ოთხშაბათი, ოქტომბერი 23, 2024

ვარლამ ლიპარტელიანი: 26 ოქტომბერს საქართველო იქნება ერთიანი – “ქართული ოცნება” და ქართველი ხალხი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და შესაბამისად, გაიმარჯვებს მშვიდობა ომზე

„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, – ამის შესახებ სამგორის რაიონის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა მედიასთან, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს საქართველო იქნება ერთიანი – „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და შესაბამისად, გაიმარჯვებს მშვიდობა ომზე.

„ყველა აქ მყოფი აცნობიერებს იმას, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას. ერთადერთი გუნდია „ქართული ოცნება“, რომელიც მშვიდობის გარანტია და ამას ხალხიც აცნობიერებს. დარწმუნებული ვარ, 26-ში საქართველო იქნება ერთიანი. „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს და შესაბამისად, გაიმარჯვებს მშვიდობა ომზე. ღირსებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით ევროპაშიც აუცილებლად შევალთ“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რატი ბრეგაძე: 26 ოქტომბერს არჩევანი ისე ცხადია, როგორც არასდროს, რადგან შეუძლებელია ადამიანმა აირჩიოს რეგრესი პროგრესის ნაცვლად, შეუძლებელია ადამიანმა ხმა მისცეს ავტოკრატიულ წარსულს დემოკრატიული განვითარების...

26 ოქტომბერს არჩევანი ისე ცხადია, როგორც არასდროს, რადგან შეუძლებელია ადამიანმა აირჩიოს რეგრესი პროგრესის ნაცვლად, შეუძლებელია ადამიანმა ხმა მისცეს ავტოკრატიულ წარსულს დემოკრატიული განვითარების ნაცვლად, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკის“ ეთერში. მისივე თქმით, ამ არჩევნებზე ოპოზიციაში არის ხალხი, რომელსაც აქვს გაცხადებული, რომ სურს სახელმწიფოს, საქართველოს დაზარალება. „26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას აქვს ძალიან მარტივი არჩევანი გასაკეთებელი და ეს არჩევანი ისე ცხადია, როგორც არასდროს, რადგან შეუძლებელია ადამიანმა აირჩიოს რეგრესი, პროგრესის ნაცვლად. ასევე, შეუძლებელია ადამიანმა ხმა მისცეს ავტოკრატიულ წარსულს დემოკრატიული განვითარების ნაცვლად. ვისთან გვაქვს ჩვენ საქმე ამ არჩევნებზე? იმ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ გაცხადებული, რომ სურთ ამ სახელმწიფოს, საქართველოს დაზარალება. ამის კონკრეტული მაგალითები არსებობს. მაგალითად სააკაშვილის გარშემო ატეხილი ხმაურის დროსაც ოფიციალურად გამოვლინდა, რომ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს ჰქონდათ თანხა ლობისტებისთვის გადახდილი მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველო დაესანქცირებინათ. ამას კადრულობდნენ ეს ადამიანები. აი, ხაზარაძეც რომ ავიღოთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანი სრულიად უსამართლოდ და უსინდისოდ ითხოვდა სახელმწიფოსგან მილიარდ-ნახევარ დოლარს, რაც მაშინ საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედი იყო და დავაში გამარჯვების შემთხვევაში სახელმწიფოს ეკონომიკური კოლაფსის ქვეშ აყენებდნენ. მაგრამ მთელ ამ ავანტიურას ავხადეთ ფარდა და საერთაშორისო არბიტრაჟში ერთხელ და სამუდამოდ დადასტურდა, რომ ეს კაცი იტყუებოდა და გაიმარჯვა სიმართლემ“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

გენო პეტრიაშვილი: არ დავუშვებთ, ჩვენს ქვეყანაში ისევ ცვიოდეს ბომბები, თითოეულის ვალია, ჩვენს პატარა საქართველოს გავუფრთხილდეთ, ამისთვის ყველამ დავუჭიროთ მხარი „ქართულ ოცნებას“

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის, გენო პეტრიაშვილის განცხადებით, თითოეული მოქალაქის ვალია, ქვეყანას გაუფრთხილდეს. როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ყველამ ერთად უნდა დაუჭიროს მხარი „ქართულ ოცნებას“. „თითოეული ჩვენგანის უმთავრესი მიზანია, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის, ღირსების, პატიოსნების და ქართველი ერის სიძლიერის მხარეს. არ დავუშვებთ, არცერთ პოლიტიკურ ძალას და გაერთიანებას არ მივცემთ საშუალებას, ჩვენს ქვეყანაში ისევ ცვიოდეს ბომბები, ჩვენი ქვეყანა ისევ თავდაყირა დააყენონ. თითოეულის ვალია, რომ ჩვენს პატარა საქართველოს გავუფრთხილდეთ, ავაშენოთ ძალიან ლამაზი ქვეყანა. ამისთვის ყველამ ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი „ქართულ ოცნებას“ და გავაფერადოთ ნომერი 41“, – აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა. „ქართული ოცნება“ დღეს თბილისში საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას გამართავს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი 19:00 საათზე დაიწყება, რა დროსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩეველს სიტყვით მიმართავენ.

ლაშა ბექაური: ცხოვრებაში რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი ხალხისთვის, ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ვიყო, ჩემი ხალხის გვერდით

ცხოვრებაში რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი ხალხისთვის, ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ვიყო, ჩემი ქართველი ხალხის გვერდით, – ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩემი აქ ყოფნის მიზეზი არის ის, რომ ვიყო ჩემი ქართველ ხალხის გვერდით. ცხოვრებაში რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი ხალხისთვის და ვფიქრობ, ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ვიყო. ეს არის ის გზა, რომელსაც ცხოვრებაში მივყვები ჩემი ხალხისთვის, ჩემი პატრიოტიზმისთვის, ჩემი სარწმუნოებისთვის, აქ ვარ, ჩემი ხალხის გვერდით. ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, უმნიშვნელოვანესი, ძალიან ბევრი რამე წყდება და ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, უნდა მივიდეს არჩევნებზე და სწორ პოზიციაზე დადგეს“, – განაცხადა ლაშა ბექაურმა. „ქართული ოცნება“ დღეს თბილისში საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას გამართავს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი 19:00 საათზე დაიწყება, რა დროსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩეველს სიტყვით მიმართავენ.

სოზარ სუბარი: თუ არ იქნება მშვიდობა, არ გვექნება საქართველო, ამიტომ მშვიდობის შენარჩუნება არის აუცილებელი და აუცილებელია, რომ ქართველი ხალხი წყვეტდეს საქართველოს ბედს

თუ არ იქნება მშვიდობა, არ გვექნება საქართველო, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან ერთად ბარათაშვილის ხიდიდან მსვლელობაში მონაწილეობს. „თუ არ იქნება მშვიდობა, არ გვექნება საქართველო, ამიტომ მშვიდობის შენარჩუნება არის აუცილებელი და აუცილებელია, რომ ქართველი ხალხი წყვეტდეს საქართველოს ბედს და არა ქვეყნის გარედან ისინი, ვისაც საქართველო არ აინტერესებს. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო“, ეს იყო ილია ჭავჭავაძის ლოზუნგი და აი, ამ იდეას, ამ მოწოდებას მივყვებით დღეს. იმდენი ხალხი, რაც დღეს აქ არის შეკრებილი, არ მახსოვს 2012 წლის შემდეგ. ასეთი ერთსულოვნება ქართველი ხალხის, არ მახსოვს 2012 წლის შემდეგ და ეს იქნება სწორედ ის, რაც გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყნის მტრებზე, ეს იქნება ერთსულოვნება”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცოტნე ივანიშვილი: მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი ახალგაზრდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის წინაშე – ომსა და მშვიდობას შორის არის არჩევანი

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი ცოტნე ივანიშვილი თავისუფლების მოედანზე, მმართველი პარტიის აქციას შეუერთდა. მისი თქმით, ქვეყანა დგას ომისა და მშვიდობის არჩევანის წინ. "მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი ახალგაზრდა ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის წინაშე. მე ვთვლი რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ოჯახური ღირებულებები, ჩვენი მშვიდობა, ნათელი მომავალი და მხარი დავუჭიროთ "ქართულ ოცნებას". ომსა და მშვიდობას შორის არის არჩევანი. მმართველი პარტია ძალიან კარგ აქცენტებს. მე ყველა აქცენტს მხარს ვუჭერ და ვეთანხმები. "  - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა "ქრონიკასთან".

ბოლო სიახლეები