პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის
მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ვასილ გველესიანმა, წინასაარჩევნო კამპანიის
ფარგლებში ცენტარული ქალაქის ტერიტორიაზე მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
„დღეს, ქალაქის ტერიტორიაზე დავიწყეთ შეხვედრები. პირველი შეხვედრა საყავრიის
ადმინისტრაციულ ერთეულში გავმართე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ
ღამბაშიძესთან და დეპუტატობის კანდიდატ გიორგი კაკოიშვილთან ერთად.
ბოლო წლების განმავლობაში საყავრიის ტერიტორიაზე ბევრი მნიშნელოვანი პროქტი
განხორციელდა. სრულადაა მოწესრიგებული წყალმომარაგება და საგზაო
ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა პირველ საჯარო სკოლას, ლაღიძის ქუჩაზე
რეაბილიტირდა სპორტული მოედანი. დაგეგმილია ჭავჭავაძისა და მერჩულის ქუჩაზე
არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია.
მოსახლეობა მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატ გიორგი
კაკოიშვილს, მისი დეპუტატობის პერიოდში განხორციელებული პროექტებისათვის და
უდიდეს იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ის უფრო მეტის
გაკეთებას შეძლებს.
მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდო მოსახლეობის ჩართულობა, რადგან თითოეული
პროექტი დაიგეგმოს და განხორციელდეს მოსახლეობის სურვილისამებრ“- განაცხადა
ვასილ გველესიანმა.
ვასილ გველესიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ
„უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით ფასეულია ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული სტუდენტების მხარდაჭერა, მათი მოტივაციის გაძლიერება, მათი შემეცნების სურვილისა და პროფესიონალიზმისკენ სწრაფვის ხელშეწყობა. ეს ამხნევებს სხვა ახალგაზრდებსაც და აძლევს რწმენას, რომ მათი შრომაც აუცილებლად დაფასდება. მსგავსი მიდგომა კი საქართველოს მდგრადი მომავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის საიუბილეო ღონისძიებაზე განაცხადა, რომელზეც ფონდის პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტების მაღალრეიტინგულ სტუდენტებს სტიპენდიები გადაეცათ.როგორც სტუ-ის მერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი ფაკულტეტის აკადემიური მოსწრების მხრივ უმაღლესი რეიტინგის მქონე ოთხი სტუდენტი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტი გახდა. ოთხივე მათგანს მიმდინარე აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ფონდის სტიპენდია მოიპოვეს მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრის უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებმა: მარიამ ჯანიაშვილმა - სამშენებლო ფაკულტეტიდან; გურამ ნაცვლიშვილმა - არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან; ნანა ლაბაძემ - აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტიდან; ლიზი ბაგაშვილმა - სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტიდან;პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შერჩეულ 20 სტიპენდიანტს ფონდის დამფუძნებელი, ბიზნესმენი და მეცენატი თამაზ ბექაია, საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი ლევან ბექაია და ფონდის პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შეხვდნენ, ფონდის მიმდინარე და სამომავლო ინიციატივები გააცნეს, სტიპენდიის მოპოვება მიულოცეს და წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. როგორც მათ აღნიშნეს, თითოეული წარჩინებული ახალგაზრდა სემესტრის მანძილზე, ფონდისგან ყოველთვიურ სტიპენდიას 300 ლარის ოდენობით მიიღებს.სტიპენდიანტებთან ერთად საგანმანათლებლო ფონდის დაარსებიდან 5 წლის საიუბილეო ღონისძიებაში ფონდის პარტნიორი ექვსი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები, ვიცე-რექტორები, წარმომადგენლები, ასევე, საჯარო სკოლების ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი, ასევე, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე - ასოცირებული პროფესორი თამარ ჭანტურია, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გია ჭიჭინაძე და სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ნინო მაისურაძე.დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტიპენდიანტმა სტუდენტებმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადეს. მათი თქმით, სტიპენდიის მოპოვება ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც არის, ამასთან ერთად, ახალგაზრდებს ცოდნის მეტად გაღრმავებისკენ უბიძგებს და ახალი აკადემიური წარმატებებისკენ გზას უხსნის. როგორც მათ აღნიშნეს, სახელმწიფო სტიპენდიასთან ერთად ფონდის სტიპენდია მათ აძლევს შესაძლებლობას, სრულად კონცენტრირდნენ სწავლაზე, აქტიურად ჩაერთონ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და მომავალში საკუთარი ცოდნა ქვეყნის განვითარებას მოახმარონ. სტუ-ის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს საიუბილეო თარიღი მიულოცა, სწავლის წახალისებისა და ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებისთვის, მადლობა გადაუხადა, სტიპენდიანტებს კი წარმატებები უსურვა.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით ვულოცავთ თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს, მის დამფუძნებელს საიუბილეო თარიღს. განსაკუთრებით დასაფასებელია ფონდის თანმიმდევრული მხარდაჭერა ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდების მიმართ, რითაც ეს მეცენატი ორგანიზაცია მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც ახალგაზრდების აკადემიური პოტენციალის სრულ გამოვლენას, ისე ქვეყნის ინტელექტუალური რესურსის გაძლიერებას. ჩვენთვის, როგორც უმაღლესი საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლისთვის, უმნიშვნელოვანესია ისეთი ინიციატივები, რომლებიც ზრდის აკადემიურ მოტივაციას, ახალგაზრდებს უქმნის შესაძლებლობას, სრულად კონცენტრირდნენ პროფესიულ და სამეცნიერო განვითარებაზე. მადლობას ვუხდით ფონდს ამ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის და გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მასშტაბური და შედეგიანი პროექტებით გაგრძელდება. სტიპენდიანტებს ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და ახალ წარმატებას და რაც მთავარია პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას საქართველოს საკეთილდღეოდ“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.ცნობისათვის, დაარსებიდან 5 წლის მანძილზე თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს 185 სტიპენდიანტი და 30 პრემიის მფლობელი ჰყავს, მათ შორის 33 ახალგაზრდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და კურსდამთავრებულია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და 6 პარტნიორ უნივერსიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი პრიორიტეტული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებს, ყოველსემესტრულად, წამახალისებელ, ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველაზე მაღალრეიტინგულ აბიტურიენტებს, ყოველწლიურად, ერთჯერადი პრემიით აჯილდოებს.
ილია თოფურია, UFC-ს სხვა მებრძოლებთან ერთად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა
ილია თოფურია, UFC-ს სხვა მებრძოლებთან ერთად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა.აშშ-ს პრეზიდენტმა იმ მებრძოლებს უმასპინძლა, რომლებიც 15 ივნისს თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ს ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება.ილია თოფურია ორგანიზაციის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის შეხვდება.29 წლის თოფურია UFC-ს ორი წონის ჩემპიონია. 2024 წლის თებერვალში მან ქვემსუბუქი დივიზიონის (66კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონი ქართველი 2025 წლის ივნისში გახდა, მან ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას სძლია. რაც შეეხება 37 წლის ჯასტინ გეიჯის, ამჟამად ის დივიზიონის დროებით ქამარს ფლობს.
დონალდ ტრამპი – ირანი თუ გამდიდრებული ურანის გადაცემაზე დაგვთანხმდება, ომი დასრულდება, თუ არ დაგვთანხმდება – დავბომბავთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა PBS News-თან სატელეფონო საუბარში ირანთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გამოთქვა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზას უახლოვდება.„ვფიქრობ, ძალიან კარგი შანსი გვაქვს, კვლავ გარიგება დავდოთ. თუ ეს არ მოხდება, ძველ გზას დავუბრუნდებით“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს გამდიდრებული ურანის შეერთებული შტატებისთვის გადაცემას.„თუ დაგვთანხმდებიან – დასრულდება, თუ არ დაგვთანხმდებიან – დავბომბავთ“, – აღნიშნა მან.ამასთან, დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, რომ შეთანხმება დაიდოს ჩინეთში მის ჩასვლამდე, მომავალ კვირაში.„იდეალური იქნებოდა. სავალდებულო არ არის, მაგრამ იდეალური იქნებოდა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„…ისეთი რაღაცები მითხრა, მაშინ წარმოუდგენელი იყო“ – პატრიარქის დაცვის უფროსი
პატრიარქის დაცვის უფროსი ნოე სულაბერიძის გადაცემის სტუმარია. ილია მეორესთან გატარებულ წლებსა და მნიშვნელოვან ეპიზოდებზე, ვანო კობაიძე საჯაროდ პირველად საუბრობს.„მწირი ინფორმაციაა პატრიარქის დედასთან დაკავშირებით და მე მოკლედ მოგიყვებით... მამა გაბრიელმა გამაჩერა და ისეთი რაღაცები მითხრა, მაშინ, იმ პერიოდში წარმოუდგენელი იყო... ის იქნება ბოლო წმინდანი საქართველოში და მოუფრთხილდი ჩვენს პატრიარქსო. პატრიარქი მეგონა უკვდავი... მადლობა უფალს, რომ მომიწია მძიმე პერიოდში მისი უწმინდესობის გვერდზე დგომა...როგორც რენტგენი, ისე ხედავდა ყველაფერს...ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება, უწმინდესი, ყველაზე გახარებული, მე მაშინ ვნახე...“, - ამბობს ვანო კობაიძე.ექსკლუზიურ ინტერვიუს მაყურებელი გადაცემაში „ნოესთან“ იხილავს.ნახეთ, ანონსის ვიდეო:
მეუფე იაკობი – ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ, ვაღიაროთ, ისე არ არის, წახვიდე და უცხოელებს უთხრა, „აბა, ლეგიტიმაცია შენ მომეცი“ – ვისაც გართობა უნდა ტელევიზორთან,...
ჩვენი არჩევნები არ ჰგავს ერში რომ არჩევნებია იმას - ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ, ვაღიაროთ - ისე არ არის, წახვიდე და უცხოელებს უთხრა, „აბა, ლეგიტიმაცია შენ მომეცი“ - ცოტა ხანი, ვისაც გართობა უნდა ტელევიზორთან, გაერთოს, გადაწყვეტილებას კი, ღმერთთან ერთად, ჩვენ მივიღებთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.მისივე თქმით, პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს და საკითხში არავინ ერევა.მეუფე იაკობი აღნიშნავს, რომ „ჩვენი ეკლესია ძალიან საიმედო ხელშია“.„სანამ გამოვირჩევთ ახალ პატრიარქს, პრესა-ტელევიზიებში ვნებათაღელვაა ხოლმე. მათაც ვერ გაამტყუნებ ამაში, რაღაც თემის აწევა უნდათ. მერწმუნეთ, ყოველ დღე მაგ საქმეებში ვართ, ვემზადებით, შიგნით სიმშვიდეა, არავინ ერევა და არც გავაბედინებთ ვინმეს ჩარევას, რომც უნდოდეს. შიგნითაც, ჩვენს წევრს რომ უნდოდეს ჩარევა, ის ვერ გაგვიბედავს, არათუ გარედან ვინმემ გაგვიბედოს, ეგ კარგად იცოდეთ, ქვეყანაში იქნება თუ ქვეყნის გარეთ. ასეთი რამ არ ხდება, თორემ გამოვიდოდნენ და იტყოდნენ. სამი კანდიდატი დარჩა და რომელიმე მაინც იტყოდა. ყველაფერი ნორმალურად მიდის. მალე, ალბათ, კრების თარიღსაც გადავწყვეტთ, გამოვირჩევთ და ვნებათაღელვაც დაცხრება. მთავარია, ღმერთს რა უნდა ის ვიფიქროთ ხოლმე და არა ის, მე ის მომწონს, მე ეს მომწონს. ადამიანი ყველაფერში ღვთის ნებას უნდა ეძიებდეს. მერწმუნეთ, რაღაც უძლურები არ გეგონოთ. უწმინდესმა თავისი სიცოცხლეშივე გვასწავლა, როგორ უნდა იმართოს ეკლესია. ძალიან საიმედო ხელშია ჩვენი ეკლესია და ვისაც გამოვარჩევთ, აუცილებლად გავაგრძელებთ ისევ თქვენთან ერთად სულიერ წინსვლას. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა სულიწმიდის მადლით აგავსოთ.არ ინერვიულოთ. მკითხავებივით არიან - ესა, ისა, ამას ამდენი ხმა, იმას იმდენი ხმა. ჩვენზე კარგად არავინ იცის, რა ხდება, როგორ ხდება. ერთმანეთში მშვიდობაა. ზოგჯერ შეიძლება ვინმე უკმაყოფილო იყოს, მაგრამ უკმაყოფილოს რა დალევს?! არც ეკლესიაში დაილევა და არც გარეთ გვაკლია. ჩვენი არჩევნები არ ჰგავს ერში როგორც არის არჩევნები. სხვანაირად არის და ვისაც ავირჩევთ, ვალდებულები ვართ, ვაღიაროთ. ისე არ არის წახვიდე და უცხელებს უთხრა, „აბა, ლეგიტიმაცია შენ მომეცი“. ჩვენსას ჩვენ გადავწყვეტთ, უცხოელები თავისას მიხედავენ. არც არავის საქმეში ვერევით და არც არავის ჩავრევთ. არ ინერვიულოთ მაგაზე. უმეტესობასთან, ვისთანაც ვსაუბრობ, მზად ვართ, რომ ერთობით და ერთსულოვნად, არ შეგარცხვინოთ, არც ღმერთს დავწყვიტოთ გული და არც თქვენ. ყველაფერი კარგად იქნება, ღვთის შეწევნით, მერწმუნეთ. ცოტა ხანი ვისაც გართობა უნდა ტელევიზორთან, გაერთოს, გადაწყვეტილებას კი, ღმერთთან ერთად, ჩვენ მივიღებთ,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.ცნობისთვის, წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან:საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განაცხადა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი მიიღო 7-7 ხმა. ამასთან, მისივე განმარტებით, სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი.
