ძლიერი ადამიანები ქმნიან მშვიდობას, სუსტები – ომს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
ორბანი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას ეხმაურება და ტრამპს მადლობას უხდის.
როგორც ორბანი აღნიშნავს, დონალდ ტრამპმა მამაცურად დაიცვა მშვიდობა.
„ძლიერი ადამიანები ქმნიან მშვიდობას, სუსტები – ომს. დღეს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მამაცურად დაიცვა მშვიდობა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა ეს რთულად მოინელა. მადლობა ბატონო პრეზიდენტო“, – წერს ორბანი.