ორშაბათი, იანვარი 27, 2025

ვლადიმერ პუტინი – დონალდ ტრამპი თუ იქნებოდა პრეზიდენტი და 2020 წელს არ მოჰპარავდნენ გამარჯვებას, მაშინ შესაძლოა, უკრაინაში არ ყოფილიყო ისეთი კრიზისი, რომელიც 2022 წელს დაიწყო

უკრაინაში მიმდინარე კრიზისი დაკავშირებულია წინა არჩევნებში ბაიდენის გამარჯვებასთან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა,ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც რუსული მედია წერს, პუტინმა გაიმეორა დონალდ ტრამპის მიერ არაერთხელ გამოთქმული მოსაზრება, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომი არ დაიწყებოდა.

„დონალდ ტრამპი თუ იქნებოდა პრეზიდენტი, 2020 წელს თუ არ მოჰპარავდნენ გამარჯვებას, მაშინ, შესაძლოა, უკრაინაში არ ყოფილიყო ისეთი კრიზისი, რომელიც 2022 წელს დაიწყო“, – აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, ტრამპი გონიერი, პრაგმატული ადამიანია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღებს გადაწყვეტილებებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რამაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს თავად შეერთებული შტატების ეკონომიკას.

„მეეჭვება, ტრამპმა მიიღოს ისეთ გადაწყვეტილება, რომელიც ზიანს მიაყენებს ამერიკის ეკონომიკას. ის არა მხოლოდ ჭკვიანი, არამედ პრაგმატულიცაა. ჩემთვის რთული წარმოსადგენია ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ზიანს მიაყენებს კონკრეტულად ამერიკის ეკონომიკას“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება ტრამპთან შეხვედრას, პუტინმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა აუცილებელია. „ჩვენ ვხედავთ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის განცხადებებს ერთობლივი მუშაობის შესახებ. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ამისთვის“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, პუტინმა აღნიშნა, რომ „მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მიუთითა ზელენსკის მიერ მოლაპარაკებების აკრძალვაზე“.

„როგორც ცნობილია, კიევის რეჟიმის მოქმედმა ხელმძღვანელმა, რომელიც მანამდე საკმაოდ ლეგიტიმური სახელმწიფოს მეთაური იყო, გამოსცა დეკრეტი მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ. მაშინ როგორ შეიძლება მოლაპარაკებების განახლება, თუ ისინი აკრძალულია?“ – განაცხადა პუტინმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავრეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ალბანეთის ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი ანასტასიოსის, გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ დიდ გულისტკივილს ალბანეთის ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი ანასტასიოსის, გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ალბანეთის ეკლესიის მთელ სისავსეს და აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს, ამინ!“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ცნობილი ბლოგერი ანესთეზიის შედეგად დაიღუპა – მისთვის ტატუ უნდა გაეკეთებინათ

45 წლის ცნობილი ბრაზილიელი ბლოგერი, რიკარდო გოდოი საოპერაციო მაგიდაზე, ზოგადი ანესთეზიის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას thesun-ი ავრცელებს. მამაკაცს ანესთეზია კერძო კლინიკაში გაუკეთეს, რათა მისთვის მთელს ზურგზე ტატუ გაეკეთებინათ. ანესთეზიის სხეულში შეყვანის შემდეგ, მამაკაცს გული გაუჩერდა და ექიმებმა მისი რეანიმირება ვერ შეძლეს. მედიის ინფორმაციით, ბლოგერმა ტატუ სალონი დაიქირავა, რომლებმაც თვის მხრივ კერძო კლინიკა და პერსონალი დაიქირავეს, რომელსაც მამაკაცისთვის ანესთეზია უნდა გაეკეთებინათ. 45 წლის ბლოგერის გარდაცვალების საქმეზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

მიწისძვრა მოხდა – ნახეთ ეპიცენტრის ადგილი

ეგეოსის ზღვაში, იზმირის მენდერესის ოლქის სანაპიროსთან 3,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს განმარტებით, ბიძგების ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 7,22 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრამ განსაკუთრებით იგრძნობოდა მენდერესისა და სეფერიჰისარის რაიონებში და ბიძგებმა მოსახლეობაში შეშფოთება გამოიწვია. წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრას უარყოფითი შედეგები არ მოჰყოლია.

დიდ ქართველ რეჟისორს ელდარ შენგელაიას 92 წელი შეუსრულდა

დღეს, 26 იანვარს ქართველ რეჟისორს, ელდარ შენგელაიას 92 წელი შეუსრულდა, რომელმაც გადაიღო ისეთი საკულტო ფილმები, როგორიცაა "არაჩეულებრივი გამოფენა"(1969), "შერეკილები" (1973), "სამანიშვილის დედინაცვალი" (1977), "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983). დღეს გაგაცნობთ საინტერესო ფრაგმენტებს მისი ბავშვობიდან: “ნატო ვაჩნაძის შვილობა მაწამებდა. ქუჩაში ერთად რომ გავიდოდით, ვინც კი შეგვხვდებოდა, დედას დიდხანს ესაუბრებოდა. მერე ეტყოდნენ ხოლმე, ეს რა ლამაზი ბიჭი გყავსო. არადა, თავი სულ გადახოტრილი მქონდა მკბენარებისგან დასაცავად და პარტყუნა ყურები მქონდა. კომპლიმენტებზე ძალიან ვბრაზდებოდი. ერთხელაც დედას გამოვუცხადე, ამის შემდეგ შენ ივლი წინ, მე კიდევ ათი ნაბიჯით უკან ვიქნები-მეთქი.   მახსოვს, პირველი კლასის მოსწავლე რომ ვიყავი, გვერდით ერთი ლამაზი გოგონა დამისვეს. ძალიან მომეწონა და უცბად შემიყვარდა. სახლში რომ მივედი, დედას ყელსაბამები მოვიპარე და იმ გოგოს ვაჩუქე. მეორე დღეს სამასწავლებლო ოთახში დამიბარეს და მკითხეს, ეს ყელსაბამები ვისიაო. მე დავიბენი, შემრცხვა და ვუპასუხე, დედაჩემის არის, ეს გოგო მომეწონა და მას მოვუტანე-თქო. ამის მერე ნატო სკოლაში დაიბარეს და სიტუაცია აუხსნეს. დედამ ამაზე ძალიან ბევრი იცინა და ყელსაბამები იმ გოგოს აჩუქა.”

