ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024

ვიქტორ სანიკიძემ შვილი მონათლა – პატარა სანის ნათლიები ბერა და გიორგი ამილახვარი არიან – ფოტოები

„ქართული ოცნების” დეპუტატმა და ცნობილმა კალათბურთელმა, ვიქტორ სანიკიძემ შვილი მონათლა.

ნათლობის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, მაია ბიწაძე ავრცელებს.

როგორც ნათლობის კადრებში ჩანს პატარა სანი „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მონათლეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

VIDEO: „მამიკომ პირველად აგიყვანათ ხელში, თქვენ თვალწინ გაიზრდებიან ეს ბავშვები…“ – გარდაცვლილი მშობიარის მეუღლე ახალ კადრებს აქვეყნებს

გარდაცვლილი მშობიარე ქალის, შორენა ონიანის ქმარი გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში ტყუპი შვილის კადრებს აქვეყნებს - მამამ ახალშობილების ნახვა და მათი ხელში აყვანა შეძლო. „მამიკომ პირველად აგიყვანათ ხელში... დედასაც აეყვანეთ... როგორ მენანება შორე... თქვენ თვალწინ გაიზრდებიან ეს ბავშვები, ყველას აინტერესებს, ბევრი დაგვიდგა გვერდით,“ - წერს ახალბედა მამა. ნახეთ ემოციური კადრები ↓  

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე სამართალდამცველებს მოუწოდებდა, გაეხსნათ გზა და გაეტარებინათ ავტომობილი, რომელზეც, მისი თქმით, ღამის გასათევად ინვენტარი იყო განთავსებული. სამართალდამცველები აცხადებდნენ, რომ რუსთაველის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე იყო შეზღუდული, რადგანაც ადგილზე ფეხით გადაადგილდებიან მოქალაქეები. ფიზიკური დაპირისპირების დროს მედიის წარმომადგენლებიც დაშავდნენ. დაპირისპირების შედეგად აქციის მონაწილეებმა კორდონის გარღვევა და ავტომობილის გატარება მაინც მოახერხეს. აქციის მონაწილეებისა და ლიდერების ნაწილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს

აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, კარვები გაშალეს. პროტესტმა პარლამენტის წინ უკვე გადაინაცვლა. თბილისში რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. მანამდე, ცოტა ხნით ადრე, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ საქართველოს პარლამენტის შენობასთან მისასვლელად. პოლიციამ მოედანზე შეზღუდა ავტომობილებით გადაადგილება მათ შორის აქციის მონაწილეებისთვისაც და უთხრა, რომ შეეძლოთ ამ ადგილიდან ფეხით გაეგრძელებინათ გზა. პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვას უკმაყოფილება მოყვა. შელაპარაკების და სკანდირების შემდეგ აქციის მონაწილეები ფეხით დაიძრნენ - ისინი საქართველოს პარლამენტთან აპირებენ ღამის გათევას. საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებული არიან პოლიციელები. საპროტესტო აქცია რუსთაველზე იმართება მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომის გასაპროტესტებლად, რომელიც 25 ნოემბერს, დღის 12 საათზეა დაგეგმილი.

ადამიანებთან მაქსიმალურად ჰუმანური და ადამიანური დამოკიდებულების ჭრილში წყვეტს შსს ძალიან ბევრ საკითხს – დავით მათიკაშვილი

ადამიანებთან მაქსიმალურად ჰუმანური და ადამიანური დამოკიდებულების ჭრილში წყვეტს შსს ძალიან ბევრ საკითხს, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი. „როდესაც შსს-ს აქვს მის არსენალში კანონმდებლობით მინიჭებული სხვადასხვა საშუალებები ასეთ სიტუაციებში (აქციების) შეუძლიათ, რომ გამოიყენონ უფრო მძიმე საშუალებები იმისთვის, რომ აღადგინონ წესრიგი. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ ისინი ამას არ აკეთებენ და ცდილობენ მაქსიმალურად რბილად, მაქსიმალურად ბევრი გაფრთხილებით, ადამიანების არა დაშლით, არამედ განრიდებით იმ კონკრეტული ეპიცენტრიდან მოახდინონ სიტუაციის დამშვიდება“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

რეგლამენტში გაწერილია, თუ რა ხდება პირველი დღეს პარლამენტში, 150 პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, პარლამენტის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევა, კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა და კომიტეტების...

