ამ თემაზე უკვე წლებია საუბრობენ, რა თქმა უნდა, მე ვთვლი, რომ სისულელეა – ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება. ჩვენ ჩვენს მოვალეობას შევასრულებთ ყოველთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს არჩევნებით და არა რევოლუციით. „ამაზე ნურც იოცნებებენ, მოდი, ასე ვთქვათ“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.