კვირა, მარტი 2, 2025

ვლადიმერ გამყრელიძემ სარეიტინგო ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს ოთხ წონით კატეგორიაში (79, 92, 97 და 125 კგ) შვიდმა ქართველმა იასპარეზა.

შეჯიბრებაზე ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის იჭიდავა ვლადიმერ გამყრელიძემ (79კგ). ქართველი ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ალიკმაევთან დამარცხდა და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.

ტირანაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავეს გივი მაჭარაშვილმა (125 კგ) და დათო ფირუზაშვილი (97კგ), მაგრამ ორივე მათგანი დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 26 თებერვალს ტარიელ გაფრინდაშვილი (86კგ) ბრინაჯოს მედლის მფლობელი გახდა. მთლიანობაში კი ტირანაში დასრულებულ სარეიტინგო ტურნირზე ჩვენმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჯონი ხეცურიანმა სარეიტინგო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, დღეს მედლები ორ წონით კატეგორიაში – 63 და 67 კილოგრამებში გათამაშდა.67 კგ-ში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ჯონი ხეცურიანი გახდა – ფინალურ ბლოკში ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ყაზახი მაულკანოვი 7:2 დაამაცხა და საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.63 კგ-ში საქართველოს სახელით ბექა გურულმა იჭიდავა, რომელიც საკვალიფიკაციო რაუნდში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

მაკრონმა უკრაინის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარი გამართა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას და ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს ტელეფონით ესაუბრა.ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.ელისეის სასახლის ცნობით, მოლაპარაკებები ლონდონში ხვალ დაგეგმილი ევროპელი ლიდერების სამიტისთვის, ასევე 6 მარტს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტისთვის მომზადების ნაწილი იყო.

რიჩარდ გრენელი აცხადებს, რომ კაია კალასს აშშ-ში „რეჟიმის ცვლილება სურს“

სპეციალურ მისიებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი რიჩარდ გრენელი აცხადებს, რომ კაია კალასს ამერიკაში „რეჟიმის ცვლილება სურს“.ამის შესახებ რიჩარდ გრენელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.ამგვარად გრენელი გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც, თავისუფალ მსოფლიოს ახალი ლიდერი სჭირდება.თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის კამათის შემდეგ, კაია კალასმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და დაწერა: „დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება“. 

ტრამპმა შესაძლოა უკრაინას მთლიანი დახმარება შეუჩეროს – NYT

აშშ-ის დახმარება უკრაინისთვის, რომელიც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს იყო დაფინანსებული და ნებადართული შესაძლოა მთლიანად შეჩერდეს, - წერს New York Times-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.დახმარებაში შედის საბრძოლო მასალები, აღჭურვილობა, სამხედროების და პილოტების სწავლება-მომზადება, სადაზვერვო მონაცემების მიწოდება, „ქოლ-ცენტრის" განთავსება, რომელიც საერთაშორისო დახმარებას კურირებს აშშ-ის ბაზაზე გერმანიაში.პენტაგონში განაცხადეს, რომ დარჩენილია 3,85 მილიარდი დოლარი იმ თავდაცვის სამინისტროს დანაზოგიდან, რომლის ამოღების უფლება კონგრესმა გასცა. ყოფილმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციიდან განაცხადა, რომ უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში უკრაინა მიიღებს იმ იარაღს, რომელიც მან ამერიკული თავდაცვითი კომპანიებისგან შეიძინა.გამოცემა აღნიშნავს, რომ მთელი ომის განმავლობაში უკრაინა დამოკიდებული იყო აშშ-ის იარაღისგან და ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ იარაღის მიწოდების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.„ცხადია, რომ უკრაინელი ჩინოვნიკები ხვდებოდნენ თუ რა იდო სასწორზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აშშ-ში, და ზელენსკიმ სწრაფად დაიწყო შეთანხმებული კამპანია შემდეგი ამერიკის პრეზიდენტის გულის მოსაგებად იმის იმედად, რომ მისი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდებოდა“, - აღნიშნულია სტატიაში.ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოვალურ კაბინეტში მომხდარი კამათის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინას შესაძლოა ირიბი მხარდაჭერაც კი შეუწყვიტოს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ოპერაციებს გავაგრძელებთ, თუ დაპირებები არ შესრულდება, ქვას ქვაზე და მხრებზე თავებს არ დავტოვებთ, ვიდრე ბოლო ტერორისტი...

თურქეთი განაახლებს ოპერაციას „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ, თუ დაჯგუფების განიარაღების პროცესი შეფერხდება ან დაპირებები არ შესრულდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.ერდოღანის თქმით, თურქეთი „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ ცეცხლის შეწყვეტისკენ ნაბიჯებს დგამს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის.„ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში თურქეთი არის ყველაზე ძლიერი, ქმედუნარიანი და მდგრადი ქვეყანა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. მოცემული დაპირებები თუ არ შესრულდება და იქნება პროცესის აღმოსავლურ ხრიკებში გადაზრდის მცდელობები, როგორიცაა შეჩერება, გადავადება, მოტყუება, სახელების შეცვლა, ნუ დაგვაბრალებთ, რაც მოხდება. ჩვენ გავაგრძელებთ მიმდინარე ოპერაციებს საჭიროების შემთხვევაში, ქვას ქვაზე და მხრებზე თავებს არ დავტოვებთ, ვიდრე ბოლო ტერორისტი არ განადგურდება“, – განაცხადა ერდოღანმა.დღეს „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“, რომელიც თურქეთის ხელისუფლებას ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.„ქურთების მუშათა პარტიამ“ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც რამდენიმე დღის წინ პატიმრობაში მყოფმა მათმა ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა მხარდამჭერებს განიარაღებისა და თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ 40-წლიანი ბრძოლის დასრულებისკენ მოუწოდა.

ბოლო სიახლეები