საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს, 23:45 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ძირითადი თერთმეტეული დაასახელა.
მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კაშია, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი, კიტეიშვილი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე.

