ხუთშაბათი, დეკემბერი 11, 2025

ვის არ ემუქრება “წითელა” და რატომ არის ის სხვა “ბატონებზე” უფრო მძიმე დაავადება

საქართველოში წითელას შემთხვევებმა იმატა. ეს საკმაოდ მძიმე ინფექციური დაავადებაა, რის გამოც აცრების ეროვნულ კალენდარშია შეტანილი. სამაგიეროდ, ამ ქვეყანაში ბევრია ამ დაავადებაზე აუცრელი მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ინფექციის გავრცელების მაღალ რისკს ქმნიან. ამ დაავადების შესახებ ეპიდემიოლოგი პაატა იმნაძე საუბრობს.
–  რატომ ითვლება “წითელა” უფრო რთულ დაავადებად, ვიდრე “ჩუტყვავილა” ან თუნდაც “ქუნთრუშა”?

-“წითელას” გაცილებით მძიმე მიმდინარეობა აქვს, ვიდრე “ჩუტყვავილას” თუ “ქუნთრუშას”… საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის უფრო მეტად სახიფათოა, ეპიდემიური გართულება შეიძლება გამოიწვიოს,… ეს არის ყველაზე ადვილად გადამდები დაავადებაა, რაც კი არსებობს მსოფლიოში. ხალხით სავსე ოთახში

 წითელას მატარებელმა ადამიანმა რომ კარი შეაღოს და უბრალოდ შეიხედოს,  ერთი-ორი ჩასუნთქვაც საკმარისი იქნება, ოთახში მყოფ ადამიანების დასასნებოვნებლად. დაავადდებიან ისინი, ვინც აუცრელია და დაავადება გადატანილი არ აქვს.
–  რატომ გავრცელდა ისევ “წითელა”, ბავშვები ხომ გეგმიური კალენდრის მიხედვით იცრებიან?

–  დიახ იცრებიან, მაგრამ მხოლოდ ბავშვების აცრა შეიძლება არ იყოს საკმარისი. პირველი აცრა მოსახლეობის 95 პროცენტმა ჩაიტარა, მეორე აცრა 90 პროცენტზე ნაკლებმა. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ბავშვების რაღაც ნაწილიც არ არის იმუნური… ყველაზე დიდი პრობლემა არის 25 წლიდან 30 წლამდე მოსახლეობა,
რომლებიც არ არიან აცრილი… ისინი ამ ასაკში აჩენენ ბავშვებს და ბავშვი თანდაყოლილი იმუნიტეტის

გარეშე იბადება. ბავშვ ერთი წლის ასაკში იცრება, მანამდე კი შეიძლება დაავადდეს.  წლამდე ბავშვებში წითელა ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. ამიტომაც დედა აუცილებლად იმუნური უნდა იყოს, როცა ბავშვს აჩენს! სანამ დააპირებს ბავშვის გაჩენას, მანამადე უნდა აიცრას, თორემ ძალიან საშიშია ნაყოფისთვის. ორსულობაში თუ ქალს “წითელა” შეხვდა, ნაყოფს ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება!
–  როდის იყო ბოლოს საქართველოში “წითელას” ეპიდემია და რა შედეგით დასრულდა?

–  ბოლოს იყო 2004-2005 წელს და შემდეგ 2013-2014 წლებში. პირველ ეპიდემიაზე დაახლოებით 9 000 შემთხვევა გამოვლინდა, მომდევნო ეპიდემიაზე 11 000 ავადმყოფი გვყავდა. პირველ ეპიდემიაზე 9 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ოფიციალურადაა დადასტურებული. მეორეზე 4 გარდაცვლილი გვყავს. გარდა ამისა უნდა გავითვალისწინოთ, რომ “წითელა”, რომელიც ჩვილობაში ხვდება ბავშვს, შეიძლება ურთულესი გართულებები წლების შემდეგ გამოუვლინდეს. აბსოლუტურად განუკურნებელი დაავადებებით, რომელსაც სასიკვდილო შედეგი მოსდევს…
–  აცრა უფასოა ზრდასრულთათვის?

–  დიახ, 40 წამდე ასაკისთვის ყველასთვის უფასოა! 40 წელს ზევით უიშვიათესი შემთხვევაა ადამიანს “წითელა” შეხვდეს. 60 წლის ვარ და მე არ მინახავს ვინმეს “წითელა” შეხვედრდეს 40 წელს ზევით. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ მოსახლეობას, რომ ოჯახში თუ ორსულია, დანარჩენებმა მაინც აიცრან ოჯახში, რადგან ორსულის აცრა არ შეიძლება! ორსული რომ დავიცვათ, ირგვლივ ყველა აცრილი უნდა იყოს, რათა მას “წითელა” არ გადავდოთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – აგენტურა, რადიკალური ფრთა, რომელიც იმართება კონკრეტული ბიუროკრატიით, სასაცილო მდგომარეობაშია

