უნგრეთში ტირანიის ეპოქა დაიწყო, – ამის შესახებ უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ვიქტორ ორბანმა განცხადება მას შემდეგ გავრცელა, რაც მისმა პარტია „ფიდესმა“ გამოაცხადა, რომ პროკურორებმა პარტიის ოფისებში, სადაც ინტერნეტ სერვერებია განთავსებული, ჩხრეკა ჩაატარეს.
პროკურატურის განცხადებით, ჩხრეკა ვიქტორ ორბანის მმართველობის დროს ეროვნული კულტურის ფონდში „თანხების მითვისებასა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულებთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას შეეხება.
ორბანის თქმით, „უნგრეთი დემოკრატიულ სახელმწიფოს აღარ წარმოადგენს“ მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის მთავრობამ საკონსტიტუციო შესწორება მიიღო, რომლითაც პრეზიდენტის ტომაშ შუიოკის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეაჩერა.
„მსგავსი მეთოდებით შექმნილი პოლიტიკური სისტემა არალეგიტიმურია. „ფიდესი“ ყველა მშვიდობიან საშუალებას მიმართავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ“, – განაცხადა ორბანმა.