VIDEO:„აღმოვაჩინე, რომ მის ნახატებს არ ჰქონდა ცალი თვალი… ზუსტად ასეთი იყო მიცვალებული…“ – 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენს 12 მსაჯული გადაწყვეტს

2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული 44 წლის კაცის ბედი 12 მსაჯულის ხელშია - საუბარია იური კალანდარიშვილის საქმეზე, რომელმაც სანადირო თოფით 2 ახალგაზრდა კაცი, უახლოესი მეგობრები, ბაჩო ბაშარული და ნიკო არჩვაძე მოკლა. ბრალდებული ამტკიცებს, რომ მეზობელი და მისი თანმხლები თავს დაესხნენ და მოიგერია. ადვოკატი კი, ნაფიც მსაჯულებს უმტკიცებდა, რომ წლების წინ, მეზობლებს შორის დაწყებული დავის ინიციატორი, მოკლული ბაჩო იყო. სადარბაზოში მისი რემონტის ნარჩენებმა იური კალანდარიშვილი შეაწუხა, რასაც მეზობლის ცინიკური პასუხი მოჰყვა. შემდეგ კი, ბრალდებულის კარზე შეურაცხმყოფელი მინაწერებიც გაჩნდა, იური კალანდარიშვილს კარის მეზობლის სახლში ხმაური და შეკრებებიც აღიზიანებდა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბრალდებულმა საკუთარ კარზე კამერა უსაფრთხოებისთვის დააყენა, რამაც მეზობელი კიდევ უფრო გააღიზიანა და კამერის მიმართულებით, უსიამოვნო ჟესტების ჩვენება დაიწყო. გასული წლის 5 ივნისს - 37 და 38 წლის განუყრელი მეგობრების სიცოცხლის ბოლო დღე. ბაჩო სახლიდან, ნიკო კი ასურეთიდან მეგობრის დაბადების დღეზე წავიდა. რესტორნიდან ნასვამები დაბრუნდნენ. ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულის სახლში დარჩენას გეგმავდნენ. კადრებში, რომელიც "კურიერი P.S- მა" რამდენიმე თვის წინ მოიპოვა, მათი სიცოცხლის ბოლო წუთები ჩანს. საქმის პროკურორმა მსაჯულებს საბედისწერო ღამეზე უამბო. მთავარი მტკიცებულება ბრალდებულის კარზე დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო. ჩანაწერს ხმა არ აქვს. თავდასხმის მოგერიება თუ განზრახ მკვლელობა - ეს ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა შეაფასონ. მათ მოუწევთ იმის გაანალიზებაც - ცდილობს თუ არა იური კალანდარიშვილი მკვლელობის შემდეგ თავდასხმის ინსცენირებას. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 112-ს ნახევარ საათში დაურეკა, მაშინ, როცა ბაჩო ბაშარული და ნიკო არჩვაძე, სავარაუდოდ, უკვე გარდაცვლილები იყვნენ. რატომ არ მიმართა იური კალანდარიშვილმა 112-ს თუ თავდასხმის საფრთხეს გრძნობდა, რატომ გააღო კარი ნაჭერში შეხვეული რეზინის ჩაქუჩით ხელში - კითხვები მის ადვოკატს დავუსვით. დედამ შვილი მკვლელობის წინა დღეს უკანასკნელად ნახა. დაზარალებულმა სასამართლოში ბრალდებულის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა. გაიხსენა მისი შვილი და მკვლელობაში ბრალდებულთან პირველი დაპირისპირება. განმარტა, რომ სადარბაზოში დაწყობილი ხის მასალა ბაჩოს და ნიკოს ასურეთში, მშენებარე ფერმაში უნდა წაეღოთ. შვილმკვდარი დედა ადვოკატების განცხადებასაც გამოეხმაურა. თქვა, რომ ბაჩო მარიხუანას და ალკოჰოლს იშვიათად მოიხმარდა, თუმცა ეს კონფლიქტის მიზეზი არასდროს გამხდარა. ემოციური იყო სხდომაზე ნიკო არჩვაძის ახალგაზრდა მეუღლის ჩვენებაც. საპირისპირო მიზანი აქვს ბრალდებულს - დაამტკიცოს, რომ 2 კაცი მოგერიების დროს მოკლა. სხდომები მტკიცებულებების გამოკვლევით, რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება, შემდეგ იქნება ვერდიქტი. ვრცლად ↓

ბოლო სიახლეები