მისი თქმით, „მთავარ არხზე“ გუშინ შეკვეთილი სიუჟეტი მომზადდა.
ექიმმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და განაცხადა:
“მთავარ არხზე გასული შეკვეთილი სიუჟეტის დროს გაცხადებული ცილისმწამებლური ცრუ ინფორმაციის გამო, ბოიკოტს ვუცხადებ მთავარ არხს – დატოვოს საბრიფინგო სივრცე. თუ არადა მე არ გავაგრძელებ განცხადებებს” – განაცხადა მარინა ეზუგბაიმ ჟურნალისტებთან და კომენტარი არ გააკეთა.
შეგახსენებთ, 2020 წლის 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.