ორშაბათი, მარტი 16, 2026

ექსკლუზივი-ისრაელს იუდეის აჯანყების პერიოდის ვერცხლის მონეტა გადაეცა

ნიუ-იორკში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე ისრაელის
სახელმწიფოს წარმომადგენლებს ჩ.წ.ა პირველი საუკუნის მეოთხედი
შეკელის ოდენობის ვერცხლის მონეტა გადაეცა. დღეისათვის
მსოფლიოში სულ ოთხი ცალი ასეთი მონეტა არსებობს.
ცერემონიაში მონაწილეობას ნიუ-იორკის შტატის გენერალური
პროკურორი ელვინ ბრაგი, აშშ-ის შენაგანი უსაფრთხოების
სამმართველოდან მაიკლ ალფონსო, ისრაელის წარმომადგენელი
გაეროში გილად ერდანი და უძველესი ნვთების სამმართველოს
ხელმძღვანელი ელი ესკოზიტო იღებდნენ.
რომის იმპერია პერიფერიების მმართველებს საკუთარი ფულადი
ერთეულის მოჭრის უფლებას აძლევდა. აჯანყების პერიოდში კი
ებრაელებმა რომაული მონეტები ახლებურად, ებრაულად მოჭრეს.
ასეთი მონეტები არცერთხელ იქნა აღმოჩენილი არქეოლოგიური
გათხრების შედეგად. ერთი მათგანი ბრიტანეთის მუზეუმში იპოვეს
30-იან წლებში. დანარჩენი სამი კი უძველესი არტეფაქტების კერძო
ბაზარზე.
ერთერთი მონეტა ჩ.წ. 69 წლითაა დათარიღებული და ე.წ. „შავმა
არქეოლოგებმა“ იპოვეს ჰებრონის მთის სამხრეთით. რამდენჯერმე
გადაყიდეს და ბოლოს კოლორადოს აუქციონზე აღმოჩნდა.
ამ ფაქტმა საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო თანამშრომლობას
რომელშიც ისრაელის, აშშ-ის, ბრიტანეთისა და იორდანიის
სამართალდამცავები მონაწილეობდნენ. გამოძიებამ საერთაშორისო
კონტრაბანდისტების ფართო ქსელი გამოავლინა.
„ჩემთვის, როგორც ისრაელის წამომადგენლისათვის გაეროში ეს
მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა. „პალესტინელები“ გაეროს
ტრიბუნას ხშირად იყენებენ იმისათვის, რომ დაამტკიცონ თითქოს
ებრაელ ხალხს ისრაელთან ისტორიულად არაფერი აკავშირებს. მაგრამ

რამდენი სიცრუეც არ უნდა გავრცელდეს, სიმართლე ყოველთვის
პოვის საკუთარ გზას. სწორედ ამას ადასტურებს ეს ცერემონიაც“- თქვა
გილადერდანმა.
ისრაელის უძველესი ნივთების სამმართველოს ფოტო

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„სიენენი“ – ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰორმუზის სრუტეში გემების გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას თავს არიდებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰორმუზის სრუტეში გემების გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას თავს არიდებს.„სიენენის“ ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვლავ გამოთქვა შეშფოთება ჰორმუზის სრუტესა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, თუმცა არაფერი უთქვამს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადგილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გემების გაგზავნის შესახებ.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა ვითარებას „დაძაბული“ უწოდა, რომელიც, მისი თქმით, ძირს უთხრის გლობალურ სტაბილურობას.„ჩინეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები, თავიდან აიცილონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია და არ დაუშვან რეგიონული ტურბულენტობის მიერ გლობალურ ეკონომიკურ განვითარებაზე უფრო დიდი ზეგავლენის მოხდენა“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის საფრთხე რეალურია

დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლის რეალური საფრთხე არსებობს.როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლა დღეს რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ამას მხარს უჭერს როგორც პარტია „კონფედერაცია“, ასევე პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ წევრების უმრავლესობა.ტუსკმა ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის მსურველი პარტიების მფარველობაში პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი დაადანაშაულა.„ნავროცკი მათი მფარველია. რუსეთს, ამერიკულ მოძრაობა MAGA-ს და ევროპელ მემარჯვენეებს, ორბანის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის განადგურება სურთ“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.როგორც ტუსკმა აღნიშნა, პოლონეთისთვის ევროკავშირიდან გასვლა კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება და განაცხადა, რომ მათ შესაჩერებლად ყველაფერს გააკეთებს.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – გვსურს, საქართველომ გააგრძელოს ევროპულ გზაზე ყოფნა და ვნახოთ, როგორ აისახება მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში

ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მისი დემოკრატიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დაცვის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა-სილვია ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.მისივე თქმით, რუმინეთს სურს, საქართველომ ევროპულ გზაზე ყოფნა გააგრძელოს.„ჩვენ ვართ მეზობლები შავი ზღვით და ამ გაგებით, ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან. ჩვენ გვსურს, საქართველომ გააგრძელოს ევროპულ გზაზე ყოფნა და ვნახოთ, როგორ აისახება მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შავი ზღვა ასე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების კუთხით, არამედ ენერგოტრანსპორტირების, ინფრასტრუქტურისა და წყალქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც“, – განაცხადა ცოიუმ.

კესტუტის ბუდრისი – ე.წ. უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს

ე.წ. უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესება შეშფოთების საგანია.„საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესება, რა თქმა უნდა, შეშფოთების საგანია და ჩვენ მას დღეს განვიხილავთ. ე.წ. აგენტების აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს. მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგებთან დისკუსიას იმაზე, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბუდრისმა.

ხავიერ ბეტელი – საქართველოს საკითხზე არაფერი შეცვლილა, მე კვლავ მაქვს კონტაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და ვწუხვარ, რომ ახლა ისინი უფრო ახლოს არ მოდიან

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრ ხავიერ ბეტელის თქმით, მას ჯერ კიდევ აქვს კონტაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, თუმცა მიაჩნია, რომ საქართველო ევროპულ გზაზე წინ აღარ მიიწევს.ბეტელის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით ბოლო პერიოდში არაფერი შეცვლილა.„საქართველოზე შეკითხვას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ყველა შეხვედრაზე მისვამთ, მაგრამ ამ საკითხზე ბოლო პერიოდში არაფერი შეცვლილა. პრობლემა ისევ არსებობს და არსად წასულა. მე კვლავ მაქვს კონტაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და მე ვწუხვარ, რადგან ეს იყო ევროპული გზა, თუმცა ახლა ისინი უფრო ახლოს არ მოდიან და ეს პრობლემაა“, – განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბოლო სიახლეები