საქართველოში ესპანეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.
„საქართველოში ესპანეთის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს მოსახლეობას მათი პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ის წარმოადგენდა საქართველოს სულიერი იდენტობის ქვაკუთხედს. დაე, მშვიდობით განისვენოს“, – აღნიშნულია ესპანეთის საელჩოს განცხადებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

