„მშვიდობის მარშზე“ ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერის ათობით ათასი მომხრე გამოვიდა. პრემიერ- მინისტრის მხარდაჭერასთან ერთად, აქციის მონაწილეებმა უკრაინის მხრიდან უნგრეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობა და მილსადენ „დრუჟბის“ დაბლოკვით მანიპულირება გააპროტესტეს. წინასაარჩევნო აქციაზე სიტყვით ვიქტორ ორბანიც გამოვიდა.
„წინ 28 რთული დღე გვაქვს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რათა შევინარჩუნოთ ანტისაომარი ალიანსი. აპრილის არჩევნების შემდეგ, ქვეყანას არა მღელვარება, არამედ სიმშვიდე, თავდაჯერებული ლიდერი, ნათელი გონება, საიმედო ხელი, სტრატეგიული სიმშვიდე და გამოცდილება სჭირდება და ეს ყველაფერი ჩვენ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ქვეყანას მშვიდობა და უსაფრთხოება შევუნარჩუნოთ. ჩვენ ისეთი დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რომ ბრიუსელმა და კიევმა მხოლოდ თვალის დახამხამება შეძლონ“, – განაცხადა მან.