აგენტურა, რადიკალური ფრთა, რომელიც იმართება კონკრეტული ბიუროკრატიით, სასაცილო მდგომარეობაშია. კითხვას დასვამს ნებისმიერი ნეიტრალური მოქალაქე ან ექსპერტი, ახლა ეს ადამიანები სად დგანან? ამერიკის გვერდზე  თუ  ევროპული ბიუროკრატიის, ვისგანაც იმართებიან? – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტზე საუბრისას.პრეზიდენტის თქმით, საქართველოში უნდა დასრულდეს ვინმეზე დამოკიდებულის პოლიტიკა.„რასაც ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ვსაუბრობდით, იმაზე მკაცრად საუბრობს ამერიკის არსებული ადმინისტრაცია, თავისი პრეზიდენტით. საუბარი როცაა , რას ნიშნავს პროდასავლური? რომელია დასავლეთი, როგორ განვსაზღვროთ, ვისზე ვიყოთ დამოკიდებული? ეს პოლიტიკა უნდა დამთავრდეს საქართველოში, ვინმეზე დამოკიდებულების, და ეს ნელ-ნელა მილევადია. სიტყვასაც ვერ ძრავენ. ხომ შეიძლება, რომელიმე გამოვიდეს.  მე მაინტერესებს, ვინმე გაბედავს ტრამპის კრიტიკას?! ერთი-ორი აქტივისტის ფეისბუქპოსტზე თუ წავიკითხე რაღაც კრიტიკული, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპის მიმართ რომ ასეთი დამოკიდებულებაა. დანარჩენი პოლიტიკური პარტიები, აქტორები, ვინც არიან წარმოჩენილი და ვინც თვლიან, რომ ისინი მზად არიან ხელისუფლების ჩასაბარებლად, ჩემი წინამორბედი, გაბედონ, აბა, სად დგანან ახლა – ევროპული ბიუროკრატიის გვერდით  თუ იმ დოკუმენტის გვერდზე, რომელიც აშშ-ის დღევანდელი მმართველი ადმინისტრაციის მიერ არის შექმნილი?! ეს ხომ ერთი და იგივე არ არის? ეს ხომ განსხვავებულია. რა პროდასავლობაზეა საუბარი? ვინ დაარქვა ამათ პროდასავლური ძალა? ესეც ხომ მითია, როგორც რუსული  კანონზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ნიკა ობოლაძე- თუ ვამბოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, მაშინ გამოვიდეს და შეიწყალოს პოლიტიკური პატიმრები. ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, რეალობის აღქმა გვიჭირს...

„თუ ქმედება ის არის, რომ ვამბობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, ეგრე მაშინ რომელიმე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი არის ლეგიტიმური პრემიერი. ან მაშინ სალომე ზურაბიშვილი გამოვიდეს და შეიწყალოს პოლიტიკური პატიმრები, ან პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტი გამოსცეს“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ნიკა ობოლაძემ გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ ისაუბრა.მისივე განცხადებით ოპოზიცია ძალიან რთულ სიტუაციაშია და რეალობის აღქმა უჭირს. „ჩვენ გადავეშვით იქ, საიდანაც უბრალოდ გვიჭირს შემოტრიალება. ჩვენ ვართ ძალიან რთულ სიტუაციაში და რეალობის აღქმა გვიჭირს. და რეალობა არის ის, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არის ქმედითი, ფაქტობრივი და ქმედითი ხელისუფლება. ერთი მხრივ ოპოზიცია აკრიტიკებდეს ერთმანეთს და ამბობდეს, რომ შეუძლებელია ამათ მოიგონ და მაგალითად, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამბობდა, რომ შეუძლებელია ხაზარაძემ მოიგოს და ის სათამაშო პარლამენტს გვთავაზობდა. რატომ იყო ის სათამაშო პარლამენტი, თუ არჩევნები 2024 წელს ოპოზიციამ მოიგო. მაშინ ის იყო ლეგიტიმური პარლამენტი. რატომ ვაკრიტიკებთ ოპოზიციის ლიდერებს ან პოლიტიკურ პარტიებს, ამ ხალხმა თუ მოიგო 2024 წლის არჩევნები, მაშინ არიან ქმედითები, მაშინ ყველაფერი ისე უნდა იყოს იმიტომ, რომ ეს ხალხი არის ლეგიტიმური და არჩევნებს იგებს, ან რაღაც სხვანაირად არის“-განაცხადა ობოლაძემ.

ურსულა ფონ დერ ლაიენის მხარდამჭერმა პოლიტიკურმა ძალებმა ევროპის კოლეჯსა და ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურში კორუფციული სკანდალის შესახებ დებატების მოთხოვნა დაბლოკეს

ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის მხარდამჭერმა მთავარმა პოლიტიკურმა ძალებმა ევროპის კოლეჯსა და ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურში კორუფციული სკანდალის შესახებ დებატების მოთხოვნა დაბლოკეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეურაქტივი“ ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე, ულტრამემარჯვენეების მცდელობა, კორუფციული სკანდალის თემა მომავალ კვირას სტრასბურგში პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეეტანა, ჩაიშალა.გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „პატრიოტები ევროპისთვის“ ინიციატივას მხარი ულტრამემარჯვენე „სუვერენული ერების ევროპის ჯგუფმა“ დაუჭირა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გამოძიების შესახებ დებატები დღის წესრიგში დაეყენებინათ.„ევროპელები იმსახურებენ, იცოდნენ სიმართლე ევროკავშირის ინსტიტუტებში კორუფციული სკანდალების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება ევროკავშირის სახსრები პოლიტიკური ან იდეოლოგიური ინტერესებისთვის“, – აცხადებს უნგრელი ევროპარლამენტარი კინგა გალი, რომელიც შეხვედრაზე „პატრიოტებს“ წარმოადგენდა.

