მაია ბითაძის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მისი უფლებამონაცვლე პარლამენტში ბიზნესმენი ქეთევან ხუროძე გახდა. გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის 79-მა წევრმა დაუჭირა.
“ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 105-ე ნომრად მყოფი ხუროძე ბიზნესსა და საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობს. ის რამდენიმე კომპანიის დირექტორია და თხილის სექტორში მომუშავე საწარმოს წილსაც ფლობს.
შეგახსენებთ, მაია ბითაძე, რომელიც მანამდე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრად 15 სექტემბერს დანიშნა. კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი კი თორნიკე ჭეიშვილმა დაიკავა.


