პარასკევი, ივლისი 4, 2025

„ვიცი, რომ ბექა მალე აღარ მეყოლება, ტანჯვით უნდა დაველოდოთ ამ დღეს”- 26 წლის ბიჭის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მცხოვრები ნინო ნადირაშვილი 26 წლის ავადმყოფი შვილის მკურნალობისათვის თანხის შეგროვებას ცდილობს.

ბექა გრემელაშვილს 12 წელია, კრუნჩხვითი შფოთვითი აშლილობა, პაროქსიზმული ეპიზოდები, რეზისტენტული დეპრესია, აფექტური და ჰისტრიონული აშლილობა აქვს.

დედა ამბობს, რომ შეტევები იმდენად მძიმეა, ავადმყოფი თავს იზიანებს.

ექიმების დასკვნით, ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის გადასარჩენად, დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ მკურნალობაა აუცილებელი, რაც 36000 დოლარი ჯდება.

ანგარიშის ნომრები:

მიმღები Nino Nadirashvili

GE23BG0000000570764498

GE58TB7526445068100005

პირადი ნომერი: 20001059036

Paypal

https://paypal.me/NNadirashvili58?country.x=GE…

ტელეფონის ნომერი +995 500 10 43 59

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკოლოზ სამხარაძე – მოხარული ვარ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა ჩემ მიერ შეტანილ ცვლილებას პორტოს დეკლარაციაში

მოხარული ვარ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა ჩემ მიერ შეტანილ ცვლილებას პორტოს დეკლარაციაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, დეკლარაცია „მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის და უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“.„მოხარული ვარ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა ჩემ მიერ შეტანილ ცვლილებას პორტოს დეკლარაციაში. ის „მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის და უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“, – დაწერა ნიკოლოზ სამხარაძემ.ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა პორტოს დეკლარაციით მოუწოდებს სირიის მთავრობას, „გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“.

რევაზ სოხაძე – მაგისტრალებთან სავაჭრო ობიექტების უკანონო განთავსებაზე ჩვენი მიდგომა მკაცრი იქნება

ავტომაგისტრალების სიახლოვეს სავაჭრო ობიექტების განთავსებასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიდგომა იქნება მაქსიმალურად მკაცრი, რადგან ეს აფერხებს მოძრაობას და არღვევს გადაადგილების უსაფრთხოების პირობებს, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ  წიწამური-მცხეთის მონაკვეთზე მაგისტრალურ გზაზე მოძრაობის გაუმჯობესების სამუშაოების მონახულების შემდეგ განაცხადა.მისივე თქმით, სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან მკაცრ ზომებს მიიღებს.წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის გადასახვევამდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ23-კმ24 მონაკვეთზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების პირობების გასაუმჯობესებლად სამუშაოები უკვე დაიწყო.მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.ავტომაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული სავაჭრო და კვების ობიექტების გამო, ავტომანქანების დგომა-გაჩერება ხშირად იწვევს მოძრაობის შეფერხებას.მოძრაობის ორგანიზების და უსაფრთხოების ხარისხის გასაუმჯობესებლად, საავტომობილო გზების დეპარტამენტში შემუშავდა ობიექტებთან მისასვლელად ერთიანი იზოლირებული შესასვლელისა და გამოსასვლელის მოწყობის პროექტი და უკვე დაიწყო სამუშაოები.სამუშაოები დაახლოებით 2 კმ-იან მონაკვეთზე ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა: შემანელებელი და ამაჩქარებელი ზოლები, ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარები და შესაბამისი საგზაო ნიშნები.იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედება, სამუშაოები შესრულდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკლებად დატვირთულ (მეტწილად ღამის) საათებში.სამუშაოების მიმდინარეობისას, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით პერიოდულად შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლი.სამუშაოების დასრულება სამ თვეში იგეგმება.ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მაგისტრალზე მოძრაობის გადაადგილების გაუმჯობესების სამუშაოებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტი იწყებს აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველა უკანონო ნაგებობის დემონტაჟისთვის კანონით გათვალისწინებულ აქტიურ ღონისძიებებს.

„გთხოვთ, ნუ გავავრცელებთ ცრუ ინფორმაციას…“ – ლიზა ჩიჩუა მიმართვას ავრცელებს

მომღერალი ლიზა ჩიჩუა მიმართვას ავრცელებს და „ინსტაგრამის“ სთორიში წერს:„არ ვარ მეგობრებო ფეხმძიმედ, ასეთი კაბაა. გთხოვთ, ნუ გავავრცელებთ ცრუ ინფორმაციას“.

