ხუთშაბათი, მაისი 28, 2026

ეუთო-ს წარმომადგენლები – ადამიანის უფლებათა კომიტეტის ლიდერები მხარს უჭერენ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის მოწოდებას, ყველა მხარე ჩაერთოს დიალოგში

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისა და ძალადობის შესახებ ცნობების ფონზე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლუსი პოტუჩკოვა კომიტეტის თანამომხსენებელთან, კარინა ოდებრინკთან ერთად კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცავს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებები.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ შექმნილი ვითარებით, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ცნობები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ, რომლებიც იყენებენ თავიანთ ფუნდამენტურ უფლებებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის დევნის შეწყვეტის მიზნით. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ცნობებით მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ, ასევე ოპოზიციური ხმებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართული ძალადობისა და დევნის გამო. ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, უნდა იყოს უზრუნველყოფილი და დაცული საქართველოს კონსტიტუციისა და ეუთო-ს ვალდებულებების შესაბამისად. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს, როგორც ეს ნათქვამია ბუქარესტის დეკლარაციის შესაბამის პუნქტებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ ძალის გადამეტებული და განურჩეველი გამოყენება მომიტინგეების წინააღმდეგ სამართალდამცავების მხრიდან წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების უფლების სერიოზულ დარღვევას.

„ჩვენ მტკიცედ ვიმეორებთ, რომ ძალის გადამეტებული და განურჩეველი გამოყენება მომიტინგეების წინააღმდეგ სამართალდამცველების მხრიდან წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების უფლების სერიოზულ დარღვევას. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა სამართალდამცავმა ორგანომ პატივს სცეს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს, ასევე დაუყოვნებლივ და საფუძვლიანად გამოიძიოს ნებისმიერი ინციდენტი და ბრალდება აქციის მონაწილეების მიმართ გადამეტებული ძალის ან არასათანადო ქმედებების შესახებ, როგორც ამას საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს, ჩვენ ვიზიარებთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის ამოქმედებისა და საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების შემდეგ. ჩვენ ასევე სრულად ვუჭერთ მხარს ეუთო-ს „ტროიკის“ – მალტის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ფინეთის 13 დეკემბრის განცხადებას, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენონ სხვადასხვა ინსტრუმენტი და გამოცდილება, რომელთა შეთავაზებაც ეუთო-სა და მისი ინსტიტუტებს შეუძლიათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის ლიდერები მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის, ლუიშ გრასას მოწოდებას, რომ ყველა მხარე ჩაერთოს კონსტრუქციულ და ღია დიალოგში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

როდემდე გაგრძელდება არამდგრადი ამინდი საქართველოში – სინოპტიკოსების პროგნოზი

საქართველოში არამდგრადი ამინდები გრძელდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია როგორც ძლიერი წვიმა და ქარი, ისე ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლება.სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე კვირაში დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.29 მაისს, თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით იწვიმებს და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.თუმცა მანამდე, 28 მაისს, ამინდი დროებით გამოიდარებს. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მზიანი და თბილი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა 30 გრადუსსაც გადააჭარბოს.სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ სწორედ ამის შემდეგ განვითარდება ამინდის მკვეთრი ცვლილება — 29 მაისს ძლიერი ნალექისა და ქარის ფონზე ტემპერატურა დაახლოებით 15-16 გრადუსამდე დაეცემა, რაც თითქმის 15-გრადუსიან ვარდნას ნიშნავს.არამდგრადი ამინდი მაისის ბოლომდე შენარჩუნდება. 30-31 მაისსაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კვლავ მოსალოდნელია წვიმა და ქარი.

გურამ მაჭარაშვილი – ამერიკასთან საქართველოს ურთიერთობა ნორმალიზდება, როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება რაღაცებს მიხვდა, პოზიტიური ნაბიჯები თუ გადაიდგმება, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ

ამერიკასთან საქართველოს ურთიერთობა ნელ-ნელა ნორმალიზდება. როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით რაღაცებს მიხვდა. ყოველ შემთხვევაში, გასარკვევი ბევრია, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების რაღაც ნაბიჯებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მაჭარაშვილს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებსა და უკრაინის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე დაუსვეს კითხვა.„მათი მხრიდან პოზიტიური ნაბიჯები თუ გადაიდგმება, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ. ვფიქრობ, დაინახეს, რომ მხარდაჭერა, რომელიც უკრაინას ამერიკისგან ჰქონდა, აღარ აქვს, ევროპა კრიზისშია და მომავალი, მოლოდინი ნათელი არ არის რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. ასეთი სახის ნაბიჯები, შეიძლება, აქედან გამომდინარეობდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფასებს ეუთო-ს შვეიცარიის თავმჯდომარეობისა და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის საქართველოს თავმჯდომარეობის სწრაფ რეაგირებას ვენაში სპეციალური შეხვედრის მოწვევის მიზნით. „მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, იგნასიო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის მათი ლიდერობისთვის, ასევე – ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომლებიც დღეს მკაფიოდ გამოვიდნენ გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დასაცავად“, – დაწერა ანდრეი სიბიგამ.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას. ჩვენ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების იმედი გვაქვს. უკრაინა მზად არის, ამ მიმართულებით იაროს“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

