კვირა, აპრილი 13, 2025

ვატო შაქარიშვილი – მონის დაძახებაზე ქართველ კაცს შესაბამისი რეაქცია ექნება, გიორგი მამნიაშვილს ვურჩევ, გამოაქვეყნოს ვიდეო და დადოს საჯაროდ

ქაშუეთიდან გამოვედით ლოცვიდან, რომ მოვარდა ტელეფონმომარჯვებული და დაგვიწყო მოღალატის, რუსის, მონის ძახილი, – ამის შესახებ მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელმა, ვატო შაქარიშვილმა პირველ არხს „მთავარი არხის“ ჟურნალისტთან, გიორგი მამნიაშვილთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტელეფონმომარჯვებული ახალგაზრდები დადიან და ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ.

„პირველი შემთხვევა არ არის, როცა ტელეფონმომარჯვებული „ოლე ოლა“ ახალგაზრდები დადიან და ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ. მონის დაძახებაზე ქართველ კაცს ექნება შესაბამისი რეაქცია. ქაშუეთიდან გამოვედით ლოცვიდან, ზეთი არ მქონდა ზეთნაცხები ხელიდან შეშრობილი, რომ მოვარდა ტელეფონმომარჯვებული და დაგვიწყო მოღალატის, რუსის, მონის ძახილი და მოხვდა კბილებში. ეს იყოს მაგათთვის პროფილაქტიკური ხასიათის, რადგან უნდა დაასრულონ ეს. საზოგადოება ითმენს, კბილებით უჭირავს, რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდეს. ჩვენ არავის არ ვერჩით, არავის არ ვესხმით, ლოცვიდან ქაშუეთიდან გამოსულთან ასეთი პროვოკატორი, მანქურთი დემონი მოვიდა ტელეფონმომარჯვებული და ვურჩევ, რომ გამოაქვეყნოს ეს ვიდეო და დადოს საჯაროდ“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | რამაზ ზოიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში რამაზ ზოიძე (77 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა – ქართველი ფინალში სომეხ ამოიანთან დამარცხდა.ტურნირზე ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – 17 წლის ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში სომეხი მანველ ხაჩატრიანი 8:1 დაამარცხა.კონტინენტის პირველობაზე ხვალ, 13 აპრილს, შეჯიბრის დასკვნით დღეს სამი ქართველი ფალავანი შეეცდება ბრინაჯოს მედლის მოპოვებას.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძირეულ რეფორმაზე საკუთარ ხედვას ორშაბათს წარადგენს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძირეულ რეფორმაზე საკუთარ ხედვას ორშაბათს წარადგენს. ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისივე თქმით, რეჟიმი შეტევას ახორციელებს არამარტო ეროვნულ ღირსებაზე, არამედ საზოგადოებრივ მოძრაობასა და პოლიტიკურ პარტიებზე.„მოღალატე დიქტატურა სამშობლოსთვის თავდადებას და გმირობას პიარად აცხადებს. რას არ იტყვი რუსეთის დავალებების პირნათლად შესასრულებლად, მაგრამ რად უღირთ, რომ მათ მომავალ თაობებს ეს შავ ლაქად დარჩებათ. რეჟიმი შეტევას ახორციელებს არა მარტო ეროვნულ ღირსებაზე და ისტორიულ მეხსიერებაზე, არამედ საზოგადოებრივ მოძრაობასა და ასევე პოლიტიკურ პარტიებზე, ამიტომ ჩვენც უფრო შეტევით წინააღმდეგობაზე უნდა გადავეწყოთ.რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი ძირეული რეფორმირების ჩემეულ ხედვას ორშაბათს გაგაცნობთ“, – წერს სააკაშვილი.

საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რატომ ცდილობს „დიფ სთეითი“ ხელისუფლებაში დაგვიბრუნოს მკვლელობით და ტერიტორიების ჩაბარებით გამორჩეული პოლიტიკური ძალა, ამიტომაა მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში –...