ირაკლი კობახიძე – დაკავებული პოლიტიკოსების პატიმრობის მიზეზი იყო პარლამენტის, დემოკრატიული სისტემის არაღიარება, მათმა პატრონებმა გააკეთეს ეს, არ შეიყვანეს ისინი პარლამენტში და შეიყვანეს ციხეში

დაკავებული პოლიტიკოსების პატიმრობის მიზეზი იყო მათი მხრიდან პარლამენტის არაღიარება, დემოკრატიული სისტემის არაღიარება და ეს პრინციპი მოქმედებს ყველა ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათმა პატრონებმა გარედან გადაწყვიტეს, რომ ისინი არ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში და უნდა შესულიყვნენ ციხეში.„თავისი არსით, პოლიტიკოსები, რომლებიც ციხეში არიან, ხელისუფლებას არ დაუპატიმრებია. ყველა ვხედავდით, როგორ ვითარდებოდა პროცესები და მათ შორის, ყველა ხედავს იმას, თუ რა იყო მათი პატიმრობის მიზეზი. რეალურად, პატიმრობის მიზეზი იყო მათი მხრიდან პარლამენტის არაღიარება, დემოკრატიული სისტემის არაღიარება და ეს პრინციპი მოქმედებს ყველა ქვეყანაში. თუ პოლიტიკოსი არ აღიარებს დემოკრატიულ სისტემას, რა თქმა უნდა, კონკრეტულ შემთხვევებში, მას შეიძლება, მოუწიოს წასვლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და სწორედ მათმა პატრონებმა გააკეთეს ეს – არ შეიყვანეს პარლამენტში და შეიყვანეს ციხეში. მათ სცადეს, ვა-ბანკზე წავიდნენ, ხედავდით, პრაქტიკულად, ისტერიული კამპანია იწარმოებოდა არჩევნებამდე. მთელი, ასე ვთქვათ, ბიუროკრატია იყო ჩართული ქართულ, დემოკრატიულ არჩევნებში. გამოდიოდნენ რუსთაველის გამზირზე, სცენაზე ადიოდნენ არამარტო პარლამენტარები. უცხოელი პარლამენტარი რომ გამოდის სცენაზე და პოლიტიკური განცხადებებით, საარჩევნო განცხადებებით საუბრობს, ამას არაუშავს. ესეც, რა თქმა უნდა, უხეში ჩარევაა ქართულ დემოკრატიაში, მაგრამ პარლამენტარია და არ მოეთხოვება იმდენი, რამდენიც სხვა პოლიტიკოსს, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრები გამოვიდნენ სცენაზე, რუსთაველის გამზირზე და პირდაპირ საარჩევნო მოწოდებებით მიმართეს რადიკალური ოპოზიციის ამომრჩევლებს. ამის შემდეგ, პირდაპირ ევროკავშირის ელჩი გამოვიდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ამომრჩევლებს მოუწოდა მობილიზებისკენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ. აბსოლუტური ისტერიკა იყო. ამის ლოგიკური გაგრძელებაა ის, რაც ხდება. ვერ შეეგუვნენ იმას, რომ ქართველმა ხალხმა მაინც მხარი დაუჭირა მოქმედ ხელისუფლებას, იმ კურსს, რომელიც ამ ხელისუფლებას ჰქონდა და აქვს აღებული და, საბოლოო ჯამში, ამ ფონზე, გააგრძელეს ეს დელეგიტიმაციის კამპანია. ზუსტად ამ ფონზე, არ შეიყვანეს პარლამენტში საკუთარი მონები, საკუთარი აგენტები და შეიყვანეს ციხეში. მათ გადაწყვიტეს, რომ ისინი, მათი აგენტები, არ მისულიყვნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. მათ მიიღეს ყველა გადაწყვეტილება – პარლამენტში არშეყვანასთან დაკავშირებით უცხოელმა პატრონებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ციხეში შეყვანასთან დაკავშირებითაც უცხოელმა პატრონებმა მიიღეს გადაწყვეტილება. მათ რომ ეთქვათ, ეს პოლიტიკოსები შევიდოდნენ პარლამენტში, არც ბოიკოტირება მოუწევდათ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის, არც ციხეში შესვლა მოუწევდათ, მაგრამ გარედან პატრონებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი არ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში და უნდა შესულიყვნენ ციხეში. ესეც ისტერიკის გამოვლინებაა, არაფერში აწყობდათ ეს ყველაფერი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა“, – განაცხადა პრემიერმა.

კონგრესმა დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის კონგრესმა დონალდ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტი მიიღო. კანონპროექტს მხარი 218-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 214 წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის წინააღმდეგ მხოლოდ ორმა რესპუბლიკელმა მისცა ხმა.დემოკრატიული პარტიის ყველა წევრმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.ახლა კანონპროექტი დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.შეგახსენებთ, ტრამპმა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ კონგრესს 4 ივლისამდე მისცა ვადა, რათა მისთვის ხელმოსაწერად კანონპროექტის საბოლოო ვერსია გაეგზავნა. კანონპროექტი ითვალისწინებს დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, 2017 წელს მიღებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას, ასევე თავდაცვის სფეროსა და უსაბუთო მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დამატებით დაფინანსებას.კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის ლიმიტის ოთხი ტრილიონი დოლარით გაზრდას. აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მონაცემებით, სახელმწიფო ვალი ამჟამად 36 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

ბოლო სიახლეები