ორშაბათი, სექტემბერი 29, 2025

ვინ არის გია სურამელაშვილი შვილი და როგორია მისი ცხოვრება შვედეთში

გია სურამელაშვილს მალე 56 წელი შეუსრულდება და, ბოლო სამი ათწლეულია, პოპულარობა არასდროს დაუკარგავს. 90-იან წლებში მის კონცერტებზე უამრავი ადამიანი იკრიბებოდა. ქალებში პოპულარულ ახალგაზრდა მომღერალს ხშირად სთხოვდნენ ავტოგრაფს და მასთან მიახლოებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ.

ვინ იყო გია სურამელაშვილის ცოლი?

ამ პოპულარობის ფონზე, გია სურამელაშვილმა ცოლად მაია კვესელავა შეირთო, თუმცა ეს ქორწინება წარმატებული არ აღმოჩნდა. გიასა და მაიას ერთი შვილი, ნუგო შეეძინათ, თუმცა ერთმანეთს დაშორდნენ, ბავშვის აღზრდა კი გიას და მის ოჯახს დაეკისრა.

გია სურამელაშვილის შვილი „ყურადღებიანი მამა იყო, ბევრ საჩუქარს მიკეთებდა ყოველთვის. ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობა გვქონდა. მამები შვილების მიმართ, ალბათ, ყოველთვის მკაცრები არიან, მამის პოზიცია ეჭირა. თუ გაბრაზდებოდა, მაქსიმუმ ორი დღის მანძილზე ფული არ მოეცა, სულ ეს იყო. მე მუსიკალური მონაცემები არ მაქვს, არასდროს მიცდია სიმღერა“, – ამბობდა ნუგო სურამელაშვილი მამის შესახებ.

„კარგი მამა ვიყავი, სასწაული. მე ვიყავი ყველაფერი მის ცხოვრებაში და ის ჩემთვის იყო ყველაფერი. კონცერტები მომიხსნია მის გამო. სცენიდან გამოვრბოდი, რომ დამეძინებინა. მკაცრიც ვიყავი. მეშინოდა, თამამი ბავშვი იყო, დაგვიანება უყვარდა, განებივრებული იყო, კერპივით გვყავს ოჯახში და ყველა ვნერვიულობდით“, – იხსენებდა გია სურამელაშვილი.

ნუგო სურამელაშვილი მეუღლესთან, სოფოსთან და შვილთან, ლიკასთან ერთად უკვე რამდენიმე წელია, რაც შვედეთში ცხოვრობს: „აქ პატარ-პატარა ბიზნესები გვაქვს, მალე საქართველოშიც ვაპირებთ ჩვენი ბიზნესის დაწყებას“, – ამბობდა ნუგო.

ნუგო სურამელაშვილი, მამისგან განსხვავებით, კამერებთან იშვიათად ჩნდება. სულ რამდენჯერმე დათანხმდა ინტერვიუსა და საჯარო გამოჩენას. “გიასთან მეგობრული ურთიერთობა არასდროს მქონდა. მე სხვა სფეროში ვარ, გია – სხვა სფეროში. სალაპარაკო თემა არ გვქონდა, ვერ ვთანხმდებოდით. როგორც მამა-შვილს, კონფლიქტი გვქონია. ბოლოს გია სულ გადატვირთული იყო, ხშირად მეც არ ვიყავი საქართველოში. პატიმრობიდან რომ გავთავისუფლდი და ცოლი მოვიყვანე, მერე უფრო დავახლოვდით. გიაც არაფერს მიყვება და მეც არ დავინტერესებულვარ მისი პირადით”, – ამბობდა ის ცნობილი მამის შესახებ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საფრთხე ბუშტებში – „მომხმარებელთა უფლებების ცენტრი“ მოსახლეობას აფრთხილებს

„ბუშტის რეზინში კიბოს გამომწევევი ნივთიერებები გამოვლინდა" - ინფორმაციას ორგანიზაცია "მომხმარებელთა უფლებების ცენტრი" ავრცელებს.მათივე ცნობით, პროდუქტი, რომელიც ონლაინ იყიდებოდა, უკვე ამოღებულია ბაზრიდან.„საფრთხე ბუშტებში!ბუშტების რეზინში აღმოჩენილია ნიტროზამინები – ქიმიკატები, რომლებიც კიბოს რისკს ზრდის.აღნიშნული ნივთიერება საშიშია, რადგან ბავშვი ბუშტს პირში იდებს ან ხელით ხშირად ეხება.ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემამ (Safety Gate) გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ აღნიშნული პროდუქტი არ შეესაბამება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.წარმოება: ჩინეთი;პროდუქტი იყიდებოდა ონლაინ;უკვე ამოღებულია ბაზრიდან.გირჩევთ, შეამოწმოთ ბუშტების ეტიკეტები და თუ პროდუქტი აღნიშნულ კატეგორიაშია, მოერიდოთ მისი გამოყენებას ბავშვებთან.დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემა: Safety Gate: Alert 10096034" - ნათქვამია „მომხმარებელთა უფლებების ცენტრის“ ინფორმაციაში.

