კვირა, მარტი 2, 2025

ვლადიმერ გამყრელიძე სარეიტინგო ტურნირის ფინალშია

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს ოთხ წონით კატეგორიაში (79, 92, 97 და 125 კგ) შვიდმა ქართველმა იასპარეზა.

შეჯიბრებაზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ვლადიმერ გამყრელიძე (79კგ). ქართველმა ნახევარფინალში ბაჰრეინის სახელით გამომსვლელი ყურბან საიპუდინოვი 5:3 დაამარცხა და ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ალიკმაევს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალში იჭიდავებს გივი მაჭარაშვილი (125 კგ), ხოლო სოლომონ მანაშვილი (125კგ), დათო ფირუზაშვილი (97კგ) და მირიან მაისურაძე (92კგ) რეპეშაჟში მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 26 თებერვალს ტარიელ გაფრინდაშვილმა (86კგ) ბრინაჯოს მედალი მოიპოვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ემანუელ მაკრონი – ჩემს კოლეგებს თუ სურთ სვლა უფრო დიდი ავტონომიისა და შეკავების შესაძლებლობებისკენ, მაშინ უნდა გავხსნათ დისკუსია და მზად ვარ, ეს მე გავაკეთო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მზად არის ევროპისთვის ბირთვული შეკავების საკითხზე დისკუსიების დასაწყებად. ამის შესახებ მან პორტუგალიურ ტელეკომპანიასთან RTP-თან ინტერვიუში განაცხადა.როგორც მაკრონმა აღნიშნა, თუ ევროპას უნდა უფრო დიდი ავტონომია თავდაცვისა და ბირთვული შეკავების საკითხში, მაშინ მისმა ლიდერებმა უნდა დაიწყონ ამის განხილვა.„ჩემს კოლეგებს თუ სურთ უფრო დიდი ავტონომიისკენ და შეკავების შესაძლებლობებისკენ სვლა, მაშინ ჩვენ უნდა გავხსნათ ეს დისკუსია. ეს არის ღრმად სტრატეგიული საკითხი. ის მოიცავს ძალიან სენსიტიურ და კონფიდენციალურ კომპონენტებს, თუმცა მე მზად ვარ, გავხსნა ეს დისკუსია“, – აღნიშნა მაკრონმა.მისი თქმით, საფრანგეთის ბირთვული დოქტრინა ყოველთვის შეიცავდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების ევროპულ განზომილებას.ამავე ინტერვიუში ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინია, რომელიც მესამე მსოფლიო ომს თამაშობს და არა ვოლოდიმირ ზელენსკი.„თუ ვინმე მესამე მსოფლიო ომს თამაშობს, მისი სახელი ვლადიმირ პუტინია. სწორედ მან დაიწყო აგრესიის ომი სამი წლის წინ და სწორედ მან ჩამოიყვანა 10 ათასი ჩრდილოკორეელი სამხედრო ევროპულ მიწაზე. მან მოიპოვა ირანაული დრონები ევროპულ მიწაზე გამოსაყენებლად, სანაცვლოდ კი ირანს ბირთვულ პროგრამაში დაეხმარა. ეს არის ადამიანი, რომელმაც ეს კავშირები კიდევ უფრო გაზარდა და ჩართო ჩინეთიც, შესაძლოა მის საწინააღმდეგოდ, ორმაგი დანიშნულების მასალებით. ასე რომ, თუკი არსებობს პიროვნება, რომელიც გვემუქრება ბირთვული იარაღით და მესამე მსოფლიო ომს თამაშობს, ნუ ეძებთ მას კიევში, ეძებეთ ის მოსკოვში“, – აღნიშნა მაკრონმა.

ჯონი ხეცურიანმა სარეიტინგო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, დღეს მედლები ორ წონით კატეგორიაში – 63 და 67 კილოგრამებში გათამაშდა.67 კგ-ში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ჯონი ხეცურიანი გახდა – ფინალურ ბლოკში ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ყაზახი მაულკანოვი 7:2 დაამაცხა და საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.63 კგ-ში საქართველოს სახელით ბექა გურულმა იჭიდავა, რომელიც საკვალიფიკაციო რაუნდში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

მაკრონმა უკრაინის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარი გამართა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას და ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს ტელეფონით ესაუბრა.ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.ელისეის სასახლის ცნობით, მოლაპარაკებები ლონდონში ხვალ დაგეგმილი ევროპელი ლიდერების სამიტისთვის, ასევე 6 მარტს დაგეგმილი ევროკავშირის სამიტისთვის მომზადების ნაწილი იყო.

რიჩარდ გრენელი აცხადებს, რომ კაია კალასს აშშ-ში „რეჟიმის ცვლილება სურს“

სპეციალურ მისიებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი რიჩარდ გრენელი აცხადებს, რომ კაია კალასს ამერიკაში „რეჟიმის ცვლილება სურს“.ამის შესახებ რიჩარდ გრენელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.ამგვარად გრენელი გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც, თავისუფალ მსოფლიოს ახალი ლიდერი სჭირდება.თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის კამათის შემდეგ, კაია კალასმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და დაწერა: „დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება“. 

ტრამპმა შესაძლოა უკრაინას მთლიანი დახმარება შეუჩეროს – NYT

აშშ-ის დახმარება უკრაინისთვის, რომელიც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს იყო დაფინანსებული და ნებადართული შესაძლოა მთლიანად შეჩერდეს, - წერს New York Times-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.დახმარებაში შედის საბრძოლო მასალები, აღჭურვილობა, სამხედროების და პილოტების სწავლება-მომზადება, სადაზვერვო მონაცემების მიწოდება, „ქოლ-ცენტრის" განთავსება, რომელიც საერთაშორისო დახმარებას კურირებს აშშ-ის ბაზაზე გერმანიაში.პენტაგონში განაცხადეს, რომ დარჩენილია 3,85 მილიარდი დოლარი იმ თავდაცვის სამინისტროს დანაზოგიდან, რომლის ამოღების უფლება კონგრესმა გასცა. ყოფილმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციიდან განაცხადა, რომ უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში უკრაინა მიიღებს იმ იარაღს, რომელიც მან ამერიკული თავდაცვითი კომპანიებისგან შეიძინა.გამოცემა აღნიშნავს, რომ მთელი ომის განმავლობაში უკრაინა დამოკიდებული იყო აშშ-ის იარაღისგან და ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ იარაღის მიწოდების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.„ცხადია, რომ უკრაინელი ჩინოვნიკები ხვდებოდნენ თუ რა იდო სასწორზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აშშ-ში, და ზელენსკიმ სწრაფად დაიწყო შეთანხმებული კამპანია შემდეგი ამერიკის პრეზიდენტის გულის მოსაგებად იმის იმედად, რომ მისი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდებოდა“, - აღნიშნულია სტატიაში.ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოვალურ კაბინეტში მომხდარი კამათის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინას შესაძლოა ირიბი მხარდაჭერაც კი შეუწყვიტოს.

ბოლო სიახლეები