ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

ერიკ-ნილს კროსი – სიჩუმე ღალატია, დაუყოვნებლივ მიზნობრივ სანქციებს მოვითხოვთ “ქართული ოცნების” ყველა ოფიციალური პირის წინააღმდეგ – საქართველო ზღვარზეა, რომ დაპყრობილი ერი გახდეს, როგორც დღეს ბელარუსია და ეს “რუსკი მირის” გამარჯვება იქნება

საქართველოში არსებულ ვითარებაზე თუ ახლა არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით – საქართველო მომდევნო დაპყრობილი ერი გახდება, როგორც ბელარუსია დღეს. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ერიკ-ნილს კროსმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი ე.წ. მთავრობა საქართველოს 180 გრადუსით საპირისპირო მიმართულებით მიათრევენ დემოკრატიიდან დიქტატურისკენ.

“ჩემი სიტყვა მათთვის არ იქნება, ვისაც სუსტი გული აქვს, მაგრამ საქართველოში დღევანდელი ვითარებაც ასეთია.

ჩემი კითხვაა – კიდევ რა უნდა მოხდეს საქართველოში, სანამ რეალურად ჩავერთვებით და რამეს გავაკეთებთ? ასევე, მინდა, გთხოვოთ, რომ მოვლენებს სწორი სახელი დაარქვათ. თავი აარიდოთ [სიტყვა] “დემოკრატიულ უკუსვლას”, ეს “დემოკრატიული უკუსვლა” არ არის.

რასაც რეალურ დროში ვუყურებთ, არის რუსული სტილის, რუსეთის მიერ მართული და რუსეთის დახმარებით საქართველოს დაპყრობა. ეს ჩვენს წინაშე სახელმწიფოს მიტაცებაა ოლიგარქიული, ავტოკრატიული რეჟიმის მიერ, რომელიც მოსკოვის მიერ შთაგონებული და მართულია.

ქართველი ხალხი 200 დღეზე მეტია მშვიდობიანად მართავს დემონსტრაციებს ევროპული დროშების ქვეშ. არც ერთი მათი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. არც ერთი.

და ჩვენ რა გავაკეთეთ? იანვარში ამ ასბმლეამ ქართული დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინა პირობებით. ოთხი მთავარი პირობა იყო: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების შეჩერება, საპოლიციო ძალადობის გამოძიება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება. და პასუხი რა იყო? “ქართული ოცნების” დელეგაციამ ასამბლეა დატოვა, ვინაიდან მათი “გრძნობები იქნა შეურაცხყოფილი” და რეჟიმმა ესკალაცია დაიწყო.

საერთოდ არავითარი [პირობების] დაკმაყოფილება არ არის. პირიქით, ბიძინა ივანიშვილი და მისმა ე.წ. მთავრობა საქართველოს 180 გრადუსით საპირისპირო მიმართულებით მიათრევენ დემოკრატიიდან დიქტატურისკენ…

მხოლოდ ამ კვირას 7 ოპოზიციის ლიდერი იქნა დაპატიმრებული და მათ წინააღმდეგ განაჩენები იქნა გამოტანილი. აეკრძალათ პოლიტიკური აქტივობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლიათ. ზოგიერთი მათგანი უკვე ახსენეს აქ და კიდევ ერთს დავასახელებ – გივი თარგამაძე. მას უკვე გამოუტანეს დაუსწრებლად განაჩენი ბელარუსში, რომლის წინააღმდეგ ბრალდებებია რუსეთში, რომელიც თითქმის ააფეთქეს კადიროველებმა ჩეჩნებმა. ის ახლა სისხლის სამართლის ბრალდებების წინაშეა საქართველოში. ესენი არიან რეჟიმის მეგობრები.

მოდით, სრულიად ცხადები ვიყოთ – ახლა თუ არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით. სიჩუმე ნეიტრალიტეტი აღარაა, სიჩუმე ღალატია. ასე რომ, დაუყოვნებლივ მიზნობრივ სანქციებს მოვითხოვთ “ქართული ოცნების” ყველა ოფიციალური პირის წინააღმდეგ – მინისტრების, პარლამენტარების, მოსამართლეებისა, პოლიციის და მათი ხელშემწყობებისა და ოჯახების წინააღმდეგ. ღირსებულ საჯარო მოხელეებსა და პოლიციელებს მოვუწოდებთ, რომ თანამდებობები დატოვონ და ხალხს შეუერთდნენ…

