შაბათი, მარტი 22, 2025

ვილი სანიოლის პირველი კომენტარი სომხეთთან მატჩის შემდეგ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე სომხეთთან დამაჯერებლად მოგებული (3:0) მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა და განაცხადა, რომ საპასუხო მატჩამდე არაფერია გარკვეული.

„რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილის ტრავმას, როგორც ვიცი, სერიოზული და მძიმე დაზიანება არ არის. თუმცა, არა მგონია, საპასუხო მატჩში მონაწილეობა მიიღოს. ლუკა ბოლო დროს იტალიაში კარგად თამაშობს და დღესაც კმაყოფილი ვარ მისი გამოსვლით. ჩვენ მომავალშიც მისი დიდი იმედი გვაქვს.

გავაანალიზეთ სომხეთის თამაში და მივხვდით, რომ მიქაუტაძეს შეტევებისთვის დიდი სივრცეები ექნებოდა. სასიხარულოა, რომ გიორგიმ შანსებით ისარგებლა და წარმატებული თამაში ჩაატარა.

დღეს აქცენტი იმაზე გავაკეთეთ, რომ უშეცდომოდ გვეთამაშა და საგოლე მომენტები გამოგვეყენებინა, ეს ჩვენს გუნდს თავდაჯერებას მატებს.

იქიდან გამომდინარე, რომ კაშია დისკვალიფიცირებული იყო, შემადგენლობის უნდა გადაგვეხალისებინა. დაცვით კმაყოფილი ვარ, ლოჩოშვილმა და გოგლიჩიძემ დამაჯერებლად ითამაშეს“.

საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების დაპირისპირების გამარჯვებული უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს. 23 მარტს საპასუხო შეხვედრა თბილისში, 18:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შევთხოვ უფალს, მოგანიჭოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, კვლავაც ნათელი გონება და ძალა სადიდებლად ღვთისა და მსახურებად ქვეყნისა-ილია მეორე მერაბ კოკოჩაშვილს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ცნობილ კინორეჟისორს, მერაბ კოკოჩაშვილს 90 წლის იუბილეს ულოცავს.„დიდ პიროვნებას, ცნობილ კინორეჟისორს, გამოჩენილ ხელოვანსა და საზოგადო მოღვაწეს, ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს, გულითადად ვულოცავთ დაბადების საიუბილეო თარიღს.თქვენ ბრძანდებით ჩვენი თანამედროვეობის უთვასაჩინოესი წევრი, მრავალთათვის მაგალითის მიმცემი, თაობათა აღმზრდელი...შევთხოვ უფალს, მოგანიჭოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, კვლავაც ნათელი გონება და ძალა სადიდებლად ღვთისა და მსახურებად ქვეყნისა“, - წერია მილოცვის წერილში.

რუსთავში, საწარმოში, ამწეზე მომუშავე ახალგაზრდა კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

რუსთავში ერთ-ერთ საწარმოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 25 წლამდე კაცი დაიღუპა.საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ამწეზე იმყოფებოდა, რა დროსაც ამწე ელექტროგადამცემ სადენებს შეეხო. დენის დარტყმის შედეგად კაცი ადგილზევე დაიღუპა.მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უნგრეთში ლგბტქ+ პრაიდის აკრძალვაზე კანონის მიღების ჩაშლის მცდელობის გამო, ექვს ოპოზიციონერ დეპუტატს პარლამენტში შესვლა დროებით შეეზღუდა და დაჯარიმდა

უნგრეთის პარლამენტმა ექვს ოპოზიციონერს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეუზღუდა, მას შემდეგ, რაც ლიბერალური პარტია „მომენტუმის“ წევრები შეეცადნენ, ჩაეშალათ კანონის მიღების პროცესი, რომელიც ლგბტქ+ საზოგადოებას ყოველწლიური პრაიდ-მარშის ჩატარებას უკრძალავს.ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სესიაზე ფერადი კვამლის ყუმბარები გაუშვეს. შედეგად, სამ დეპუტატს პარლამენტში ორი თვის ვადით შესვლა აეკრძალათ და ჯარიმის სახით, ხელფასი ექვსი თვის ვადით დაუყოვნდებათ. კიდევ სამ დეპუტატს კი, პარლამენტში შესვლა ერთი თვის ვადით შეეზღუდათ, ხელფასს კი ოთხი თვით დაუკავებენ.საერთო ჯამში, ჯარიმა 80 მილიონ უნგრულ ფორინტს, დაახლოებით 200 000 ევროს შეადგენს და ყველაზე დიდ ჯარიმას წარმოადგენს, რომელიც დეპუტატებისთვის ოდესმე დაუკისრებიათ.უნგრეთის მმართველმა პარტია „ფიდესმა“ ლგბტქ+ თემისთვის ყოველწლიური პრაიდის ჩატარების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში 17 მარტს წარადგინა, მომდევნო დღეს კი დოკუმენტს 136 ხმით, 27-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.პრაიდის აკრძალვის წინააღმდეგ ბუდაპეშტში, მასშტაბური საპროტესტო აქციაც გაიმართა.

შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ – სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

მიმდინარე წლის 14 მარტს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ – 2025.1690, რომელიც შეეხება ბულგარეთში წარმოებულ ორგანულ ნუშის კარაქს. ბრენდი: Bett'r, მწარმოებელი: SMART ORGANIC AD, 250 გრ. მინის ქილა, პარტიის N: 24130, შენახვის ვადა 09.05.2026-მდე.შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ნუშის კარაქი დაბინძურებულია პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმით (Bacillus cereus). პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმი Bacillus cereus შესაბამის პირობებში მოხვედრისას გამოიმუშავებს ტოქსინს, რომელიც იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორი ტიპის სინდრომს - ღებინებასა და დიარეას. სურსათის აღნიშნული პარტიის იმპორტი, საქართველოს გარდა, განხორციელდა ევროკავშირის 20-მდე ქვეყანაში. საქართველოში შემოტანილია 2024 წლის 18 ივნისს, შპს „ორგანიკას“ (ს/კ 405172316, თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა №61) მიერ (სულ 40 ქილა).ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო კონტროლი ჩაატარა იმპორტიორ კომპანიაში, სადაც დადგინდა, რომ ბულგარეთში წარმოებული ორგანული ნუშის კარაქი (ბრენდი: Bett'r, მწარმოებელი: SMART ORGANIC AD, 250 გრ. მინის ქილა, პარტიის N: 24130, შენახვის ვადა 09.05.2026-მდე) სრულად არის რეალიზებული. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომლებსაც 2024 წლის 18 ივნისის შემდეგ შეძენილი აქვთ აღნიშნული ნუშის კარაქი შპს „ორგანიკას“ შემდეგ მისამართებზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 51 და აბაშიძის 61, არ გამოიყენონ საკვებად და გაანადგურონ ან დააბრუნონ შესყიდვის ადგილზე.

დანტესი თურქეთიდან მარიამზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

თურქეთში 16 წლის მარიამის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.ახლა გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა თავს კარგად გრძნობს.დანტესი თურქეთიდან მარიამზე ახალ ვიდეოს აქვეყნებს.

ბოლო სიახლეები