტიანობას და სხვა ტრადიციულ რელიგიურ აღმსარებლობებს; ვხედავთ, როგორ ებრძვიან და აუფერულებენ კულტურის ყველა სფეროს; ვხედავთ, როგორ იყენებენ სხვადასხვა ქვეყანას საზარბაზნე ხორცად საკუთარი მანკიერი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად; ვხედავთ, როგორ ცდილობენ წაშალონ ადამიანების პიროვნული იდენტობა, როგორ უპირისპირდებიან მორალს და ტრადიციულ ღირებულებებს, ნერგავენ უამრავ მანკიერებას, რომელთა ნორმად წარმოჩენა, თუნდაც, 10-15 წლის წინ, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან რთულად წარმოსადგენი იქნებოდა.ბუნებრივია, ამ არაჯანსაღი გლობალური პოლიტიკური პროცესების მიღმა ვერც საქართველო აღმოჩნდებოდა და შესაბამისად, მთელი 13 წლის განმავლობაში, ჩვენ გვიწევდა და გვიწევს უკომპრომისო ბრძოლა: საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობისთვის; გვიწევს ბრძოლა: ქრისტიანობის დასაცავად, მშვიდობის შესანარჩუნებლად, ტრადიციული ღირებულებებისა და საზოგადოებრივი მორალის განსამტკიცებლად. ეს არის უთანასწორო ბრძოლა, სადაც უპირატესობის შენარჩუნების შესაძლებლობას მხოლოდ სიმართლე გაძლევს. ეს არის ურთულესი ბრძოლა, სადაც სიმტკიცის შენარჩუნების ძალას გაძლევს რწმენა, რომ ნებისმიერი სისუსტის გამოვლენა შენს ქვეყანას განადგურებად შეიძლება დაუჯდეს და შესაბამისად, ნებისმიერი უკან დახევა არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე. დიდი მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც გასული რამდენიმე წლის მანძილზე გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება და სიბრძნე და მყარად დადგა საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. სწორედ ქართველი ხალხის - საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა იყო მთავარი, რაც ჩვენ ყველაზე რთულ მომენტებში ყველაზე რთული გამოწვევების გადალახვის საშუალებას გვაძლევდა. ქართველი ხალხის მხარდაჭერით, შარშან ჩვენ გავიმარჯვეთ რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებში, რამაც საქართველოს მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობა შეუნარჩუნა.დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს თითოეულ პატრიოტ თანამოქალაქეს საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცედ დაცვისთვის. „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხებოდა, არასდროს არცერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან. ჩვენი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში, საქართველოს მთავრობაში და ადგილობრივ ხელისუფლებაში, ერთგულად და უშიშრად ემსახურებიან და იცავენ საქართველოს ინტერესებს ყველგან და ყოველთვის. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისათვის! ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. არჩევნებისთვის სამზადისი დაწყებული გვაქვს და რამდენიმე კვირაში უკვე ოფიციალურად გავხსნით საარჩევნო კამპანიას. პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის და ეს გამარჯვება იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო წელში გამართული, კიდევ უფრო განვითარებული საქართველოსკენ. ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არცერთი დღით არ შეჩერდეს განვითარება და სრულად დავიცვათ საქართველოს თითოეული მხარის, თითოეული კუთხის ინტერესები. ჩვენ გვაქვს მკაფიო სახელმწიფოებრივი ამოცანები. ეს არის: დემოკრატიული სისტემისა და სამართლის უზენაესობის კიდევ უფრო განმტკიცება, საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, ქართული ეკონომიკის განვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. სახელმწიფოებრივ ამოცანებთან ერთად, ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული მიზანი - ორი ეროვნული, ქართული ოცნება: ჩვენი მიზანია კეთილდღეობა შევიდეს თითოეულ ქართულ ოჯახში. ამიტომ, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომელმაც გასული 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგების შესაძლებლობა მოგვცა; ჩვენი ეროვნული მიზანია საქართველოს გამთლიანება. გამთლიანებაში, ერთი მხრივ, ვგულისხმობთ ქართული საზოგადოების გაერთიანებას. ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ ქართველებს გარედან თავს მოგვახვიონ ერთმანეთის სიძულვილი, როგორ ცდილობენ დათესონ სიძულვილი ყველაფერი ქართულის - მათ შორის ქართული სახელმწიფოს და ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ. ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დავიბრუნებთ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას. ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. ჩვენ ვერავის მივცემთ უფლებას, სიძულვილით გახლიჩოს ქართული საზოგადოება და გავაერთიანებთ ადამიანებს სიყვარულით ერთმანეთის და საკუთარი სამშობლოს მიმართ. მეორე მხრივ, გამთლიანებაში ჩვენ ვგულისხმობთ საქართველოს ფიზიკურ გაერთიანებას. აფხაზეთისა და აფხაზების, ცხინვალისა და ოსების დაბრუნებას ერთიან ქართულ სახელმწიფოში. გვჯერა, რომ მშვიდობით, პრინციპულობით, სიყვარულითა და მოთმინებით, აუცილებლად აღვადგენთ ნდობას და ნდობასთან ერთად, ერთიანობას და ამით, ავასრულებთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ, ქართულ ოცნებას ერთიან საქართველოზე. ქალბატონებო და ბატონებო, სიძულვილს ძლევს სიყვარული, ბოროტებას ძლევს სიკეთე და სიცრუეს ძლევს სიმართლე. ჩვენ კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, რადგან გვამოძრავებს სიყვარული საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ, გვინდა მეტი სიკეთე ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და ვართ მართლები სამშობლოსთვის ბრძოლაში. ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველა საქმეში, რომელიც საქართველოს წინსვლას ემსახურება. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს პრინციპულობისთვის და ერთსულოვნებისთვის. ღმერთი ფარავდეს საქართველოს!" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ქართული ოცნების” ყრილობამ პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დამტკიცდა. გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" წევრებმა დღევანდელ ყრილობაზე მიიღეს.პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, ირაკლი ჩიქოვანი, მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ქვრივიშვილი, დიმიტრი სამხარაძე, სულხან თამაზაშვილი, ნინო წილოსანი.ამასთან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