საქართველო იმის ზღვარზეა, რომ შემდგომი დაპყრობილი ერი გახდეს, როგორც ბელარუსია დღეს და მანამდე ნახევარი ევროპა იყო. და ეს რუსეთისა და “რუსკი მირის” გამარჯვება, ევროპისა და ამ ასამბლეის მარცხი იქნება”, – განაცხადა კროსმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯუანშერ ბურჭულაძემ მოსამართლეს საქმეზე იმ ფინანსური დოკუმენტაციის დართვა სთხოვა, რომელიც, „ადასტურებს, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან კავშირი არ აქვს“

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ითხოვს, საქმეს ის ფინანსური დოკუმენტი დაერთოს, რაც დაადასტურებს, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან კავშირი არ აქვს“.აღნიშნულის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.„ვინაიდან ჩემი ბრალდება არის ლეგალიზაციაზე, დავეთანხმები დაცვის მხარეს, რომ არ შეიძლება მიუღებლად ჩავთვალოთ (დოკუმენტი), რომელიც წარმოადგენს ჩემი ფინანსური მონაცემების დასაბუთებას. ეს იგივეა, ძირითადი არგუმენტი მოუსპო ბრალდებულს, როდესაც ბრალდებამ მინიმუმ ერთი თვე მოანდომა იმას, რომ ეანგარიშა, რას მედავებოდა. ძირითადი ბრალი, რაც მაქვს წარდგენილი და ამის დასაბუთება რომ არ წარმოვადგინო, ყველანაირ სამართალს ცდება“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.აღნიშნული ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის ნაწილში მოსამართლე ლევან გელოვანმა დაცვის მხარეს მიუთითა, რომ ამ დოკუმენტაციის წარმოდგენამდე კონკრეტული მოწმე, ბანკის თანამშრომელი უნდა გამოეკითხათ. საუბარია მოწმის, გვარად კაჭკაჭიშვილის გამოკითხვაზე, რომელიც დაადასტურებდა ფაქტს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ ბანკიდან თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით გაიტანა.ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის  ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების, მათ შორის ოქროს ზოდებისა და ვერცხლის მონეტების შემოტანის 5 ფაქტი აღიკვეთა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული  ოქროსა და ვერცხლის (საერთო წონით  341 გრამამდე ოქროსა და 63 გრამი ვერცხლის)  ნაკეთობები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 93,364.35 ლარი შეადგინა.კანონდამრღვევი საქართველოსა და უცხოეთის ორი მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო სამი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად,  საერთო ჯამში  25 761 ლარით დაჯარიმდა-ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ამ „სამეფო კარის“ თუ ჯაშუშურ თამაშებში საქართველოს არაფერი ესაქმება. ჩვენ გარედან დავათვალიერებთ იმ პროცესების კომპლექსურ მსხვრევას, რომლებიც უჩვენოდ, ჩვენ...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.„ევროკავშირს, ნებსით და უნებლიეთ, ანგრევს და ოლიგარქიული კლანების მმართველობის ქვეშ ჩასაბარებლად ამზადებს ორი ჯგუფი. კორუფციული, რომლის სათავეშია ურსულა ფონ დერ ლაიენი და „სასარგებლო იდიოტების“ როლის გამთამაშებლები - კაია კალასის და მარტა კოსის მეთაურობით“, - წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ევრობიუროკრატებისთვის საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მხოლოდ ტაქტიკური ელემენტებია, „დიფ სთეითის“ დავალებების შესასრულებლად.„გამორიცხულია შვილებს, და განსაკუთრებით გოგონებს, თავისი მამები რაღაც უფრო განსხვავებული სიყვარულით არ უყვარდეთ. დედებს არ ეწყინოთ, ვიცი, რასაც ვიძახი. ხოლო, როდესაც მამა მთელი ცხოვრება სლოვენიის КГБ-ს მაღალჩინოსანი იყო, შანსი არაა მისი „ავატარი“ შენში არ ჩასახულიყო, როგორც ეს მარტა კოსის შემთხვევაშია, დიდი ალბათობით. დღეს ევროკავშირს, ნებსით და უნებლიეთ, ანგრევს და ოლიგარქიული კლანების მმართველობის ქვეშ ჩასაბარებლად ამზადებს ორი ჯგუფი. კორუფციული, რომლის სათავეშია ურსულა ფონ დერ ლაიენი და „სასარგებლო იდიოტების“ როლის გამთამაშებლები - კაია კალასის და მარტა კოსის მეთაურობით. წარსულში КГБ-ს ნომენკლატურის დანარჩენი პირმშოები, კუბილიუსი