პარასკევი, მარტი 13, 2026

ვასილ მაღლაფერიძე – მიხეილ სააკაშვილის ახალი დოქტრინის მიხედვით საქმე გვაქვს სოციალურ დარვინიზმზე დაფუძნებულ, ნაცისტურ იდეოლოგიის პარტიასთან

6 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა, ფაქტობრივად, იდეოლოგიური დოქტრინა, რომელიც მხოლოდ ერთი კაცის თავში აღმოცენებულს არ ჰგავს, და ინტერნაციონალური ნააზრევის შთაბეჭდილებას ტოვებს. არ არის გამორიცხული, რომ გეგმავდნენ პოლიტიკური ველის გადატვირთვას, პოლიტიკური ცენტრის ისევ სააკაშვილთან დაბრუნებას და ბრძოლის გაგრძელებისთვის ახალი კიდევ უფრო აგრესიული იდეოლოგიური საფუძვლის შექმნას, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მაღლაფერიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ საქართველოს „პროგრესულ“ ნაწილს მიმართა, რომ თვალი უნდა გაუსწორონ სიმართლეს, არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს და უნდა დაიწყოს „დეგრუზინაზაციის“ პროცესი.

„გუშინ, 2025 წლის 6 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა, ფაქტობრივად, იდეოლოგიური დოქტრინა, რომელიც შემდეგი პოსტულატებისგან შედგება:

Mikheil Saakashvili :

„არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს. არის ორი ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო… “

Mikheil Saakashvili :

„ახლა უნდა მივხვდეთ ერთ რამეს – ჩვენ და მათ (გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებს – ვ.მ.) ერთ ქვეყანაში არ დაგვედგომება. სახეზეა ძალიან ღრმა შეუთავსებლობა და ნამდვილი სამოქალაქო კონფლიქტი“.

Mikheil Saakashvili :

„საქმე იმაშია რომ ერთ მხარეს ვართ ცივილიზაცია და მეორეს მხრივ სრული ბარბაროსები“.

Mikheil Saakashvili :

„აქეთ მხარეს ვართ ევროპა იქით რუსეთი და აზია, აქეთ ვართ პროგრესი და იქით სრული ჩამორჩენილობა… აქეთ ვართ სიკეთე და იქით ბოროტება.

Mikheil Saakashvili :

„ჩვენ (გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებს – ვ.მ.) განვსხვავდებით ჩვენი საუბრის მანერით და ლექსიკით, ჟესტიკულაციით, მიხვრა მოხვრით. თვალების გამოხატულებით“.

Mikheil Saakashvili :

„განვსხვავდებით ანთროპოლოგიურად…“

Mikheil Saakashvili :

„ასე რომ მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ ყველანი, ამ ეტაპზე ჩვენი და მათი შერიგება ვერ მოხდება“.

Mikheil Saakashvili :

„გამარჯვების შემდეგ წინ გვაქვს ხანგრძლივი დეგრუზინიზაციის პროცესი რათა აღარასდროს დავუშვათ მათი აღზევება“.

მიზანი სრულიად მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და, თუმცა, ამ მიზნის მიღწევის ფორმაზე პირდაპირ არაფერს ამბობს, მაგრამ თუ შინაარსს და ლექსიკას გავითვალისწინებთ, კუკარაჩასი არ იყოს, ქელეხის ხარჯების გარდა, ყველაფერი გასაგებად წერია.

უკვე მივეჩვიეთ, რომ ადამიანების ერთი ნაწილი ღრმად არის დარწმუნებული საკუთარ განსაკუთრებულობაში და შეპყრობილია განცდით, რომ თვითონ, რატომღაც, უზენაეს ჭეშმარიტებას ფლობს და მთელმა ქვეყანამ მის ჭკუაზე უნდა იაროს! ვინც „ჯიუტობს“ და განსხვავებულ აზრებს გამოთქვამს, ის არასრულფასოვანი არსებაა, „გრუზინია“, „ბარბაროსია“, „ბნელია“ და „რუსია“, რომელიც ან „ახალ ადამიანად“ უნდა გადაადნო, ან, „ჩარეცხო“.

ამ ყაიდის ხალხი საკუთარ განსაკუთრებულობას დიდად არც არასდროს მალავდა, მაგრამ, ოფიციალურად, აქამდე, მაინც ჩვეულებრივ ადამიანებად რჩებოდნენ და პარტიასაც იმიტომ ერქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომ მთელი ქვეყნის გამაერთიანებლის პრეტენზია ჰქონდა.

2025 წლის 6 ნოემბერს კი მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ საქართველოს „პროგრესულ“ ნაწილს მიმართა და უთხრა – თვალი გაუსწორეთ სიმართლეს, არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, არის ორი ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო და ვისაც მიგაჩნიათ, რომ „პროგრესს“, „ცივილიზციას“ და ყველანაირ სიკეთეს განასახიერებთ, დავიწყოთ „დეგრუზინაზაციის“, ბარბაროსების ჩარეცხვის და უტილიზაციის პროცესიო… ეს დეგრუზიზაცია სწორედ თქვენ უნდა განახორციელოთ, რადგან თქვენ ყველაზე ჭკვიანები, მებრძოლები, კეთილები, პროგრესულები და თვალების მოხატულობითაც და მიხვრა-მოხვრითაც ძალიან სხვანაირები ხართო!

ხოლო „გრუზინები“ ვინ არიან, მათი ცნობა ძნელი არ არის, ბნელები, ბარბაროსები და, ანთროპოლოგიურადაც განუვითარებლები!… (ამ „ანთროპოლოგიური სეგრეგაციის პასაჟს“ ზოგიერთი ელჩი, ცხადია, არ შეიმჩნევს, ისევე როგორც ჩვენმა ე.წ. უფლებადამცველებმა არ შეიმჩნიეს.)

6 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე მის მიერვე შექმნილი პარტიის ოფიციალური მიზნები და იდეოლოგია ფაქტობრივად გადააფორმატა და თუ ამ გამოქვეყნებული დოქტრინით ვიმსჯელებთ, ამჯერად საქმე გვაქვს სოციალურ დარვინიზმზე დაფუძნებულ ნაცისტურ იდეოლოგიის მქონე პარტიასთან, რომელიც არსებულ პოლიტიკურ რეალობასთან ღია კონფქლიტში შედის, ცხადია, რომ უარს ამბობს არჩევნებზე და მიზნად ისახავს „დეგრუზინიზაციას“, რაც პირდაპირი მწვავე კონფლიქტის დაანონსებას ნიშნავს. ცხადია, ამ პროცესს გულხელდაკრეფილი არც მეორე მხარე შეხვდება და შეიძლება ამ დოქტრინის შემოგდების ერთ-ერთი მიზანი ისიც იყოს, რომ ადამიანები ურთიერთანგარიშსწორებისთვის წააქეზონ!

თუმცა, ეს დოქტრინა მხოლოდ ერთი კაცის თავში აღმოცენებულს არ ჰგავს, და ინტერნაციონალური ნააზრევის შთაბეჭდილებას ტოვებს. არ არის გამორიცხული, რომ გეგმავდნენ პოლიტიკური ველის გადატვირთვას, პოლიტიკური ცენტრის ისევ სააკაშვილთან დაბრუნებას და ბრძოლის გაგრძელებისთვის ახალი კიდევ უფრო აგრესიული იდეოლოგიური საფუძვლის შექმნას.

ამ დოქტრინამ უნდა გააერთიანოს ის ადამიანები, რომლებიც „სააკაშვილის სიმართლეს“ თვალს გაუსწორებენ და თავს დაირწმუნებენ, რომ: თვითონ არიან ცივილიზაცია, მეორე მხარეს არიან ბარბაროსები! თვითონ არიან პროგრესი, იქით არის ჩამორჩენილობა! აქეთ არის სიკეთე და იქით არის ბოროტება! ერთმანეთთან არაფერი აერთიანებთ, ერთმანეთისგან ანთროპოლოგიურადაც კი განსხვავდებიან, ამიტომ სამოქალაქოს დაპირისპირებას მწვანე შუქი აქვს ანთებული!

რასაკვირველია, ამ პრიმიტიულ ფრაზებში არც არგუმენტებია და არც – ლოგიკა, მაგრამ მანიპულირების ოსტატები მასებზე ზემოქმედებას სწორედ ასეთი პრიმიტიული და ხშირად უაზრო ფრაზებით ახდენენ და ადამიანებს მიმართავენ როგორც უკიდურესად უღრესად ბრიყვებს – თქვენ ხართ ძალიან კარგები, იმიტომ რომ ძალიან კარგები ხართ, წინ დიდი ბედნიერება გელით, რაშიც ხელს გიშლიან ძალიან ცუდი ადამიანები, რომლებიც ცუდები არიან იმოტომ, რომ ცუდები არიან და ამიტომ საჭიროა, მათი განადგურება.

ასეთი ხერხი ძალიანაც ჭრის. მსოფლიო ისტორია სავსეა იმის მაგალითებით, როდესაც დიდი ქვეყნების ცენტრალურ მოედნებზე შეკრებილი ათიათასობით ადამიანი ამაზე ბევრად უფრო პრიმიტიული ფრაზებით მოუხიბლავთ.

სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა ქვეყანაში ამ ცუდ ადამიანებს სხვადასხვა დამამცირებელი სახელები ერქვათ, დღეს საქართველოში „გრუზინებს“ არქმევენ და ადამიანებს „დეგრუზინიზაციისკენ“ მოუწოდებენ. ნუთუ, ვინმეს ახსნა სჭირდება, ეს რას ნიშნავს და რისთვის კეთდება?!

ლანძღვა-გინება, ადამიანების მორალური და ფიზიკური განადგურების მცდელობა, ისედაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად არის ქცეული და ამას „დეგრუზინიზაციას“ დავარქმევთ თუ დეადამიანიზაციას, სინამდვილეში ჩვეულებრივ კანიბალიზმთან გვაქვს საქმე.

Mikheil Saakashvili თავის დოქტრინაში გვეუბნება:

„განვსხვავდებით ანთროპოლოგიურად…“

და იქვე გამოსავალს გვთავაზობს:

Mikheil Saakashvili :

„ერთ ქვეყანაში არ დაგვედგომება“,

როდესაც სიტყვა მასობრივი განადგურების იარაღად არის გადაქცეული, ცხადია, ამ იარაღს აუცილებლად გამოიყენებენ პროფესიონალი მანიპულატორები, რომლებიც ვითარების უკიდურესად დაძაბვიდან ელიან სარგებელს და ამიტომ ყოველნაირად ეცდებიან საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩვას, ერთმანეთზე გადაკიდებას და ადამიანების დარწმუნებას, რომ ვინც სხვაგვარად ფიქრობს, ის არის ბნელი, ბარბაროსი, მოღალატე, ტარტაროზი და ანთროპოლოგიურადაც დაბალგანვითარებული და მათთან ერთ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელია. შემდეგ მეორე მხარეც დაიჯერებს, რომ განადგურებას უპირებენ, ისიც ხელს გამოიღებს და დაიწყება!

თავისი დოქტრინის ბოლოთქმად სააკაშვილმა, თითქოს, პაწია იმედის დატოვება მაინც სცადა:

Mikheil Saakashvili :

„სინამდვილეში ერთადერთი, რაც გვაერთიანებს გრუზინებთან არის ალბათ ის, რომ მოგვწონს ერთნაირი კერძები…“

მაგრამ კერძის სიყვარულმაც კი ვიღაცასთან რომ გაგაერთიანოს, სულ ცოტა, არ უნდა გეეჭვებოდეს, რომ იმ ვიღაცას კერძში ჩააფურთხება და ქვევრში ჩააფსმა შეუძლია!“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ – ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებს თუ თავს დაესხმებიან, რეგიონის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა განადგურდება

ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებს თუ თავს დაესხმებიან, რეგიონის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა განადგურდება, – ამის შესახებ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს.„ჩვენ ვაფრთხილებთ აგრესორ მთავრობას და მის ყველა მოკავშირეს, რომ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებზე პატარა თავდასხმასაც კი, მოჰყვება ჩვენი გამანადგურებელი და დამანგრეველი პასუხი. ასეთი აგრესიის შემთხვევაში, რეგიონის ყველა ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა, რომელშიც შეერთებულ შტატებსა და მის დასავლელ მოკავშირეებს პირადი ინტერესი აქვთ, განადგურდება“, – ნათქვამია განცხადებაში.ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანთან ომის დაწყებიდან აშშ-მა ირანის 5 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, მათ შორის 60-ზე მეტ გემს.

რატომ იზრდება ბავშვებში შფოთვა და დეპრესია თანამედროვე სამყაროში

ბოლო წლებში ფსიქოლოგები და მკვლევარები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ბავშვებსა და მოზარდებში შფოთვისა და დეპრესიის შემთხვევები იზრდება. სპეციალისტების შეფასებით, ამ ტენდენციას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს.ციფრული გარემო და სოციალური ქსელები თანამედროვე ბავშვები დიდი დროის განმავლობაში იყენებენ სმარტფონებს, კომპიუტერებსა და სოციალურ ქსელებს. ფსიქოლოგების თქმით, მუდმივი შედარება სხვებთან, ონლაინ კრიტიკა და კიბერბულინგი შეიძლება გავლენას ახდენდეს ბავშვების თვითშეფასებასა და ემოციურ მდგომარეობაზე.აკადემიური და სოციალური წნეხი დღეს ბევრ ქვეყანაში ბავშვები დიდი კონკურენციის პირობებში სწავლობენ. მაღალი აკადემიური მოთხოვნები, გამოცდები და მომავლის მიმართ შფოთვა ზოგიერთ ბავშვში სტრესისა და დაძაბულობის ზრდას იწვევს.ეკრანთან გატარებული დრო სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეკრანთან გატარებული დრო ხშირად ცვლის ბავშვების ყოველდღიურ ჩვევებს. ნაკლები ფიზიკური აქტივობა, ნაკლები დრო ბუნებაში და ძილის დარღვევა შესაძლოა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც აისახოს.სოციალური იზოლაცია მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ონლაინ მუდმივად დაკავშირებულები არიან, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ რეალური სოციალური ურთიერთობები ხშირად მცირდება. მეგობრებთან პირისპირ კომუნიკაციის ნაკლებობამ შეიძლება მარტოობის განცდა გააძლიეროს.ოჯახური და გლობალური სტრესი თანამედროვე სამყაროში ბავშვები ხშირად ისმენენ ინფორმაციას ომებზე, ეკონომიკურ პრობლემებზე და გლობალურ კრიზისებზე. ასეთი გარემო ზოგჯერ მათში გაურკვევლობისა და შფოთვის განცდას აძლიერებს.რას ურჩევენ სპეციალისტები ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაცავად მნიშვნელოვანია: მშობლებთან ღია და მხარდამჭერი კომუნიკაცია ფიზიკური აქტივობა და დრო ბუნებაში ეკრანთან გატარებული დროის დაბალანსება საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგთან კონსულტაციასპეციალისტების თქმით, ბავშვების ემოციური კეთილდღეობა მხოლოდ ოჯახების პასუხისმგებლობა არ არის — ეს საზოგადოებისა და განათლების სისტემის ერთობლივი ამოცანაცაა.

კავკასია ახალი გეოპოლიტიკური თამაშის ცენტრში – რატომ გაიზარდა მსოფლიოს დიდი ძალების ინტერესი საქართველოს მიმართ

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასია სულ უფრო ხშირად ხვდება საერთაშორისო პოლიტიკური ანალიზების ცენტრში. რეგიონში მიმდინარე პროცესები, ენერგეტიკული პროექტები და გლობალური პოლიტიკური დაძაბულობა კავკასიას ერთ-ერთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სივრცედ აქცევს. ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო. ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს და მასზე გადის მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზები, რომლებიც ენერგორესურსებისა და ტვირთების გადაადგილებას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ენერგეტიკულ და სატრანსპორტო დერეფნებს, რომლებიც კასპიის რეგიონს ევროპასთან აკავშირებს. ამ პროექტებმა საქართველოს სტრატეგიული როლი კიდევ უფრო გაზარდა. საერთაშორისო ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ თანამედროვე მსოფლიოში გეოპოლიტიკური კონკურენცია სულ უფრო ძლიერდება. ამ პროცესში პატარა ქვეყნებს, რომლებიც მნიშვნელოვან რეგიონებში მდებარეობენ, ხშირად განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. საქართველოსთვის ეს ვითარება ერთდროულად შესაძლებლობებსაც ქმნის და გამოწვევებსაც. ერთი მხრივ, ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა შეიძლება გახდეს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი, მეორე მხრივ კი საჭიროა ფრთხილი და დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მომდევნო წლებში სამხრეთ კავკასია შესაძლოა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს საერთაშორისო პოლიტიკისთვის. სწორედ ამიტომ, საქართველო ყურადღების ცენტრში რჩება როგორც რეგიონული სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით. ექსპერტების თქმით, თუ ქვეყანა შეძლებს სტაბილურობის შენარჩუნებას და ეკონომიკური პროექტების განვითარებას, საქართველო მომავალშიც შეინარჩუნებს მნიშვნელოვან როლს რეგიონულ და საერთაშორისო პოლიტიკაში.

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ არ იცის, დაამხობს თუ არა ირანელი ხალხი რეჟიმს – „თქვენ შეგიძლიათ ადამიანი წყაროსთან მიიყვანოთ, მაგრამ ვერ აიძულებთ, დალიოს“

არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ირანელი ხალხი აჯანყდება მას შემდეგ, რაც ისრაელი თეირანის რეჟიმის დასამხობად პირობებს შექმნის, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.„თქვენ შეგიძლიათ ადამიანი წყაროსთან მიიყვანოთ, მაგრამ ვერ აიძულებთ მას, დალიოს“, - ამბობს ნეთანიაჰუ. „ჩვენ შევქმნით ოპტიმალურ პირობებს ამისათვის, მათ შორის საჰაერო დარტყმების მეშვეობით - როგორც ეს გუშინ გავაკეთეთ და როგორც ამ დღეებში ვაკეთებთ - რათა ვცადოთ და მივცეთ მათ ქუჩაში გამოსასვლელად საჭირო სივრცე“.კითხვაზე, გახდება თუ არა მისი სამიზნე ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, ნეთანიაჰუ პასუხობს: „მე არცერთი ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის სახელზე სიცოცხლის დაზღვევის პოლისს არ გავაფორმებდი“.

გოგა გულორდავა – მედიაში არსებული პრობლემები იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავას განცხადებით, ქვეყანაში სახელმწიფო მიდგომის შედეგად გარანტირებულია მედიაპლურალიზმი და მრავალფეროვნება, თუმცა, მედიაში აშკარაა ისეთი გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც პირველ რიგში მაყურებელს აზიანებს და ზრდის პოლარიზაციას.მისივე განცხადებით, აღნიშნული პრობლემები ასახულია ბევრ საერთაშორისო ანგარიშში.„წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები და გამოწვევები გვაქვს. სამწუხაროდ, დღეს მედია გაჯერებულია ყალბი ამბებით, მიკერძოებული საინფორმაციო გადაცემებით, ფაქტის დამახინჯებით, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით პოლარიზაციის გაღვივებით, სიძულვილის ენის დათესვით, რაც საბოლოო ჯამში მედიის საზოგადოებაზე გავლენის მასშტაბიდან გამომდინარე, უკვე გასცდა იმ ჩარჩოებს, რასაც მედიაში არსებული გამოწვევა და პრობლემა ჰქვია. ის უკვე გადავიდა საზოგადოებაში. ნათლად ჩანს, რაოდენ პოლარიზებას ახდენს მედიიდან გამოწვეული ზეგავლენა უკვე საზოგადოებაში, თუ რაოდენ პოლარიზებულია საზოგადოება, რაოდენ მიუღებელი ხდება განსხვავებული აზრის გამოხატვა – რაზეც ვთანხმდებით, რომ ასე ვერ გაგრძელდება. ეს ყველაფერი ისახება საზოგადოებაზე და ზიანდება მაყურებელი, ზიანდება ჩვენი საზოგადოება. ამიტომ, რეგულაცია და მისი უმთავრესი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ამ მავნე ზეგავლენისგან დავიცვათ ჩვენი საზოგადოება“, –  განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.

ბოლო სიახლეები