არაპროპორციული სასჯელის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ.
ამის შესახებ ეუთოს მედიის თავისუფლების საკითხებში წარმომადგენელი, იან ბრაათუ სოციალურ ქსელში წერს.
“არაპროპორციული სასჯელის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეშფოთების მიუხედავად. დღეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ”, – წერს ბრაათუ.