შალვა პაპუაშვილი – ცერემონიაზე ჩავიბარეთ ქართული არმიის ფიცი, ხოლო ბატონი ფიშერი ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს, არ ვარ ორგანიზატორი, მაგრამ, ვვარაუდობ, მოსაწვევი ყველას გაეგზავნებოდა

პეტერ ფიშერი არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც საქართველოში აქეზებს, სიძულვილის ენას და ძალადობას, ასე რომ, მან ალბათ, თავისი ადგილი უფრო ზიზღის ესკადრონებთან დაინახა, ვიდრე საქართველოს არმიასთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, მოსაწვევი ყველას გაეგზავნებოდა.„ღონისძიებაზე დასწრება მგონი, მისი სურვილიც არ იქნებოდა. გუშინ იქ ვიდექით ქართულ ჯართან ერთად და ვისმენდით ქართული ჯარის ფიცს. მთელმა საზოგადოებამ ჩავიბარეთ წვევამდელებისგან ქართული არმიის ფიცი, ხოლო ბატონი პეტერი ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე. ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც საქართველოში აქეზებს, მხარს უჭერს და ამართლებს ზიზღს, სიძულვილის ენას და ძალადობას. ასე რომ, მან ალბათ, თავისი ადგილი უფრო ზიზღის ესკადრონებთან დაინახა, ვიდრე საქართველოს არმიასთან. მე არ ვარ ორგანიზატორი, მაგრამ ვვარაუდობ, რომ რა თქმა უნდა, მოსაწვევი ყველას გაეგზავნებოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ალი მოჯანი: ვუსურვებ საქართველოს, რომ მისი დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, ეროვნული სუვერენიტეტი და ეკონომიკური განვითარება იყოს მტკიცე, წარმატებული და მდგრადი – რეგიონთან და მსოფლიოსთან თანამშრომლობისა...

დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ ცერემონიაში მონაწილეობისას, განსაკუთრებული სიამაყით ვფიქრობდი იმ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მაშინ ჩემმა ქვეყანამ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით ირანმა პატივი სცა ქართველი ხალხის თავისუფლებას, სუვერენიტეტსა და ეროვნულ ნებას-წერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი  და ფოტეობს და ვიდეოს გვიზიარებს.,,26 მაისი მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ არის; ეს არის თავისუფლების, ეროვნული ღირსებისა და ისტორიული არჩევანის დღე. ირანი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა. მოგვიანებით, ვერსალის სამშვიდობო კონფერენციაზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რაც შეიძლება სწრაფად ეღიარებინა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ ცერემონიაში მონაწილეობისას, განსაკუთრებული სიამაყით ვფიქრობდი იმ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მაშინ ჩემმა ქვეყანამ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით ირანმა პატივი სცა ქართველი ხალხის თავისუფლებას, სუვერენიტეტსა და ეროვნულ ნებას. ვუსურვებ საქართველოს, რომ მისი დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, ეროვნული სუვერენიტეტი და ეკონომიკური განვითარება იყოს მტკიცე, წარმატებული და მდგრადი — რეგიონთან და მსოფლიოსთან თანამშრომლობისა და მშვიდობის გზაზე. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!''-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი.

აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში ქიმიური ავზის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაკარგულად ითვლება

აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში ქიმიური ავზის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაკარგულად ითვლება, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.ინციდენტი ვაშინგტონის შტატის ქალაქ ლონგვიუში მდებარე ქაღალდის ქარხანაში ადგილობრივი დროით 07:15 საათზე მოხდა.ოფიციალური პირების განცხადებით, 3.4 მილიონ ლიტრიანი ქიმიური ავზი დაახლოებით 60 პროცენტით იყო სავსე და შეიცავდა ძლიერ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება ქაღალდის წარმოების პროცესში ხის მასალის დაშლისთვის.შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი მეხანძრეც. დაშავებულებს აღენიშნებათ დამწვრობები და ტოქსიკური ნივთიერების შესუნთქვით გამოწვეული დაზიანებები.ადგილობრივი სახანძრო სამსახურის განცხადებით, ავზი კვლავ არასტაბილურ მდგომარეობაში რჩება, რაც სამაშველო ჯგუფებისთვის დამატებით საფრთხეს ქმნის.ამ დროისთვის აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია.Nippon Dynawave Packaging-ის ქარხანაში დაახლოებით 1000 ადამიანი მუშაობს. საწარმო ამზადებს მასალებს ხელსახოცებისთვის, საბეჭდი ქაღალდისთვის, ჭიქებისთვის, თეფშებისთვის, მუყაოს შეფუთვებისა და სხვა პროდუქციისთვის.

ბოლო სიახლეები