,,ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ირანის წინააღმდეგ მიმართული ომი.
აშშ-ისა და ისრაელის აგრესიული თავდასხმები პეტროქიმიურ მრეწველობასა და ბუშეჰრის ატომური სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ყველა წითელი ხაზის, ჰუმანისტური პრინციპებისა და თვით სტრატეგიული რაციონალურობის აშკარა დარღვევას.
ეს კატასტროფა კონკრეტულად ერთი რეგიონით არ შემოიფარგლება. ამ გზამ შესაძლოა სპარსეთის ყურე გადააქციოს ქიმიური და ბირთვული კრიზისის ეპიცენტრად. ეს კრიზისი მილიონობით ადამიანს, ცოცხალ არსებასა და რეგიონის გარემოს ათწლეულების განმავლობაში განადგურების საფრთხის წინაშე დააყენებს.
მსოფლიომ არ უნდა მოიტყუოს თავი: ამ ქმედებების შედეგები გასცდება ირანის საზღვრებს.
მსურს განვაცხადო: ეს არ არის „მუქარა“, ეს არის სერიოზული გაფრთხილება, რომლის შედეგებიც კაცობრიობის მომავალს ემუქრება. სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომლებმაც დაუშვეს, რომ ამერიკას მათი სამხედრო ბაზები გამოეყენებინა და ისრაელთან ე.წ. აბრაამის შეთანხმებას დაჰყაბულდნენ, დღეს თავად გადაიქცნენ მთავარ მსხვერპლად. ის, ვინც ცეცხლში გაიარა, გახლდათ აბრაამი, უფლის წინასწარმეტყველი, ხოლო აბრაამის სახელით ცეცხლის დამნთები არის სიონიზმი.
სწორედ ამიტომ მოხდა, რომ Randy George, აშშ-ის სახმელეთო ძალების სარდალი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს — რადგან მას არ სურდა, რომ მის სამხედრო კარიერაში სტრატეგიული უგუნურება ჩაწერილიყო.
ეს არის გაფრთხილება: დღევანდელობისთვის და მომავალი ათწლეულებისთვის”-წერს ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი

