ოთხშაბათი, იანვარი 21, 2026

ვერ არევთ ქვეყანას, ეს არც მანამდე გამოგსვლიათ და არც შემდგომში გამოგივათ. სახელმწიფო და „ქართული ოცნება“ – ხელისუფალი ისე, როგორც არასდროს, არის ძლიერი – მარიამ ლაშხი

ვერ არევთ ქვეყანას, ეს არც მანამდე გამოგსვლიათ და არც შემდგომში გამოგივათ, – ამგვარად გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი უკრაინაში მებრძოლი ლადო გამსახურდიას განცხადებას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში „რევოლუციითა და სისხლით“ იმუქრება.

„ვერ არევთ ქვეყანას, ეს არც მანამდე გამოგსვლიათ და არც შემდგომში გამოგივათ. სახელმწიფო და „ქართული ოცნება“ – ხელისუფალი ისე, როგორც არასდროს, არის ძლიერი. ჩვენ ვნახეთ, რომ ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი ტიპის პატარა დანაშაულებიც კი თავის დროზე იყო იდენტიფიცირებული. აგრესიის გამოხატულება და რევოლუციის მოწყობა, ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ არის პირველ რიგში მიმართული. მსგავსი ადამიანების ადგილი ქვეყანაში არ არის”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

უკრაინაში მებრძოლი ლადო გამსახურდია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში რევოლუციას აანონსებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – აშშ პლანეტის ეკონომიკური ძრავია, როდესაც ამერიკა ყვავის, მთელი მსოფლიო ყვავის, როდესაც ცუდად მიდის საქმე, ყველასთვის ცუდად მიდის, ასეთია ისტორია

ერთ წელიწადში ჩვენმა დღის წესრიგმა გამოიწვია ტრანსფორმაცია, როგორიც ამერიკას 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ უნახავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, აშშ-ის ეკონომიკა ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ამას მსოფლიო სავალუტო ფონდი პროგნოზირებდა.„მხოლოდ ერთი წლის წინ, რადიკალური მემარცხენე დემოკრატების მმართველობის დროს, ჩვენ მკვდარი ქვეყანა ვიყავით. ახლა ჩვენ ვართ ყველაზე ცხელი ქვეყანა მთელ მსოფლიოში. ფაქტობრივად, შეერთებული შტატების ეკონომიკა ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე გასული წლის აპრილში სავალუტო ფონდი პროგნოზირებდა. ზრდისა და ტარიფების პოლიტიკით ზრდის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს. მე ნამდვილად მჯერა, რომ შეგვიძლია, გაცილებით უფრო წინ ვიყოთ ამაზე. ეს ყველაფერი შესანიშნავი ახალი ამბავია და შესანიშნავია ყველა ერისთვის. აშშ პლანეტის ეკონომიკური ძრავია, როდესაც ამერიკა ყვავის, მთელი მსოფლიო ყვავის, ასეთია ისტორია. როდესაც ცუდად მიდის საქმე, ცუდად მიდის ყველასთვის. ყველანი ჩვენს კვალს მიჰყვებით და ჩვენ იმ წერტილში ვართ, სადაც არასდროს ვყოფილვართ.დღეს მინდა, განვიხილო, როგორ მივაღწიეთ ამ ეკონომიკურ სასწაულს, როგორ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას არნახულ დონემდე და როგორ შეგიძლიათ, თქვენც გააკეთოს ეს ჩვენი მიბაძვით. ევროპის გარკვეულ ადგილებს დღეს ვერც კი იცნობთ. ამაზე დავა შეგვიძლია, მაგრამ არგუმენტები არ არსებობს. ჩემი მეგობრები სხვადასხვა ადგილიდან ბრუნდებიან და ამბობენ, ჩვენ ვერ ვცნობთ მათ. ეს არ არის დადებითი ცვლილება, ეს არის ძალიან უარყოფითი. მე მიყვარს ევროპა და მინდა, ევროპა კარგად იყოს, მაგრამ ის სწორი მიმართულებით არ მიდის“, – განაცხადა ტრამპმა.როგორც დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, წლების განმავლობაში ვაშინგტონსა და ევროპულ დედაქალაქებში მიაჩნდათ, რომ ქვეყნის განვითარების მხარდაჭერა შესაძლებელი იყო ახალი და განსხვავებული მოსახლეობის იმპორტით.„ბოლო ათწლეულებში ვაშინგტონსა და ევროპულ დედაქალაქებში საზოგადოდ მიღებულ შეხედულებად იქცა, რომ თანამედროვე დასავლური ეკონომიკის ზრდის ერთადერთი გზა იყო მუდმივად მზარდი სამთავრობო ხარჯები, უკონტროლო მასობრივი მიგრაცია და უსასრულო უცხოური იმპორტი. კონსენსუსი იყო, რომ ე.წ. ბინძური სამუშაოები და მძიმე ინდუსტრიები უნდა გადატანილიყო სხვაგან, ხელმისაწვდომი ენერგია უნდა შეცვლილიყო „მწვანე“, ახალი თაღლითობით და ქვეყნების განვითარების მხარდაჭერა შესაძლებელი იყო შორეული ქვეყნებიდან ახალი და მთლიანად განსხვავებული მოსახლეობის იმპორტით. ეს იყო გზა, რომელსაც მძინარე ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და მრავალი სხვა დასავლური მთავრობა სულელივით მიჰყვა, ზურგი შეაქციეს ყველაფერს, რაც ერებს მდიდარს და ძლიერს ხდის. შედეგი იყო ბიუჯეტისა და ვაჭრობის რეკორდული დეფიციტი და მზარდი სუვერენული დეფიციტი, რომელიც გამოწვეული იყო კაცობრიობის ისტორიაში მასობრივი მიგრაციის უდიდესი ტალღით.ჩვენ არასდროს გვინახავს ამის მსგავსი. სრულიად გულწრფელად ვამბობ, მსოფლიოს მრავალი ნაწილი ნადგურდება ჩვენ თვალწინ და ლიდერებს არც კი ესმით რა ხდება, ხოლო ისინი, ვისაც ესმით, არაფერს აკეთებენ. პრაქტიკულად ყველა ე.წ. ექსპერტი პროგნოზირებდა, რომ ჩემი გეგმები ამ წარუმატებელი მოდელის დასასრულებლად გამოიწვევდა გლობალურ რეცესიასა და გაზრდილ ინფლაციას. თუმცა ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ისინი ცდებოდნენ. ფაქტობრივად საპირისპირო რამ მოხდა. ერთ წელიწადში ჩვენმა დღის წესრიგმა გამოიწვია ტრანსფორმაცია, როგორიც ამერიკას 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ უნახავს. ენერგეტიკული ქარხნების დახურვის ნაცვლად, ჩვენ ვხსნით მათ. არაეფექტური, ზარალიანი ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ნაცვლად, ჩვენ  მათ ვხურავთ და არცერთს არ ვამტკიცებთ. ბიუროკრატების გაძლიერების ნაცვლად, ჩვენ ვათავისუფლებთ მათ და ისინი პოულობენ სამუშაოს კერძო სექტორში, ორ და სამჯერ მეტ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე მთავრობაში აიღებდნენ. მათ ვძულდი, როდესაც გავათავისუფლე და ახლა ვუყვარვარ. შიდა მწარმოებლებისთვის გადასახადების გაზრდის ნაცვლად, ჩვენ ვამცირებთ მათ და ვზრდით ტარიფებს უცხო ერებისთვის, რომ დაფარონ ზარალი, რომელიც მათ მოგვაყენეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა

ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში, საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი თურქეთის ნაკრებთან გამართა და მეტოქე 14:11 დაამარცხა.შეხვედრის სამი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ქართველმა წყალბურთელებმა გადამწყვეტი უპირატესობა დასკვნით მეოთხედში მოიპოვეს, რომელიც 6:2 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე  მეორე გამარჯვება იზეიმეს.საქართველოს ნაკრები ბელგრადში კიდევ ერთ მატჩს გამართავს – მე-9 ადგილის დასაკავებლად ქართველი წყალბურთელები 22 იანვარს, 18:15 საათზე საფრანგეთს დაუპირისპირდებიან.

მარიამ ლაშხი: მაშინ, როდესაც განიკითხავ ამერიკას შიდა პოლიტიკაში ჩართვის კუთხით, ჩვენ გვახსოვს დღემდე ევროკავშირი როგორ ერევა შიდა პოლიტიკაში

საქმე გვაქვს იმ ორმაგ სტანდარტებთან, რაც უკვე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არახალია, - განუცხადა „ქრონიკას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.„მაშინ, როდესაც განიკითხავ ამერიკას შიდა პოლიტიკაში ჩართვის კუთხით, ჩვენ გვახსოვს დღემდე ევროკავშირი როგორ ერევა შიდა პოლიტიკაში“, - აღნიშნა მან.ცნობისთვის, რასაც ევრობიუროკრატები საქართველოსთან მიმართებით აკეთებენ, იგივე არ მოსწონთ შეერთებული შტატებისგან. ბრიუსელი ვაშინგტონს შიდა საქმეებში ჩარევის გამო აკრიტიკებს.

მიხეილ სარჯველაძე – მოვუწოდებ ყველას, ვისაც ფსიქოტროპულ მედიკამენტთან აქვს შეხება, სახელმწიფო ვერ შეეგუება მათ არასწორ, არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, გადაცდომებზე რეაგირება მოგვიწევს

მინდა, ხაზგასმით მოვუწოდო ყველას, ვისაც ფსიქოტროპულ მედიკამენტთან შეხება აქვს – სახელმწიფო ვერ შეეგუება ასეთი მედიკამენტების არასწორ, არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.„ყველას მინდა მოვუწოდო, ვთხოვო და იმავდროულად, ყველა მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ნებისმიერი არასწორი, არამართლზომიერი ქმედებისგან. მერწმუნეთ, რომ არცერთი ასეთი შემთხვევა არ დარჩება შესაბამისი პასუხის გარეშე“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმართულებით განხორციელებული რეფორმის შედეგად, ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, შესაბამისად, გაიზარდა ხელმისაწვდომობა მათთვის, ვისაც აღნიშნული მედიკამენტები რეალურად ესაჭიროება. ამასთან, მკაცრად კონტროლდება პრეპარატების გაცემის მართლზომიერება.„მინდა, ვთხოვო ექიმებს, რომლებსაც აქვთ ფსიქოტროპული მედიკამენტის რეცეპტის გამოწერის უფლებამოსილება. არცერთ შემთხვევაში გადაცდომები არ უნდა იქნეს დაშვებული. გარკვეული გადაცდომები თუ იქნება გამოვლენილი და სამწუხაროდ, შეიძლება ასეთი არსებობდეს, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ მოგვიწევს რეაგირება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძე – გრიპთან მიმართებით, წინა წლებთან შედარებით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ყველა მაჩვენებელი ნორმაშია

გრიპთან მიმართებით, წინა წლებთან შედარებით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ყველა მაჩვენებელი ნორმაშია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.სარჯველაძის თქმით, ჯანდაცვის სექტორი გრიპის სეზონს მომზადებული შეხვდა.ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.„არაფერი უცნაური იმაში არ არის, რომ ზამთრის სეზონზე გრიპის გავრცელების მაჩვენებელი მატულობს. ეს ბუნებრივი პროცესია. მინდა, საზოგადოება დავარწმუნო, რომ წინა წლებთან შედარებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ყველა მაჩვენებელი ნორმაშია. ის, რომ ზამთარში მოსალოდნელია გრიპის მაჩვენებლის გაზრდა, ეს ნორმალურია. ვაკვირდებით მონაცემებს, რასაც სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს ვადარებთ. ეს ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. ჯანდაცვის სექტორი მზადაა, გამოწვევას გაუძლოს. ამავდროულად, ყველას მოვუწოდებ, სტანდარტული ჰიგიენური ნორმები დაიცვან და აიცრან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბოლო სიახლეები