მერაბ დვალიშვილი – კორი სენდჰეგენი ძლიერი მეტოქეა, ხშირად იცვლის პოზიციას და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს

UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა SHAK MMA-სთან ინტერვიუში მოახლოებული საჩემპიონო ბრძოლის შესახებ ისაუბრა, რომელსაც 5 ოქტომბერს ამერიკელ კორი სენდჰეგენთან ჩაატარებს.„კორი სენდჰეგენი ძლიერი მეტოქეა – ხშირად იცვლის პოზიციას, ფიზიკურად გამძლეა და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მომწონს მისი თავდაჯერებულობა და ვიცი, მძიმე შეხვედრა მელოდება, ასეთ დროს კი ყოველთვის მაქსიმუმს ვაჩვენებ.სენდჰეგენს სურს, დამანოკაუტოს, ქამარი წამართვას და კარიერაც დამიმსხვრიოს, მაგრამ ამის საშუალებას არ მივცემ. ახლა ის ჩემი მოწინააღმდეგეა და ტიტულის დათმობას არ ვაპირებ. ვგეგმავ, დარტყმებში ჩავერთო და სწორედ ამ კომპონენტზე გავაკეთო აქცენტი. მჯერა, რომ ორთაბრძოლის დიდი ნაწილი დგომში წარიმართება და ამაზე ბევრი ვიმუშავე“, – განაცხადა დვალიშვილმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – „ჰამასი“ თუ არ დათანხმდება დონალდ ტრამპის გეგმას, მაშინ ისრაელი საქმეს ბოლომდე მიიყვანს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თუ „ჰამასი“ არ დათანხმდება დონალდ ტრამპის გეგმას, მაშინ ისრაელი საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ის ტრამპის ღაზის სამშვიდობო გეგმას მხარს უჭერს.„მჯერა, რომ დღეს ღაზაში ომის დასრულებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ. ვფიქრობ, დღეს ახლო აღმოსავლეთში და მის მიღმა, მშვიდობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ვქმნით.თუ ჰამასი უარყოფს თქვენს შეთანხმებას,პრეზიდენტო ან თითქოს დათანხმდებიან და შემდეგ მის საწინააღმდეგოდ ყველაფერს გააკეთებენ, მაშინ ისრაელი საქმეს თავად მიიყვანს ბოლომდე.ეს შეიძლება მარტივი ან რთული გზით გაკეთდეს“, – თქვა ნეთანიაჰუმ.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი მის მიერ წარდგენილ სამშვიდობო გეგმას დათანხმდა

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი მის მიერ წარდგენილ სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს გეგმაზე დათანხმებისთვის და იმ ნდობისთვის, რომ თუ ერთად ვიმუშავებთ, შეგვიძლია დავასრულოთ სიკვდილი და განადგურება, რომელსაც ვხედავთ მრავალი წლის, ათწლეულების, თუნდაც საუკუნეების განმავლობაში, და დავიწყოთ უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის ახალი თავი მთელი რეგიონისთვის”, – განაცხადა ტრამპმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰამასი უნდა დაეთანხმოს შეთანხმებას. “როგორც გავიგე „ჰამასსაც“ სურს ამის გაკეთება“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ „ჰამასი“ უარს იტყვის ისრაელს ექნება შეერთებული შტატების მხარდაჭერა სამხედრო კამპანიის გასაგრძელებლად.ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მისი 20-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტისა და ომის შემდგომი მმართველობის გეგმა ღაზაში მცხოვრები ხალხისთვის უკვე განიხილა მსოფლიო ლიდერებთან.ქვეყნებს შორის იყვნენ საუდის არაბეთი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერები.„ესენი არიან ის ადამიანები, ვისთანაც ვმუშაობდით, რომლებიც რეალურად ძალიან ჩართულნი იყვნენ ამ მოლაპარაკებებში, გვთავაზობდნენ იდეებს, იმას რასთანაც შეუძლიათ ცხოვრება, იმას რასთანაც არ შეუძლიათ ცხოვრება – საკმაოდ კომპლექსური“, – თქვა ტრამპმა.

კახა კალაძე – მნიშვნელოვანი დღეა გლდანისთვის, იხსნება იუსტიციის სახლის ფილიალი, სადაც შესაძლებელი იქნება 500-მდე სახელმწიფო სერვისის მიღება

გლდანში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 500-მდე სერვისს თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის.იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასთან ერთად დაესწრო.„მართლაც მნიშვნელოვანი დღეა გლდანისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რადგან ამ რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება, სადაც ყოველდღიურად შესაძლებელი იქნება 500-მდე სახელმწიფო სერვისის მიღება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ადგილობრივებს მუნიციპალური სერვისების მიღება გლდანის რაიონის გამგეობაში შეუძლიათ. გუშინ გვქონდა შესაძლებლობა, რაიონში გაგვეხსნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული სივრცე გლდანის ტბის გარშემო, დღეს კი საშუალება მქონდა, ახალი საბავშვო ბაღი გამეხსნა ზაჰესში. დღესვე იხსნება იუსტიციის სახლი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება პირველი და ბოლო პროექტი. იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას. გქონდეთ ჩვენი, მუნიციპალიტეტის, მერიის თითოეული თანამშრომლის მხარდაჭერის იმედი. ყველანაირად ხელს შეგიწყობთ, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი საჭირო და აუცილებელი პროექტები განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალი ომარ ხიზანიშვილის ქუჩა №81-შია განთავსებული და 3 799 კვადრატულ მეტრს მოიცავს.დედაქალაქში, იუსტიციის სახლის ცენტრალური და გლდანის ფილიალების გარდა, ვარკეთილის ფილიალიც მუშაობს. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დიდ დიღომში განხორციელდება, სადაც იუსტიციის სახლის ფილიალის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.იუსტიციის სახლის მომსახურებით, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 125 ფილიალში, ყოველდღიურად, 20 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს.

ბოლო სიახლეები