ხუთშაბათი, აპრილი 2, 2026

ვლადიმერ პუტინი – დასავლეთმა ომი უკრაინის წაქეზებით და გადატრიალების მოწყობით გააჩაღა, რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას თავისი ინტერესები, თავისი ხალხი, ტრადიციული ღირებულებები

დასავლეთმა ომი უკრაინის წაქეზებით და გადატრიალების მოწყობით გააჩაღა, რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას თავისი ინტერესები, დაიცვას იქ მცხოვრები თავისი ხალხი, დაიცვას ტრადიციული ღირებულებები, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ინდოეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, India Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ მაშინ დაასრულებს, როდესაც ოპერაციის დასაწყისში დასახულ მიზანს მიაღწევს.

„ჩვენ არ ვიყავით ისინი, ვინც ეს ომი დაიწყო.  2014 წელს დასავლეთმა წააქეზა უკრაინა და მხარი დაუჭირა მოვლენებს, გადატრიალების ორგანიზებით. ამას მოჰყვა პროცესი, რომელმაც გამოიწვია ყირიმში მოვლენები. ახლა კი ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია არ არის ომის დასაწყისი, არამედ მცდელობაა, დაასრულოს ის, რაც დასავლეთმა უკრაინის ნაციონალისტების გამოყენებით გააჩაღა. ჩვენ დავასრულებთ მას, როდესაც მივაღწევთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში დასახულ მიზნებს, როდესაც გავათავისუფლებთ ამ ტერიტორიებს. სულ ეს არის“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა ვოლოდიმირ ზელენსკიზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მისი წინამორბედების შეცდომებს აგრძელებს და რადიკალური ნაციონალისტების ინტერესებს ხალხის ინტერესებზე წინ აყენებს.

„როდესაც ეს ჯენტლმენი ხელისუფლებაში მოვიდა, მან განაცხადა, რომ ნებისმიერ ფასად მიისწრაფოდა მშვიდობისკენ, ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებით, საკუთარზე უარის თქმითაც კი.  მაგრამ ახლა ჩვენ საკითხებს სხვაგვარად ვუყურებთ. ის იგივე მაგალითს მიჰყვება, რასაც მისი წინამორბედები, ვიწრო ნაციონალისტური ჯგუფის, განსაკუთრებით რადიკალური ნაციონალისტების ინტერესებს ხალხის ინტერესებზე წინ აყენებს. მე უკვე ვთქვი, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

India Today-სთან ინტერვიუში პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკულ კომპანიებს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა სურთ.

„აშშ-ის მსხვილმა კომპანიებმა წერილი მოგვწერეს და თხოვნით მოგვმართეს, რომ არ დაგვავიწყდეს ისინი. ისინი ელოდებიან ყველა პრობლემის მოგვარებას და მზად იქნებიან, რომ ჩვენთან დაბრუნდნენ. არსებობს მრავალი სფერო, სადაც რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენა ორივე მხარეს წაადგება. კომპანიებმა გამოთქვეს თანამშრომლობის განახლების ნათელი სურვილი და შესაბამის პოლიტიკურ სიგნალს ელოდებიან“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება გულწრფელად სურს.

„ეჭვი არ მეპარება, რომ პრეზიდენტ ტრამპს ომის დასრულების გულწრფელი სურვილი აქვს. შეერთებულ შტატებსა და პრეზიდენტ ტრამპს მართლაც აქვთ საკუთარი გაგება, თუ რატომ უნდა დასრულდეს ეს ომი რაც შეიძლება მალე. ის ყოველთვის ამბობს, და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გულწრფელია, რომ მას სურს ადამიანური დანაკარგების მინიმიზაცია“, – განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ინდოეთში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ხვდება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს პუტინის პირველი ვიზიტია ინდოეთში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რათა დაუპირისპირდეს ირანულ საფრთხეს

ირანის რეჟიმი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „ადრე თუ გვიან“ ირანის რეჟიმი დაეცემა.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის „მნიშვნელოვან ქვეყნებთან“, რათა დაუპირისპირდეს „ირანულ საფრთხეს“. ნეთანიაჰუს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოგვიანებით ვრცლად ისაუბრებს.„იმედი მაქვს, რომ მალე, ისრაელის მოქალაქეებო, მეტს გეტყვით ამ მნიშვნელოვანი ალიანსების შესახებ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჰეზბოლა” ისრაელისთვის „სტრატეგიულ საფრთხეს“ აღარ წარმოადგენს.

კაია კალასი – ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის

ევროპელმა მინისტრებმა ევროპისთვის უნდა იმუშაონ და არა რუსეთისთვის, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერებს, რომლებიც მედიაში გავრცელდა.„მოკლედ ვიტყვი, რომ ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის“, – განაცხადა კალასმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.ცნობისთვის, მედიაში სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა. ერთ-ერთი საუბარი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვას წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოხსნის ლობირებას ეხებოდა.მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პიტერ სიიარტო რეგულარულად აწვდიდა სერგეი ლავროვს ინფორმაციას იმის შესახებ, რა განიხილებოდა ევროკავშირის შეხვედრებზე, ასევე, ინფორმაციას პოტენციური გადაწყვეტილებების შესახებ. თავად სიიარტომ განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან მუშაობაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები.

საქართველოში ირანის ელჩს ალი მოჯანს ფეისბუქ ანგარიში დაუბლოკეს

ირანის ელჩს ალი მოჯანს სოციალური მედია დაუბლოკეს.,,თქვენი აზრით, რა გახდა მიზეზი საქართველოში ირანის ელჩის ფეისბუქ ანგარიშის დაბლოკვისა — ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფოტოსურათი ან პუნქტი?-ამის შესახებ ირანის ელჩი პლათფორმა X-ზე წერს

ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.ფრაქციამ, აღნიშნულ თანამდებობაზე, ერთხმად დაუჭირა მხარი უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ცოტნე ანანიძის კანდიდატურას.სხდომის დაწყებისას, ფრაქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში 10-წლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობის, ღირსეული ხელმძღვანელობისა და რეგიონისთვის გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს - დავით გაბაიძეს, ხოლო მომავალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვეს.ცოტნე ანანიძემ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისათვის და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა ხალხის, ქვეყნის, რეგიონისა და თანაგუნდელების წინაშე.ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძის კანდიდატურას უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ბოლო სიახლეები