ორშაბათი, მაისი 5, 2025

ვალერი გელაშვილი – თავდასხმაზე დამკვეთი იყო მიხეილ სააკაშვილი, შემსრულებლები იყვნენ სპეცსამსახურები, კოდუა და აფხაზეთის სპეცრაზმი, ვანო მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს

იმ სახლის გამო, რომელიც რეზიდენციის მფლობელობაშია ახლა, მოგვივიდა დაპირისპირება, იყო პირადი შეურაცხყოფები მისი მხრიდან, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

„ფულის გადახდას არ აპირებდნენ, მაწვალებდნენ და იძულებული გავხდი, გაზეთში რაღაცები დამეწერა. სტატია დავწერე, ცოტა შეურაცხყოფაც მივაყენე, რადგან მე თვითონ ვიყავი შეურაცხყოფილი. შემდეგ დამემუქრნენ, რომ გაგისწორდებითო. ვილნიუსში ვიყავი და რომ ჩამოვედი ქალაქის ცენტრში მომიწყვეს თავდასხმა. დამკვეთი იყო მიხეილ სააკაშვილი და შემსრულებლები იყვნენ სპეცსამსახურები, კოდუა და აფხაზეთის სპეცრაზმი, ვანო მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა ამ ყველაფერს. ადრე მიხეილ სააკაშვილმა ოქრუაშვილს სთხოვა და ოქრუაშვილმა უარი უთხრა, შემდეგ ვანო მერაბიშვილი დასთანხმდა და მან შეასრულა. ფუძის ძვალი მქონდა მოტეხილი. იშვიათად, რომ ვინმე გადარჩეს ასეთ შემთხვევაში“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სოზარ სუბარი – ე.წ. ზილების რევოლუციის საქმე იყო რეჟიმის შემზარავი სახე, სადაც არ არსებობდა ადამიანის არცერთი უფლება და თავისუფლება

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გოჩა კაკოიშვილის უფლებების შელახვის განხილვისას „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს მედიის მუშაობის პრინციპი გაიხსენა.დეპუტატმა აღნიშნა, რომ ნაწამები გოჩა კაკოიშვილის ამბის მოსასმენად ყველა ტელევიზია მივიდა, თუმცა მხოლოდ ერთმა მცირე ტელევიზიამ გააშუქა.„კიდევ ერთხელ მინდა, გავიხსენო ის შემზარავი დუმილი, რაც მაშინ ქართულ მედიაში იყო გამეფებული. როდესაც ასეთ ნაწამებ ადამიანთან მიდიან ჟურნალისტები ყველა ტელევიზიიდან და ბოლოს არცერთი, ერთი პატარა ტელევიზიის გარდა, არ აშუქებს ამ ფაქტს, ეს ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენს რეჟიმის შემზარავ სახეს, სადაც არ არსებობდა ადამიანის არცერთი უფლება და თავისუფლება. სიტყვის თავისუფლება არათუ არ არსებობდა, უარესი – მედია მთლიანად რეჟიმის სამსახურში იყო ჩამდგარი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 26 მაისთან დაკავშირებით „წინააღმდეგობის მოძრაობამ“ უცხოელი მეგობრები მოიწვია

დისტანციური შეხვედრა გაიმართა „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და ჩვენი მეგობრების, რომლებიც არიან გაერთიანებული საქართველოს მეგობართა ჯგუფში, მათ წარვუდგინეთ ახალი პლატფორმა, მისი მიზნების, მოქმედების და მუშაობის მთავარი წესები, ასევე ის ჯგუფები, რომლებიც შეიქმნა და უშუალოდ მათთან კავშირზე იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.ზურაბიშვილის თქმით, დისტანციურ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპარლამენტარები, ევროპის ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წარმომადგენლები, ასევე აშშ-ის კონგრესისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.„შეხვედრაზე ითქვა, რომ „წინააღმდეგობის პლატფორმა“ დაფუძნებულია „ქართულ ქარტიაზე“ და ჩვენ ერთობლივი მიზანია ახალი არჩევნები, პატიმრების გათავისუფლება. ეს პლატფორმა უკვე სხვებთან ერთადაც მუშაობს. დღეს გვქონდა საშუალება, რომ პროტესტის ორგანიზაციებთან, არასამთავრობოებთან, კულტურის ორგანიზაციებთან ერთად ვგეგმავთ 26 მაისს და ასევე მოვიწვიეთ ჩვენი მეგობრები ამ დღეს, რომ ქართველ ხალხთან ერთად ამით გამოხატონ თავიანთი სოლიდარობა. ჩვენ ასევე აღვწერეთ დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა. განვიხილეთ ბოლო გადაწყვეტილებები, რომელსაც „ქართული ოცნება“ ასაღებს ბრიტანულად. ეს ყველაფერი არის ფორმა, რომლითაც ასაღებენ რუსულ კანონებს. ეს არის რეპრესიის გაგრძელება და ამას სჭირდება მეტი რეაგირება ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან. ამ დისტანციურ შეხვედრას ესწრებოდა ჯო უილსონის სტაფერი, რომელმაც მოგვახსენა ბოლო მოვლენები და ასევე იყო საუბარი „მეგობარი აქტის“ დღევანდელ განხილვაზე. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და ამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა მზადაა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში პირველი კლასტერების გასახსნელად, თუმცა საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება თავად ევროპაში

უკრაინა მზადაა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში პირველი კლასტერების გასახსნელად, თუმცა საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება თავად ევროპაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პრაღაში, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან, პეტრ ფიალასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ფაქტობრივად გაიარა მოლაპარაკებების პირველი ეტაპები.„ჩვენ მზად ვართ, უახლოეს მომავალში გავხსნათ პირველი კლასტერები მოლაპარაკებებში, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება თავად ევროპაში. გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს სწორედ ევროპამ, და არა ვიღაც ერთმა, ვინც ცდილობს, მანიპულირება მოახდინოს მთელ ევროპაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.როგორც უკრაინული მედია წერს, სავარაუდოდ, ზელენსკი გულისხმობდა უნგრეთის პოზიციას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის დაბლოკვის შესახებ.შეგახსენებთ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ზელენსკი „უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ყველა უნგრელს აქვს უფლება, გამოთქვას თავისი აზრი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების საკითხზე“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ ნანა სამსონიას გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მეცნიერის - ნანა სამსონიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„86 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორი ნანა სამსონია - გამორჩეული მეცნიერი და ღვაწლმოსილი პედაგოგი, ერთგულად რომ ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ზრდიდა პროფესიონალთა თაობებს, უშურველად გასცემდა სიკეთესა და სიყვარულს.პროფესორი ნანა სამსონია 1968 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრაზე, 1993-2021 წლებში კი ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის „ენერგეტიკის ეკონომიკისა და მენეჯმენტის“ სასწავლო სამეცნიერო მიმართულებას. მისი ავტორობით გამოიცა არაერთი სახელმძღვანელო, მათ შორის: „ენერგეტიკის ეკონომიკა, დაგეგმვა და მენეჯმენტი“, „საბაზრო ეკონომიკა“ და „ენერგეტიკის ფინანსების მენეჯმენტი“, 2003 წელს კი, მისი თანაავტორობით გამოცემულ სახელმძღვანელოს - „სათბობენერგეტიკული კომპლექსის საწარმოთა ეკონომიკა“ საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრემია მიენიჭა.წლების მანძილზე ნანა სამსონია „ნოუ-ჰაუს“ ფონდის პროექტებში მონაწილეობდა. სწორედ მისი უშუალო ჩართულობით შემუშავდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლების ევროპულ სტანდარტზე გადასვლის გეგმები და პროგრამები, შეიქმნა ბოლონიის პროცესის შემადგენელი კომპონენტების სასწავლო პროცესში დანერგვა-გამოყენებასთან დაკავშირებული მითითებები.უდიდესი გულისტკივილით ვემშვიდობებით ძვირფას კოლეგას და უნივერსიტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ქალბატონი ნანას ოჯახს, ენერგეტიკის ფაკულტეტს, მის მეგობრებსა და აღზრდილებს.ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, თსუ-ის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ჯაბა სამუშიას საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის საჯარო ლექცია - „თამარის ეპოქა“ - გაიმართა.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნიივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საჯარო ლექციათა ციკლს, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება, „Logos - ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, ორგანიზებას უწევენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია.საგანმანათლებლო-შექმეცნებით ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე მეუფე დანიელი, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები და მოწვეული პირები ესწრებოდნენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.რექტორის განცხადებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიაქროს ერთობლივი პროექტი - „ქართული თვითმყოფადობა“ ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის შემეცნება-გაანალიზებას ისახავს მიზნად.როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, ცნობილი ისტორიკოსის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ჯაბა სამუშიას ლექცია - „თამარის ეპოქა“ - ახალგაზრდებს შეახსენებს საქართველოს ისტორიის იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდს, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია ქვეყნისა და ქართველი ხალხის ძირითადი ღირებულებებისა და თვითმყოფადობის ჩამოყალიბების პროცესზე.„ეს მორიგი შეხვედრაა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც იმართება სასულიერო პირთა, მეცნიერთა და სტუდენტთა მონაწილეობით და ეძღვნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. აღსანიშნავია, რომ პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ღონისძიებათა ციკლში შესულია ცნობილი მეცნიერის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ლექცია - „თამარის ეპოქა“. ბატონი ჯაბა, მისთვის ჩვეული შესანიშნავი თხრობის სტილით, აუდიტორიას, რომლის უმრავლესობას სტუდენტები შეადგენენ, გულგრილს არ ტოვებს და შეახსენებს საქართველოს ისტორიის იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხანას, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ეროვნული ფასეულობების განსაზღვრაში. დღევანდელობის ჭრილში, საჯარო ლექციათა ციკლი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საუკუნეების წინ, ისევე როგორც დღეს, საქართველოს მუდმივად უწევს არჩევანის გაკეთება უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული პროექტით ახალგაზრდობამდე უნდა მივიტანოთ მთავარი იდეა, რომლის გაცნობიერებაც სასიცოცხლოდ აუცილებელია - საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი პროგრესულად მოაზროვნე კაცობრიობის ნაწილია. რაც შეეხება ჩვენი დიდი წინაპრების გადაწყვეტილებებს, მათ შესწავლა, გაანალიზება, შეჯერება და თანამედროვეობისთვის მისაღები ფორმების მიცემა სჭირდება - უნივერსიტეტში გამართული მსჯელობა სწორედ ამის ნათელი დადასტურებაა“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე მეუფე დანიელმა ლექციის დაწყებამდე აღნიშნა, საქართველოში გარდამავალმა პერიოდმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ თანამედროვე მსოფლიოსთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის წარმატებით განხორციელება შეუძლებელია ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის გათვალისწინების გარეშე, რაც ეროვნული ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის სიღრმისეულად გაცნობიერებას მოითხოვს. ლექციით - „თამარის ეპოქა“ - აუდიტორიის წინაშე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია წარსდგა. მეცნიერმა ისაუბრა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ერთ-ერთი უძლიერესი მონარქის - თამარის შესახებ, რომლის მმართველობის პერიოდში საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, თამარის ეპოქის გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ძლიერი სოციალურ-ეკონომიკური ბაზისი იყო. მეცნიერმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა თამარის პერიოდის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეებზე, რეფორმებსა და გადახდილ მნიშვნელოვან ბრძოლებზე. სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის დასასრულს, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და დაინტერესებულ ახალგაზრდებს თამარის ეპოქაში განვითარებულ მოვლენებზე, დამატებით, არაერთი მნიშვნელოვანი ცნობა მიაწოდა.ინფორმაციისთვის, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა - „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები. ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე, მისამართით: logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

ბოლო სიახლეები