25 ნოემბერს პარლამენტი შეიკრიბება და ცნობს უფლებამოსილებას. პირველი დღე გაწერილია თავად რეგლამენტში, თუ რა ხდება ამ დღეს. ეს არის 150 პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევა, კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა და კომიტეტების ფორმირება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა.“ „სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს კონსტიტუციას, რომ არ ნიშნავს პარლამენტის სხდომას, თუმცა კონსტიტუცია ითვალისწინებს ასეთ გარემოებასაც და ამბობს, რომ პარლამენტი მე-10 დღეს ყველა შემთხვევაში მართავს სხდომას და ასეც მოხდება ხვალ. მე უკვე მოვიწვიე საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები პირველ სხდომაზე დასასწრებად. რაც შეეხება დიპლომატიურ კორპუსს, ისინი მოწვეული არ არიან. ვნახეთ სამწუხარო გარე ჩარევები ამ წინასაარჩევნო პროცესში და მნიშვნელოვანია ამ მხრივ, რომ ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გააცნობიეროს, რომ ეს არ არჩევნები არ არის საერთაშორისო მოვლენა, ეს არის შიდასახელმწიფოებრივი საკითხი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მან ახლად არჩეულ პარლამენტში ოპოზიციის შესვლის თემაზეც ისაუბრა. „ან უარი თქვან მანდატებზე და ამით დაინგრიონ საკუთარი თავი და პოლიტიკური გუნდი, ან არ თქვან უარი საკუთარ მანდატებზე და ამით დაიმცირონ თავი, ვინაიდან მათ ისევე როგორც სხვა დროს, ხმამაღლა დადეს პირობა, რომ მანდატებზე უარს იტყოდნენ. თუ აღმოჩნდება, რომ ისინი ამ შემთხვევაში თავის მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოატყუებენ, ეს რა თქმა უნდა იქნება ის ტყუილი, რომელსაც მისი მხარდამჭერებიც აღარ აპატიებენ", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. მან ოპოზიციის აქციაზე ევროპელი პოლიტიკოსების გამოსვლაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა იყო. „ევროპელი პოლიტიკოსების გამოსვლა ანტისახელმწიფოებრივ მიტინგზე, სხვა არაფერია თუ არა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რაც აკრძალულია გაეროს წესდებით. ჩვენ ვნახეთ, რომ იყო პირდაპირი მოწოდებები მათ შორის შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლისგან, რომ არ იყო საკმარისი მუხტი და საჭირო იყო მაიდანის სცენარის გახსენება. ევროკავშირს აქვს დიპლომატიური მისია საქართველოში, რომელიც დიპლომატიურიც არის, პოლიტიკურიც, ტექნიკურიც და ყველანაირი. თუ რაიმე სჭირდებათ დამატებითი ცნობა, ინფორმაცია, ან შეფასება, მათ ამისთვის აქვთ დიპლომატიური მისია და შეუძლია მისი მეშვეობით ნებისმიერ საკითხზე ინფორმაცია მიიღოს", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა აქვე პარლამენტის რეგლამენტით გაწერილი პროცედურა განმარტა. „პირველივე კვირაში ჩვენ განვიხილავთ მთავრობის შემადგენლობას და ნდობას გამოვუცხადებთ მთავრობას, ასევე პირველივე კვირას ჩვენ ჩავნიშნავთ პრეზიდენტის არჩევის დღეს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია წელს პირველად იქნება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ, რომელიც შედგება 150 დეპუტატისგან, ასევე აფხაზეთის და აჭარის უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებისგან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან. ჯამში 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს პრეზიდენტს. პარლამენტის მუშაობისთვის ხელის შეშლა და მისი ბლოკირება აკრძალულია, ყველას შევახსენებ კიდევ ერთხელ. რომ მოხდეს ბლოკირება საქართველოს პარლამენტის, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ვისაც სურს პროტესტის გამოთქმა, ეს რა თქმა უნდა მათი ნებაა ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და მათ ამის სრული უფლება აქვთ, თუმცა ძალადობა არც ქართული კანონმდებლობით არის დაშვებული და ევროპულ ღირებულებებსაც ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები