ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

ვატო სურგულაძე კახა კალაძეს მოუწოდებს, ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის გამო თანამდებობიდან გადადგეს

„ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მოუწოდებს, ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის გამო აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან გადადგეს.

მისივე თქმით, ვაკის პარკში მომხდარი ფაქტი არაპროფესიონალურად ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირდება.

„არ არსებობს სიტყვები, რამაც შეიძლება, დაამშვიდოს მშობლები იმ ახალგაზრდა გოგონასი, რომელიც შეეწირა არაპროფესიონალიზმს, შეეწირა იმას, რომ ვაკის პარკის ეგრეთ წოდებული მიმდინარე რეკონსტრუქცია, რომელზეც დაიხარჯა 33 მილიონ ლარზე მეტი და ამხელა პომპეზურობით გახსნა გუშინ ჩვენმა მერმა, თურმე მოუმზადებელი იყო.

ეს არის ზუსტად ნეპოტიზმი, რადგან ტენდერებს იგებენ კომპანიები, რომლებიც შემწირველები არიან ამ ეგრეთ წოდებული მმართველი პარტიის. ეს არის დიდი ტრაგედია. ბავშვი იმიტომ კი არ დაიღუპა, რომ ავად იყო, არამედ იმიტომ, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა არ ვარგა, არ იციან, რას აკეთებენ, მუშაობენ არაპროფესიონალები ყველა მიმართულებით. ახლა გამოდიან და ისეთი რაღაც მოვისმინე, რაც სრულად მიუღებელია – მშობელი რატომ არ ახლდაო. არ გრცხვენიათ?

ჩაბარებული ობიექტზე, ბასეინზე შადრევანზე რატომ უნდა ახლდეს 13 წლის ბავშვს მშობელი დასასვენებლ პარკში. რა არის მმართველობა ქვეყნის – ეს არის პასუხისმგებლობა, რა არის ევროპელობა, არის პასუხისმგებლობა. ყველა ნორმალურ და ევროპულ ქვეყანაში ესეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობას კი არ გადააბრალებენ როგორც ახლა მოხვდება ელექტრიკოსს ან ვიღაც ხელოსანს, არამედ ქალაქის თავი აიღებდა თავის თავზე და გადადგებოდა.

ჩვენ მოვისმენთ უამრავ გამართლებას, იპოვიან მეისრეს და მას დააბრალებენ. ამ ტრაგედიისგან არავინ არის დაზღვეული. კიდევ სად, როგორ და რას გააკეთებენ და რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება, შეეწიროს ჩვენი ქალაქის ამ არაპროფესიონალ მმართველობას? ოდნავ თავმოყვარეობა თუ აქვს ჩვენი ქალაქის მთავრობას, ჩვენი ქალაქის მერს, ის უნდა გადადგეს. უნდა გადადგეს და მთელი მთავრობაც გადადგეს. თანამედროვე სისტემები გულისხმობს იმას, რომ თუ რაღაც ხარვეზია, ავტომატურად ითიშება. ესეც არ არის გაკეთებული. საბჭოთა კავშირშიც არ ვართ, იმის იქით ვართ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ქალაქის მერი თავის მთავრობასთან ერთად, უნდა გადადგეს“, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – ალბანეთში, სამიტზე ერთადერთი საკვანძო, ძირითადი გზავნილი, რაც შეიძლება გვქონდეს,არის სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მიმართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებით, ალბანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეექვსე სამიტი ერთდღიანია და შეხვედრები დერეფნებსი იმართება.„ფორმატს რაც შეეხება, არის ერთდღიანი საკმაოდ დატვირთული. ერთადერთი, სადაც შეიძლება იქ შეხვედრები გაიმართოს, არის დერეფნები, ასეც ხდება ხოლმე. დერეფნებში, როგორც წესი, ხვდებიან ერთმანეთს ლიდერები და ამას ყოველთვის ვაკეთებთ ჩვენც. როგორც წესი, გამორიცხულია, ასეთი სესიის დროს არ მოგეცეს, სულ მცირე, ექვს-შვიდ ლიდერთან გასაუბრების საშუალება. ჩვენ არც მოგვითხოვია შეხვედრები, მაგრამ ადგილზე ვეცდებით, ყველას გავესაუბროთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.კითხვაზე, ლიდერებთან შეხვედრისას, რა იქნება მთავარი გზავნილები, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მის მიერ გავრცელებულ წერილში გახმოვანებულია სწორედ ის გზავნილები, რაც საქართველოს აქვს.„პრეზიდენტს ტრამპის მიმართ და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ გავრცელებულ ღია წერილში ჩვენ რაც გავახმოვანეთ, ეს არის ძირითადად ჩვენი გზავნილები. ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს, ეს არის სამართლიანობა ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მიმართ. ძალიან ბევრი ბრძოლა გვაქვს, ოთხი ომი გვაქვს გამოვლილი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, გვაქვს გამოვლილი ასევე არაერთი საერთაშორისო მისია. ჩვენი 32 ჯარისკაცი დაიღუპა საერთაშორისო მისიებში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცი გვყავდა წარმოდგენილი, იგივე ავღანეთი რომ ავიღოთ, აბსოლუტურ მაჩვენებლებში მეოთხე ადგილზე ვიყავით ჩვენი მისიით. ამხელა წვლილი გვაქვს შეტანილი საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში, ასეთი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, სად არის დაფასება. არავითარი დაფასება. რაც შეეხება დემოკრატიას, ამხელა პროგრესი განიცადა ქვეყანამ ამ 12 წლის განმავლობაში, სად არის ამის დაფასება. არავითარი დაფასება, არავითარი გათვალისწინება. ერთადერთი გზავნილი რაც შეიძლება გვქონდეს, საკვანძო, ძირითადი გზავნილი, ჩვენ ხომ ზედმეტს არაფერს არ ვითხოვთ, ეს არის სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამაზე შეიძლება ყველასთან საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტყიბულელი გიორგი ონიანი, ჭადრაკში 8 წლამდე ჭაბუკებში საქართველოს ჩემპიონია, მან მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა!

ვულოცავ ტყიბულს, ჩემს ქალაქს! საქართველოს ჩემპიონი გვყავს ჭადრაკში! გიორგი ონიანი 8 წლამდე ჭაბუკებში , 9 შესაძლებლობიდან 7, 5 ქულით, საქართველოს ჩემპიონი გახდა და მან მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა!

ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში მოლაპარაკებებზე წარდგენილი დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში მოლაპარაკებებზე წარდგენილი დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა.პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს მისი თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ექსპერტთა შემადგენლობაც განსაზღვრა.

ირაკლი კობახიძე – ტრამპი თუ შეასუსტებს „დიფ სთეითს“, გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერა, დარჩება სტატუს კვო, თუმცა ამ პირობებშიც ბოლომდე დავიცავთ ქვეყნის ინტერესებს

ტრამპი თუ შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება სტატუს კვო, თუმცა სტატუს კვოს პირობებშიც ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ აშშ-დან არ იქნება პასუხი და არ იქნება არანაირი რეაგირება, ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ „დიფ სთეითი“ ვერ მარცხდება, ვერ სუსტდება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, ასეთ პირობებში ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში იქნება მეტი გამოწვევები.„ჩვენ ოთხი წელი ბევრად უფრო რთულ ვითარებაში გვიწევდა ეროვნული ინტერესების დაცვა და ვიყავით უარესი სცენარისთვის მზად, რასაც ერქვა ტრამპის ოპონენტის არჩევა და შესაბამისად, პირდაპირ „დიფ სთეითის“ დარჩენა აშშ-ის ხელისუფლებაში, აქაც დავიცავდით ეროვნულ ინტერესებს. მარტივად არის საქმე, თუ ტრამპი შეასუსტებს „დიფ სთეითს“, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, თუ ვერ შეასუსტებს, ამ შემთხვევაში დარჩება სტატუს კვო, თუმცა სტატუს კვოს პირობებშიც ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, მიჩვეული ვართ ჩვენ უკვე ამ მდგომარეობას ყველასთან, მათ შორის აშშ-თან. იმედი გვაქვს, ცალმხრივი არ იქნება ეს მეგობრობა, იქნება ორმხრივი, თუმცა ვნახოთ, ჩვენზე არ არის ეს დამოკიდებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის კონკრეტული ჩინოვნიკებისგან, უილსონი არის ერთ-ერთი მაგალითი, საქართველოზე რომ ჰკითხო, შეიძლება, რუკაზე...

რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის ჩვენ კონკრეტული ჩინოვნიკებისგან, ამერიკიდან და ევროპიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, „დიფ სთეითს“ ჰყავს აგენტურა, რომელიც კონკრეტული მითითებებით მოქმედებს და ერთ-ერთი მათგანია ჯო უილსონი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა.„დიფ სთეითი“ მოქმედებს. მე შორს ვარ იმ აზრიდან, რომ აქ მხოლოდ ფული არის ჩართული საქმეში. „დიფ სთეითს“ ჰყავს პატარა აგენტები და ამუშავებენ ამ აგენტურას. აშშ-ში ჯო უილსონი არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. იმავეს აკეთებენ ევროპულ ბიუროკრატიაში. არის ჩვეულებრივი აგენტურა. საკმაოდ მრავლად ჰყავთ აგენტები. ამ შემთხვევაში გამოარჩიეს ეს კაცი და აწერინებენ ასეთ რაღაცებს. რომ ჰკითხო, საქართველოზე, შეიძლება რუკაზე თითით ვერ მოგინიშნოს, მაგრამ დღეში ხანდახან ხუთ და ექვს პოსტს წერს ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით. როდესაც წერ, რომ საქართველოში მოქმედებს პროირანული ხელისუფლება, რაღაცას ხომ შეიძლება ეფუძნებოდეს ეს ყველაფერი. არაფერს აღარ ვამბობ რუსეთზე და ჩინეთზე. ეს ახდენს ყველაფრის დისკრედიტაციას, რაც დაკავშირებულია აშშ-თან, ევროპასთან. ასეთ რაღაცას საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი არ კადრულობდა 80-იან წლებში, რადგან იქ რაღაც პრინციპები არსებობდა. რასაც არ კადრულობდა 80-იან წლებში საბჭოთა ცენტრალური კომიტეტი, ის გვესმის ჩვენ კონკრეტული ჩინოვნიკებისგან, ამერიკიდან და ევროპიდან“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები