ოთხშაბათი, ივლისი 1, 2026

ვარლამ ლიპარტელიანი – ვარდენ მაჭავარიანი დებატებზე საუბრობს, თითქოს დისკუსიის და აზრთა ურთიერთგაცვლის მომხრეა, დებატებში პრემიერის მიწვევას გაექცა და ვერც ჩვენს შეხვედრებზე მოსვლა გაბედა

ვარდენ მაჭავარიანს ვიდეო ჩაუწერია და არ მინდა, ეს „პატარა ნაციონალი“ უპასუხოდ დავტოვო. პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო მას, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შეურაცხყოფას ნუ აყენებს. ჩვენს შეხვედრებს გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდები ესწრებოდნენ და სხვათა შორის, ამაში არავინ არანაირ ხელფასს არ იღებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, მიხეილ მაჭავარიანის შვილის, ვარდენ მაჭავარიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით წერს.

კერძოდ, ვარდენ მაჭავარიანი ვიდეოში აღნიშნავს:

„არ მინდა, ამ ახალგაზრდა ხალხს დავცინო, ან „ქოცი“ ვეძახო, ან რამე ცუდი ვთქვა. პირიქით, მინდა, ველაპარაკო, ისინიც გველაპარაკონ და რაღაცები იქნებ ავუხსნა. თან კარგად იცით, „ოცნების“ ახალგაზრდებო, რომ ჩემი სახით არ გელაპარაკებათ არც „ნაცი“, არც „აკაცუკი“, არც რადიკალი და არც ვიღაც მორიგი ხაზარაძე, გვარამია და ა.შ. თქვენხელა 24 წლის ბიჭი ვარ და მგონია, რომ ახალგაზრდა ხალხს ამ ქვეყანაში უნდა გვაერთიანებდეს ის, რაც არის ქვეყნის სიყვარული. არ გიფიქრიათ, რომ რეალურად არანაირი პროცესის მონაწილეები არ ხართ და მაგ შეხვედრებზეც იმიტომ გატარებენ, რომ უბრალოდ დარბაზი შეავსოთ. არა, ძმებო, მგონი, არანაირი საქმე არ გაქვთ ამ ყველაფერს რომ უყურებ. ისეთ ადგილას არ უნდა იყო, შენი სახელისა და გვარის თქმა რომ გიტყდებოდეს. თუ მართლა საქმე და პოლიტიკა გინდა, რავიცი, გამომყევი, ხალხს ველაპარაკოთ პრობლემებზე ან ბარიგების რეკლამების წასაშლელად, რა, ცუდი საქმეა რომელიმე? ტეხავს? ერთადერთი, ხელფასები არ არის ჩვენთან, „ოცნებისგან“ განსხვავებით, ხალხის ჩარიცხულით ვაკეთებთ იმ საქმეებს, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ზოგადად, ენთუზიამით ჯობია საქმის კეთება. ასევე, ამ პარტიას, რომლის წევრებიც ხართ, ან ხდებით, ამ ქვეყნისთვის და ჩვენი მომავლისთვის კარგი რომ უნდოდეს, დაფიქრდით, მმართველობის 14 წლიდან 14-ვე წელი ეყოლებოდათ ხან პრემიერი, რომლის სახლში პოულობენ ხალხისგან მოპარულ მილიონებს, ან „დიფ სთეითის“ ზარით დანიშნული აგენტები, ან კოკაიშნიკები, როგორც თავის ყოფილ თანაგუნდელებს თავადვე უწოდებენ „ოცნების“ წევრები. თუ არ მეთანხმებით და რაიმე კითხვები გაქვთ, არც ეგ არის პრობლემა, მე მზად ვარ სადებატოდ და სალაპარაკოდ. თან თვითონ ცოტნე ივანიშვილიც ამბობს, რომ ახალგაზრდებს შორის დისკუსია და დებატები საჭიროა. ხოდა დაუჯერეთ და იქნებ ცოტნეც კი წამოვიდეს ამაზე თვითონ“.

ვარდენ მაჭავარიანის განცხადების საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დებატებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებით მაჭავარიანის ყველა განცხადება ყალბია. ლიპარტელიანის თქმით, მაჭავარიანს ტელევიზიაში დებატებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცა ისევე, როგორც ღია იყო მისთვის ახალგაზრდული ორგანიზაციის ნებისმიერ შეხვედრაზე დასწრება, შესაბამისად, იმის აუცილებლობა, რომ მაჭავარიანთან რაიმე სპეციალური ფორმატი შეირჩეს დებატებისთვის, არ არსებობს.

„ვარდენ მაჭავარიანს ვიდეო ჩაუწერია და არ მინდა, ეს „პატარა ნაციონალი“ უპასუხოდ დავტოვო. პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო მას, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შეურაცხყოფას ნუ აყენებს. ჩვენს შეხვედრებს გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდები ესწრებოდნენ და სხვათა შორის, არავინ არანაირ ხელფასს არ იღებს ამაში. ჩვენს ქვეყანას უამრავი ნათელი ახალგაზრდა ჰყავს, რომლებსაც მთავარ მიზნად ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება აქვს დასახული.

დებატებზე საუბრობს და საზოგადოების წინაშე უნდა თავის წარმოჩენა, თითქოს დისკუსიის და აზრთა ურთიერთგაცვლის მომხრეა. არადა ამ დროს, ვარდენ მაჭავარიანი ჯერ პრემიერ-მინისტრის მიწვევას გაექცა და ვერ გაბედა ტელეკომპანია „იმედზე“ დებატებში მისვლა, რისი გამართლებაც შემდეგ სასაცილო, აბსურდული სანქცირების მიზეზით ახსნა. ამის პარალელურად, გასული სამი თვის მანძილზე 11 მასშტაბური შეხვედრა გავმართეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენს კონფერენციებს ძალიან ბევრი განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქე დაესწრო, იყო ბევრი კამათი, ბევრი დაძაბული დისკუსია. ვარდენ მაჭავარიანს ჩვენს ახალგაზრდულთან, მათ შორის ცოტნე ივანიშვილთან საუბარი თუ სურდა, რომელიც ჩვენს შეხვედრებს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, შეეძლო, ნებისმიერ შეხვედრაზე მოსულიყო, მოსულიყო მისი პარტიის წევრებთან ერთად და გამოეხატა ნებისმიერი პოზიცია ნებისმიერ თემაზე. ცხადია, ვერც ჩვენს შეხვედრებზე მოსვლა გაბედა, რადგან ძალიან კარგად იცის, არაჯანსაღი პოზიციიდან ჩვენთან, მმართველი გუნდის ახალგაზრდებთან ყველანაირი კამათი მისთვის მარცხით დასრულდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ყალბია ყველა მისი განცხადება, რომ აქვს მზაობა, მონაწილეობა მიიღოს დებატებში. მესმის მისი – რთულია, ითამაშო დამოუკიდებელი პოლიტიკოსის როლი, როდესაც პირდაპირ დაკავშირებული ხარ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებთან და მათ გაგრძელებას წარმოადგენ. არც იმის აუცილებლობას ვხედავ, რომ ვარდენ მაჭავარიანისთვის სპეციალური ფორმატების ძიება დავიწყოთ მასთან სადებატოდ.

ჩვენს ორგანიზაციას უახლოესი თვეების მანძილზე აქვს დაგეგმილი არაერთი პროექტი, მათ შორის ვაპირებთ, გავაგრძელოთ ახალგაზრდებთან დისკუსია ახალ, საინტერესო ფორმატში, რომელზეც დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გავავრცელებთ. აქედან გამომდინარე, ვარდენ მაჭავარიანს ექნება საშუალება, კიდევ ერთხელ არ გაექცეს დისკუსიას და მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდულ დისკუსიებში, რომელიც განახლებული სატელევიზიო სეზონის დაწყებიდან მალევე შედგება“, – წერს ლიპარტელიანი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თეა წულუკიანი თაზო დათუნაშვილს: თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში – მისი მონაწილეობით დამტკიცებული საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ...

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი, "ლელოს" წევრის, თაზო დათუნაშვილი განცხადებას ეხმიანება, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თენგიზ შარმანაშვილს "ზეზეული გვამი" უწოდა.წულუკიანი "ლელოს" სააკაშვილის გამოყენებულებს უწოდებს და ინტერესდება, შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ ადგათ მათ ყელზე, სადაც სწორედ იმაზეა საუბარი, თუ როგორ იყენებდა მიხეილ სააკაშვილი ბიზნესის რეკეტისთვის "ლელოს" წარმომადგენლებს."ბატონი თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. ანტიქართველური და სამარცხვინო გამოხდომა. შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული, საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე, შემთხვევით? ბიზნესის რეკეტისთვის როგორ აყენებინებდით თავს ლელოები სააკაშვილს, ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრეთ, იმედი მაქვს, ძალიან მალე. სააკაშვილის გამოყენებულები, ესენი!" - წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში. 

ირაკლი ქადაგიშვილი – დავით საყვარელიძის განცხადება არაკორექტულია, მათთვის საქართველო მხოლოდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზეა მნიშვნელოვანი, ქვეყანაზე ამდენი შეტევა ამით არის გამოწვეული

რომელიმე ქვეყნის მაგალითის გადმოტანა, როგორც წესი, უხეში და არასწორია, რამაც შეიძლება, კატასტროფამდეც მიგვიყვანოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა დავით საყვარელიძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „საქართველოს აქვს შანსი, მიაღწიოს აშშ-ის სამხედრო ნაწილების განლაგებას საქართველოში, როგორც უსაფრთხოების გარანტის. აშშ-ს მაინც მოუწევს ირანთან დაპირისპირება და საქართველოს ტერიტორიაც, შეიძლება, ლოგისტიკური ცენტრი გახდეს“.„მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიო გადანაწილება იაპონიას ძვირი დაუჯდა. იაპონიის მასშტაბები საქართველოსგან განსხვავებულია. ვნახეთ, ირანისა და ამერიკის დაპირისპირებამ ყურეში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ამერიკული სამხედრო ბაზები არსებობდა წარმატებულ არაბულ ქვეყნებში, როგორებიცაა კატარი, ემირატები და ა.შ. კონფლიქტოს დროს ეს ქვეყნები ირანის დარტყმების სამიზნე გახდნენ. ანუ, საქართველო, შეიძლება, ზუსტად ისე აღმოჩნდეს ირანის სარაკეტო დარტყმების სამიზნე, თუ ჰიპოტეტურად ამ სცენარს განვიხილავთ. ამიტომ, როცა ასეთ საკითხებზეა საუბარი, ასეთი განცხადებები არაკორექტულია. ამ ადამიანების ფილოსოფია და დამოკიდებულება, ხომ იცით, რა არის უკრაინის ომთან დაკავშორებით? მათი პოზიციაა, რომ უკრაინის ომში საქართველოს ჩართულობით მოხდებოდა რუსეთის დამარცხების წინაპირობა და ამ ფონზე მათ ხელისუფლებაში მოსვლა წარმოუდგენიათ. მათთვის საქართველო მხოლოდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზეა მნიშვნელოვანი. მათთვის ქვეყანა არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს. გახსოვთ, სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა როგორ ადვილად დათმო, რომ უკრაინაში პოლიტიკური კარიერა გაეგრძელებინა. მათთვის ეს ყველაფერი იმ პოლიტიკურ პროექტში მონაწილეობაა, რომელიც გარკვეული გლობალური ძალების ინტერესებს ემსახურება და ამ
შემთხვევაში საქართველო გამოსაყენებელი ერთ-ერთი გეოდრონია, რომელიც თავს ჯერ არავის აყენებინებს. ქვეყანაზე ამდენი შეტევა და ზეწოლა სწორედ აქედან არის გამოწვეული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ანა წითლიძე – ელენე ხოშტარიამ დაადასტურა, რომ ნიკა გილაური საარჩევნო კამპანიაში იყო არაფორმალური ლიდერი, მისი წერილი ჰგავს თავის მართლებასაც და გილაურის წინაშე ვალდებულების მოხდასაც

ამ წერილში ბევრი დეტალი არაგულწრფელია, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამ მაინც ითქვა: ელენემ დაადასტურა, რომ გილაური აქტიურად იყო ჩართული კოალიცია „ახლების“ საარჩევნო კამპანიაში, როგორც არაფორმალური ლიდერი, თუმცა, არაფერს ამბობს ფინანსურ საკითხებზე. მათ შორის უარყოფს ვერსიას, რომ გილაური შუალედურ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილებოდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ელენე ხოშტარიას პოსტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.როგორც წითლიძე აღნიშნავს, ელენე ხოშტარიას ეს წერილი ერთდროულად ჰგავს თავის მართლებასაც და გილაურის წინაშე ვალდებულების მოხდასაც.„ელენე გილაურის პროტესტიდან გაქრობას იმით ამართლებს, რომ „არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა“.მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ გილაურს არ ჰქონდა ვალდებულება, პროტესტში ჩართულ რიგით მოქალაქეებს რატომ უნდა ჰქონდეთ? ან საერთოდ, ვის აქვს ასეთი ვალდებულება დაბადებიდან თანდაყოლილი?ჩემი აზრით, ამგვარ გამართლებას ერთი მიზანი აქვს: კოალიციის ლიდერები გილაურის წინაშე დავალებულები არიან არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მათ საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, არამედ იმიტომაც, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, მათ პირად ხარჯებსაც ფარავდა — მათ შორის, პირადი ავტომობილების სახით.ბოლოს მაინც ყველაფერი გაცხადდება“, – წერს ანა წითლიძე.ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“ გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს: „არცერთ ეტაპზე არ არსებობდა ურთიერთობა, სადაც ნიკა გილაური რაიმე სახის წინაპირობებს, დავალებებს ან მითითებებს გასცემდა. თანამშრომლობის არცერთ ეტაპზე გილაურისგან წინაპირობა პრემიერობის კანდიდატობა არ ყოფილა. მისი პრინციპული და ჩვენგან სრულად გაზიარებული პოზიცია იყო საერთო პრემიერობის კანდიდატი, მათ შორის საუბარი იყო სალომე ზურაბიშვილზეც, როგორც ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატზე“. ამასთან, ელენე ხოშტარიას პოსტში ნათქვამია, რომ მას „მადლობის გარდა, არაფერი ეთქმის ნიკა გილაურისთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაწეული ბრძოლისთვის“.შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველთან“ წერილობით ინტერვიუში პოლიტიკურ პროცესებში გილაურების შემოყვანას „ძალიან მძიმე შეცდომა“ უწოდა. ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „ძმები გილაურები საბანკო დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან და მალე მოვა დრო, როცა ბანკების მესვეურები დიქტატურასთან ერთად გასამართლდებიან“.

აბას არაღჩი – ისლამაბადის მემორანდუმით, აშშ-ს პრეზიდენტმა ვალდებულება აიღო, ალიკაპი გაუკეთოს თავის შინაურ ცხოველებს თელ ავივში, ისინი თუ უგულებელყოფენ პატრონს, ირანი მათ გაწვრთნის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ნებისმიერი მუქარა ირანელი ხალხისა და ლიდერების წინააღმდეგ, მყისიერ პასუხს მიიღებს.„ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი სრულიად ცხადი და საჯაროა ყველასთვის. აშშ-ს პრეზიდენტმა ვალდებულება აიღო, ალიკაპი გაუკეთოს თავის შინაურ ცხოველებს თელ ავივში. ისინი თუ უგულებელყოფენ პატრონს, მაშინ ირანი მათ გაწვრთნის. ნებისმიერი მუქარა ჩვენი ხალხისა და ლიდერების წინააღმდეგ, მყისიერ ძლიერ პასუხს მიიღებს“, – წერს არაღჩი ისრაელის თავდაცვის მინისტრ, ისრაელ კაცის განცხადების საპასუხოდ.ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის მინისტრს  ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, ირანის ახალ სულიერ ლიდერთან დაკავშირებით.  ისრაელ კაცმა თქვა, რომ ის „მონიშნულია სიკვდილისთვის“ და რომ ვიდრე თეირანი ცდილობს ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში „დათმობები მოიპოვოს“ , ისრაელი „არ დაუშვებს, ირანმა ბირთვული იარაღი განავითაროს“.

ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიაში ჩავიდა. ინფორმაციას თავად ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.ზელენსკის ინფორმაციით, ირლანდიაში ქვეყნის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ოფიციალურად დაწყების ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ვიზიტის დროს ის შეხვდება ირლანდიის პრემიერს მაიკლ მარტინს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას.„უკრაინა ყოველდღე ამტკიცებს, რომ იმსახურებს იყოს ჩვენი საერთო ევროპული სახლის თანასწორი ნაწილი. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის საბჭოში ირლანდიის თავმჯდომარეობის დროს შევძლებთ ხელშესახები პროგრესის მიღწევას გაწევრიანების გზაზე და მოლაპარაკების ყველა კლასტერის გახსნას“, - წერს ზელენსკი.

ბოლო სიახლეები