უკიდურესად მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებას შევახსენოთ წარსულში ჩადენილი დანაშაულები, ამ ყველაფერზე საზოგადოებამ უნდა გააკეთოს მკაფიო დასკვნები, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ის პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში, - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან ანტალიაში.ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების შეხსენება არა მხოლოდ იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ხალხმა რაღაც გაიხსენოს, არამედ იმისთვის, რომ მოხდეს მსგავსი დანაშაულების პრევენცია.„ზოგადად, ადამიანებს ასე, თუ ისე ყველაფერი გვავიწყდება, ემოციურ დონეზე მაინც. ემოციურ დონეზე მაინც, გარკვეულწილად, ყველას დაგვავიწყდა ის დანაშაულები, რომელიც ჩაიდინა წინა რეჟიმმა. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებას შევახსენოთ წარსულში ჩადენილი დანაშაულები. ეს არა მარტო იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ხალხმა რაღაც გაიხსენოს, ეს არის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მოხდეს ანალოგიური დანაშაულების პრევენცია. როდესაც ჩვენ გარედან თავს გვახვევენ ასეთი პოლიტიკური ძალის დაბრუნებას და ამის მცდელობაა მთელი ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებამ ეს ყველაფერი უნდა შეაფასოს, უნდა შეაფასოს, თუ რატომ ცდილობენ კონკრეტული ძალები - ე.წ. „დიფ სთეითი“, ევროპელი ბიუროკრატების ხელით, ხელისუფლებაში დაგვიბრუნოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც, თავის დროზე, გამოირჩეოდა ადამიანების დახვრეტით, მკვლელობით, წამებით, ტერიტორიების ჩაბარებით, ბიზნესის რეკეტით და ა.შ. იმისათვის, რომ ამ ყველაფერზე საზოგადოებამ გააკეთოს მკაფიო დასკვნები, მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ეს არის ჩვენი საკვანძო ინტერესები – ირაკლი კობახიძე

ჯეფრი საქსი არის ნამდვილი ინტელექტუალი და ის არის დამოუკიდებელი, დამოუკიდებელ ანალიზს აკეთებს იმ პროცესებზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, აქედან გამომდინარე, მას აქვს ობიექტური შეფასება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯეფრი საქსი პატივს სცემს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.„ჯეფრი საქსი პატივს სცემს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და საუბრობს იმაზე, რომ პოლიტიკოსების დამოკიდებულებაც უნდა იყოს ანალოგიური ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არის ჩვენი გზავნილებიც - ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, უსაფრთხოებას, ეს არის ჩვენი საკვანძო ინტერესები. ეს არის პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესები და ქართველი ხალხის ინტერესებს ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ზვიად ძიძიგური – საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას მისვლასთან დაკავშირებით პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა, გადაწყვეტილება ორშაბათს გახდება ცნობილი

„გახარია საქართველოსთვის” წევრის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, 14 აპრილს გახდება ცნობილი, მივა თუ არა პარტიის ლიდერი გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.ამის შესახებ ზვიად ძიძიგურმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.მისი თქმით, გიორგი გახარია საქართველოში გუშინ დაბრუნდა და საკითხთან დაკავშირებით პარტიაში თათბირი გაიმართა, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.„ჩემი პოზიცია იყო და არაერთ ეთერში დავაფიქსირე, არ ვარ კატეგორიული პოზიციის მომხრე, რომ იქ მისვლა არ შეიძლება და, რომ მისვლა ღალატია. რეზონანსია და გარკვეული ტიპის დატვირთვაა – მიხვიდე კომისიაზე, თქვა შენი სიმართლე, დააფიქსირო შენი პოზიცია ძალიან მკვეთრად და წამოხვიდე. ასეთი მიდგომის მომხრე ვიყავი და ვარ. გიორგი გახარია საქართველოში არ იყო, გუშინ დაბრუნდა, გუშინ პარტიაში იყო თემასთან დაკავშირებით პატარა შეკრება. აზრი გაყოფილია, არიან მისვლის მხარდამჭერები, ასევე არმისვლის მხარდამჭერები არიან. ორშაბათს გაირკვევა. როგორც მისვლას, ასევე არმისვლას აქვს თავისი არგუმენტები, თუმცა არმისვლის სასარგებლოდ უფრო მეტი არგუმენტი დაიდო თათბირზე, მაგრამ გადაწყვეტილი ბოლომდე არ არის“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ბოლო სიახლეები