ოთხშაბათი, ნოემბერი 5, 2025

ვერავინ ახსნა, რას ერჩოდა სალომე ზურაბიშვილი ფეხბურთელთა ექიმთა გუნდს და ადამიანები დაფასების მიღმა დატოვა, აქედან ჩანს, როგორი ფარისეველია საკუთარ გადაწყვეტილებებში – იონათამიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა ადამიანების სეგრეგაცია მოახდინა და ამით აჩვენა, რამდენად ანტიეროვნულია, ვერავინ ახსნა, რას ერჩოდა ფეხბურთელთა ექიმთა გუნდს და ადამიანები დაფასების მიღმა დატოვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ფეხბურთის ნაკრების წევრებისა და ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აქედან ჩანს, როგორი ფასადურია და ფარისეველია სალომე ზურაბიშვილი საკუთარ გადაწყვეტილებებში.

„ფაქტია, სალომე ზურაბიშვილი აქტის გამოცემას არ აპირებდა და როგორც ჩანს, არ ეცალა, რადგან ხან ქარტიებს ამზადებს, ხან გაურკვეველ დოკუმენტებს და ოპოზიციის ე.წ. ერთიანობაზე მუშაობდა. მისთვის მეათეხარისხოვანი იყო იმ ადამიანებისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოება, რომელთაც ქვეყანას სიხარული მოუტანეს. მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უპასუხისმგებლობაში ამხილეს, მაგრამ ადამიანების სეგრეგაცია მოახდინა და ამით აჩვენა, რამდენად ანტიეროვნულია, რადგან ვერავინ ახსნა, რას ერჩოდა ექიმთა გუნდს და ადამიანები დაფასების მიღმა დატოვა, რომელთა წვლილიც დიდი იყო. აქედან ჩანს, როგორი ფასადურია და ფარისეველია საკუთარ გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების საკითხთან დაკავშირებით 13 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მიმდინარე წლის 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულებები, რითიც ღირსების ორდენით და მედლით დაჯილდოვდნენ წარდგენილი პირები. ამავე განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ჯილდოების გადაცემის ცერემონია სექტემბერში გაიმართება. მოგვიანებით, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულებიდან ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენზე წარდგენილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 53 წარმომადგენლიდან 19 არ დააჯილდოვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ, 16 ივნისს გაავრცელა მორიგი  განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა

გარდაიცვალა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა). ინფორმაციას საპატრიარქოში ადასტურებენ.„სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიმადლე, უფალო, სულსა მიცვალებულისა, მონისა შენისა, მიტროპოლიტისა სერაფიმესი და მიეც მას საუკუნო ხსენება. ამინ.გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენეთ ახალშესვენებული მიტროპოლიტი სერაფიმე“,- წერს „მრწამსი მართლმადიდებლური გვერდი“.

გადაარჩინეს ბავშვი, რომელიც დაბადებისას 300 გრამს იწონიდა

გერმანიაში გადაარჩინეს დღენაკლული გოგო, რომელიც დაბადებისას 300 გრამს იწონიდა.ეს მაგდებურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა. ბავშვი ვადაზე 16 კვირით ადრე დაიბადა. თანამედროვე აპარატურისა და სამედიცინო პერსონალის 24-საათიანი მუშაობის შედეგად, ბავშვი გადარჩა. კლინიკის ცნობით, გოგონა ახლა დაახლოებით 2 წლისაა, სრულიად ჯანმრთელი და აქტიურია.ახალშობილმა 7 კვირა ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე გაატარა. ის კვებას ინფუზიების მეშვეობით იღებდა და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, რომელსაც ნეონატოლოგების, თერაპევტებისა და ექთნების გუნდი უზრუნველყოფდა.ოჯახმა სახლში დაბრუნება მშობიარობის სავარაუდო თარიღიდან მხოლოდ 9 კვირის შემდეგ შეძლო. სერიოზული გართულებები არ ყოფილა - ბავშვს მხედველობაც კი შეუნარჩუნდა და სათვალის ტარებაც არ დასჭირდება.გერმანულ კლინიკაში აღნიშნეს, რომ ზოგადად მსოფლიო პრაქტიკაში, 300 გრამი წონით დაბადებული ბავშვების გადარჩენის შანსი დაახლოებით 25%-ს შეადგენს.

ევროკომისიის ანგარიში: ახალი კანონმდებლობა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, FARA და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი, ნეგატიურად აისახება გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე

საქართველო ჩამოქვეითდა გამოხატვის თავისუფლების სფეროში, ადრეული მომზადების ეტაპიდან ადრეული მომზადების ეტაპსა და მომზადების გარკვეულ დონეს შორის პოზიციამდე, - ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.„საანგარიშო პერიოდში მეორე წელია, რაც უკუსვლა დაფიქსირდა. ახალი კანონმდებლობა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (Foreign Agents Registration Act) და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, ნეგატიურად აისახება გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე და მედიის თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობაზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„პიკური მაჩვენებელი ყოველ წელს განსხვავებულია“ – ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის დადასტურებული შემთხვევა არ არის, ახლა ცირკულირებს რინოვირუსი, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი.როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მოლოდინია, რომ ნოემბრიდან აპრილის პერიოდში იქნება ქვეყანაში გრიპის ვირუსი აქტიური.„საბედნიეროდ, გრიპის ვირუსის შემთხვევა დადასტურებული არ არის. გრიპი ჯერ საქართველოში არ არის, თუ გავითვალისწინებთ მრავალწლიან სტატისტიკას, ამ თვეში, უკვე გვექნება გრიპის პირველი შემთხვევა. ალბათ, შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, რომ დაიწყო გრიპის სეზონური მატების პერიოდი. მოლოდინი გვაქვს, რომ ნოემბრიდან აპრილის პერიოდში იქნება ქვეყანაში გრიპი. მოლოდინია, რომ გრიპის გავრცელების პიკი დეკემბერ-თებერვლის თვეზე მოვა. პიკური მაჩვენებელი ყოველ წელს განსხვავებულია, გასულ წელს თებერვლის პირველ ნახევარზე მოვიდა, ალბათ, წელსაც ამავე პერიოდს დეკემბრამდე თებერვალ პერიოდს დაემთხვევა“, - აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.მისივე თქმით, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი მეტად მსუბუქად მიმდინარე დაავადებების ჯგუფშია და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმართება.

„შენს ნაჩუქარ ანგელოზებში ჩაგამატე ლაშიკო…“ – სალომე ბაკურაძე ემოციურ პოსტს და ფოტოს აქვეყნებს

ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე დღეს დაკრძალეს. სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში მეუღლის ფოტოს აქვეყნებს. პოსტს უამრავი ადამიანი ეხმიანება და არ წყდება სამძიმრის ტექსტები მომღერლისთვის ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებისგან.რესტორან „ქვევ­რის“ მეპატრონე და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე 27 ოქტომბერს გარდაიცვალა. 

ბოლო სიახლეები