მიხეილ ყაველაშვილი – სახელმწიფო სწორ გზაზე დგას, ქვეყანა ვითარდება, ეს არის რეალობა და ის არარეალობა, რაშიც აქტივისტებს აცხოვრებენ

სახელმწიფო სწორ გზაზე დგას და ვინც ამას ხედავს, ის აუცილებლად ჩადგება ამ პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, საქართველო ვითარდება, ეს რეალობაა და ამას ვერავინ უარყოფს.„სახელმწიფო სწორ გზაზე დგას და ვინც ამას ხედავს, ის აუცილებლად ჩადგება ამ პროცესში. ჩამდგარიც არის, ხორციელდება ეს პროცესი და ვითარდება ქვეყანა. კვირა და თვე არ გავა შეფასებები არ ხდებოდეს სხვადასხვა მიმართულებებით: კორუფციასთან ბრძოლა იქნება, გამჭვირვალობის თემა, ადამიანის უფლებები, სასამართლო სისტემა, ეკონომიკური საკითხი. ეს ხომ ფაქტებია, ამას ვინ უარყოფს, ვერავინ! ქვეყანა ვითარდება, ეს არის რეალობა და ის არარეალობა, რაშიც მათ აცხოვრებენ და ყოველდღე რაღაც დღეებს რომ ითვლიან და რას აპროტესტებენ? – სად არიან ეს პროდასავლელები? ტრამპისკენ არიან თუ ევრობიუროკრატიისკენ?“, – განაცხადა  მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენთვის ევროპა დღევანდელი ევროკავშირის ბიუროკრატია არ არის, ევროპა სხვა ღირებულებაა, სწორედ ამის დაკარგვის საშიშროებაზე საუბრობს აშშ

ბოლო პერიოდის ყველაზე რეზონანსული საკითხია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელმაც სხვადასხვა მიმართულებით აბსოლუტურად განსხვავებული ხედვები წარმოადგინა, და ჩვენთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ იმაზე, რასაც ამ ბოლო წლების მანძილზე ჩვენ მივუთითებდით, ვთხოვდით ევროპულ ბიუროკრატიას, უფრო მკაცრად არის მოწოდება ევროკავშირისკენ, რომ ის თუ ასე გააგრძელებს – პირდაპირ არის ეს სიტყვები – ევროპას ემუქრება გაქრობა, ევროპულ ღირებულებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ განაცხადა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დოკუმენტში წარმოდგენილია ის თემები, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოსა და აშშ-ის ინტერესები თანხვედრაშია.„ევროპულ ბიუროკრატიას საკმაოდ რთული პერიოდი უდგას. ჩამოთვლილია საკითხები: პოლიტიკური კრიზისი, მიგრაციის თემა, იდენტობის საკითხი, ეროვნული ინტერესები, რაც მთავარია, ეკონომიკა, რომელიც 90-იანი წლების შემდეგ 25%-დან 14%-ზე  ჩამოვიდა, მთავრობის კრიზისები, ხალხის მიერ პოლიტიკოსების ლეგიტიმაცია და ბევრი კომპონენტი, რომელიც საკმაოდ საგანგაშოა. აბსოლუტურად განსხვავებული ხედვით არის წარმოდგენილი რუსეთი, ჩინეთთან ურთიერთობაც განსხვავებულადაა. რამდენიმე წლის წინ ჩვენ დავიწყეთ ეროვნულ ინტერესზე, საკუთარ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება – ზუსტად იგივე მოცემულობებია ამერიკის თვალსაზრისით. შიდა პოლიტიკის თემები, ინდუსტრიალიზაცია, კრიმინალთან ბრძოლა, ეროვნული ინტერესი, ეკონომიკის საკითხები – ეს ის თემებია, რაშიც ჩვენ თანხვედრაში ვართ“, –  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.მისივე თქმით,  აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტი არ არის სპონტანური მიმართვა ევროკავშირის მიმართ, არამედ დოკუმენტში წარმოდგენილია ის, თუ რა პრობლემის წინაშეა, ამერიკის დღევანდელი შეხედულებით, ევროკავშირი.„ჩვენთვის ევროპა დღევანდელი ევროკავშირის ბიუროკრატია არ არის. ევროპა განსხვავებულია, ევროპა სხვა ღირებულებაა და სწორედ ამის დაკარგვის საშიშროებაზე საუბრობს ამ დოკუმენტში აშშ. ასეთი მკაცრები ჩვენ არ ვყოფილვართ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ბოლო სიახლეები