კიტ კელოგი – უკრაინელები მზად არიან დემილიტარიზებული ზონის შესაქმნელად, მათ თქვეს, გავალთ 15 კილომეტრით და რუსებიც გადით 15 კილომეტრით, იქმნება 30-კილომეტრიანი ზონა, რომელიც მკაფიოდ...

უკრაინის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგი 30-კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნის შესაძლებლობაზე საუბრობს, სადაც ცეცხლის შეწყვეტას მონიტორინგს „მსურველთა კოალიცია“ გაუწევს. ამის შესახებ კელოგმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში ისაუბრა.დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა ადგილზე.„უკრაინლებს უნდა ვუთხრათ: ეს არის ერთ-ერთი სიტუაცია, რომელიც შესაძლოა, დროთა განმავლობაში განვითარდეს. თუ ადგილზე ცეცხლის შეწყვეტას თანხმდები, მიწა, რომელსაც აკონტროლებთ, რომლისთვისაც იბრძოდით – ეს არის თქვენი მიწა ამჟამად. ის რაც 5-10 წელიწადში მოხდება, განსხვავებულია“, – განაცხადა მან და მაგალითად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბალტიის ქვეყნების მდგომარეობა და გერმანიის გაერთიანება მოიყვანა.ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, უკრაინა თანახმაა ადგილზე ცეცხლის შეწყვეტაზე და დემილიტარიზებული ზონის შექმნაზე გარკვეული დროით.„ისინი მზად არიან, შექმნან დემილიტარიზებული ზონა. ფაქტობრივად, მათ თქვეს, ჩვენ უკან გავალთ 15 კილომეტრით და თქვენ, რუსებიც გადით 15 კილომეტრით. ანუ იქმნება 30-კილომეტრიანი ზონა, რომელიც მკაფიოდ კონტროლდება“, – თქვა კელოგმა და აღნიშნა, რომ დემილიტარიზებული ზონის მონიტორინგი „მსურველთა კოალიციის“ წევრებს შეუძლიათ. როგორც კელოგმა თქვა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები მზად არიან, განათავსონ ძალები ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის.„თუ შესაძლებელი გახდება ზავის 30 დღით შენარჩუნება – მე კი ნამდვილად მჯერა ამის – მაშინ შესაძლებელი იქნება მისი გახანგრძლივება და როდესაც სამხედრო ხარ, ძალიან რთულია კონფლიქტის განახლება. არ მგონია, რომ ამას გააკეთებენ“, – თქვა გენერალმა.

ბოლო სიახლეები