რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომ სტამბოლში მოლაპარაკებებზე რამდენიმე პრაქტიკული საკითხი გადაწყდა.
რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სტამბოლში დასრულდა. შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
„გარდა ამისა [მემორანდუმის უკრაინული მხარისთვის გადაცემისა], ჩვენ რამდენიმე პრაქტიკული საკითხი გადავწყვიტეთ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.