იქნება ეს თუ იუკნევიჩიანე, КПСС-ის წევრი ნაუსედა თუ სხვები, საკუთარ ამოცანას წარმატებულად უმკლავდებიან. მათ გათვლებში საქართველო, უკრაინა თუ მოლდოვა მხოლოდ ტაქტიკის ელემენტებია. სტრატეგია ბრიუსელისთვის „ბაბილონის“ თუ „კართაგენის“ სცენარის განვითარებაა იმ „დიფ სთეითის“ დავალების თანახმად, რომელშიც მათი წარმომავლობიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ჩანერგილებიც იყვნენ. ასე რომ, ამ „სამეფო კარის“ თუ ჯაშუშურ თამაშებში საქართველოს არაფერი ესაქმება. ჩვენ გარედან დავათვალიერებთ იმ პროცესების კომპლექსურ მსხვრევას, რომლებიც უჩვენოდ, ჩვენ თვალწინ ვითარდება. „ტიტანიკზე“ დაგვიანება მადლია ჩვენთვის,“- წერს დავით ქართველიშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი ახალ საგანმანათლებლო პროექტს – „FAB School აკადემიას“ იწყებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი (FABLAB - ბიზნესინკუბატორი) ახალი ინიციატივით გამოდის და „FAB School აკადემიის“ პროექტს იწყებს. ეს არის თანამედროვე ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინჟინერიით, ტექნოლოგიებითა და შემოქმედებითი აღმოჩენებით.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, „FAB School აკადემიის“ მთავარი მიზანია საინჟინრო დარგების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ტექნოლოგიური აზროვნების განვითარება და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ნორჩი ინჟინრები თავიანთი იდეების პრაქტიკულ რეალიზაციას შეძლებენ. პროგრამის ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ სხვადასხვა ტექნოლოგიას, თანამედროვე აპარატურასთან მუშაობას, გაიარონ პრაქტიკული ტრენინგები, მონაწილეობა მიიღონ ინოვაციურ პროექტებში და განივითარონ სამეწარმეო მიდგომები.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის ხელმძღვანელი გიორგი ფრანგიშვილი აღნიშნავს, რომ „FAB School აკადემია“ არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნის მიღების სივრცეა, არამედ პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარება ინოვაციური იდეები კონცეფციიდან რეალურ პროდუქტამდე განავითარონ. მისი თქმით, პროექტი გათვლილია სკოლის მოსწავლეებზე, სტუდენტებზე და ყველა იმ ახალგაზრდაზე, ვისაც ინტერესი აქვს ინჟინერიის, დიზაინის, ტექნოლოგიებისა და სტარტაპის მიმართულებით.„FAB School აკადემიის“ პროექტი ჩვენს უნივერსიტეტში მიმდინარე ინოვაციური პროცესების ლოგიკური გაგრძელებაა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის უმნიშვნელოვანესი როლი ამ ინიციატივის განხორციელებაში. სწორედ მისი სტრატეგიული ხედვითა და მრავალმხრივი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, რომელიც ერთდროულად აერთიანებს ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის ყველაზე თანამედროვე მიდგომებს.რექტორის აქტიური ჩართულობა სრულ თანხვედრაშია უნივერსიტეტის პრიორიტეტთან ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის ცოდნის გაღრმავებას, ტექნოლოგიური კომპეტენციების განვითარებას და ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას. „FAB School აკადემია“ სწორედ ამ პოლიტიკის პრაქტიკული გამოხატულებაა: სივრცე, სადაც თითოეულ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა გაამდიდროს საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი, დაეუფლოს თანამედროვე ტექნოლოგიებს და ჩამოყალიბდეს კონკურენტუნარიან ინჟინრად.დარწმუნებული ვართ, ეს მხარდაჭერა მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს „FAB School აკადემიის“ ზრდასა და განვითარებაში. ამ ერთობლივი ძალისხმევის მიზანია ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც საქართველოს ტექნოლოგიური მომავლის განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, - აცხადებს გიორგი ფრანგიშვილი.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ფაბლაბის გუნდს ახალი პროექტის დაწყებას ულოცავს. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, ეს ინიციატივა ქვეყნის საინჟინრო-ტექნოლოგიური სფეროს განვითარებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა სახელმწიფო აქტიურად უჭერს მხარს ინოვაციურ განათლებას, ტექნოლოგიურ კვლევებსა და სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის საინჟინრო და ტექნოლოგიური პოტენციალის რეალურ ათვისებას. რექტორის თქმით, პროექტის მიზანია საქართველოში ახალგაზრდა ინჟინრების ხელშეწყობა, ტექნოლოგიური კომპეტენციების გაღრმავება და საინჟინრო დარგის პოპულარიზაცია.„ფაბლაბი საუნივერსიტეტო სივრცის განუყოფელი ნაწილია და მასში ერთიანდება თანამედროვე ტექნოლოგიები, ინჟინერია და შემოქმედებითი კვლევა. „FAB School აკადემია“ კი დამატებითი პლატფორმაა ახალგაზრდებისთვის - მომავალი ინჟინრებისთვის ან მათთვის, ვისაც დარგი აინტერესებს. აქ ახალგაზრდები შეძლებენ არა მხოლოდ ცოდნის მიღებას, არამედ პრაქტიკული უნარების განვითარებას, ახალი იდეების პროტოტიპირებას და სამეწარმეო აზროვნების განმტკიცებას. დარწმუნებული ვარ, რომ „FAB School აკადემია“ გახდება ინოვაციური ეკოსისტემის ნაწილი, რომელიც შექმნის საფუძველს ქვეყნის სამეწარმეო და ტექნოლოგიური მომავლისთვის. ვულოცავ ფაბლაბის გუნდს მორიგი ახალი და იმედი მაქვს წარმატებული პროექტის დაწყებას“, - აცხადებს აკადემიკოსი დავით გურგენიძე.სტუ-ის ინფორმაციით, „FAB School აკადემიის“ ფარგლებში დაგეგმილია ვორქშოფები, ჰაკათონები, საგანმანათლებლო კურსები, ინდივიდუალური მენტორინგი და პრაქტიკული სამუშაოები რეალურ საინჟინრო გარემოში. პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.„FAB School აკადემიაში“ მიიღებიან 8-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეები. აკადემიის სასწავლო კურსი შედგება ოთხი ურთიერთდაკავშირებული მოდულისაგან: 1. რობოტოტექნიკა - 3D მოდელირება, მოწყობილობების პროექტირება და რობოტების შექმნა; 2. დრონები - მართვა, აწყობა და უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამირება; 3. სამეწარმეო ფსიქოლოგია - სამეწარმეო აზროვნების განვითარება, ემოციებთან მუშაობის უნარი და ენერგიის სწორად მიმართვა პროექტებში; 4. მათემატიკა - პრაქტიკული გამოთვლები, გეომეტრია და ალგორითმები, რომლებიც ავსებენ საინჟინრო ცოდნას.„FAB School აკადემიის“ მიზანია პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება. ბავშვები იყენებენ თანამედროვე ინსტრუმენტებსა და მოწყობილობებს, მუშაობენ 3D პრინტერებით, ლაზერული დანადგარებითა და ელექტრონიკით. ყოველი გაკვეთილი არის ნაბიჯი იდეიდან რეალური მოწყობილობის შექმნამდე. აკადემიის ყველა მოსწავლეს დაუფინანსდება „FAB School აკადემიის“ ბანაკის საზაფხულო პროგრამა.ჩანიშნე საინფორმაციო ვიზიტი „FAB School აკადემიაში“:https://forms.gle/S3wGPzoaBC1JqEMJAმისამართი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, , I სასწავლო კორპუსი (მერაბ კოსტავას 68) FABLAB ტექნოლოგიების ცენტრი;ტელ: +995 599 38 33 32;რეგისტრაცია: Linktr.eeFacebook – https://www.facebook.com/fab.skolaInstagram – https://www.instagram.com/fabschool_/TikTok - https://www.tiktok.com/@fab_school

ვასილ მაღლაფერიძე – მთელმა საორგანიზაციო ჯგუფმა არა მხოლოდ თავი გაართვა, არამედ ევროპის ქვეყნებისთვის სამაგალითოდ ჩაატარა ურთულესი ღონისძიება და შემდგომი ევროვიზიებისთვის თამასა კიდევ უფრო მაღლა...

დასრულდა საბავშვო ევროვიზია 2025. რასაკვირველია, პირველ რიგში წარმატება უნდა მივულოცოთ ჩვენს უნიჭიერეს ოქროს ანიტას, რომელმაც საქართველო ღირსეულად წარადგინა მსოფლიო ასპარეზზე, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.მაღლაფერიძის თქმით, ასევე დიდ ქებას იმსახურებს პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც მოამზადა ანიტა ამ წარმატებისთვის და რომლის დამსახურებითაც საქართველო საბავშვო ევროვიზიების მუდმივი ფავორიტია.„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მთელმა საორგანიზაციო ჯგუფმა არა მხოლოდ თავი გაართვა, არამედ ევროპის ქვეყნებისთვის სამაგალითოდ ჩაატარა ეს ურთულესი ღონისძიება და შემდგომი ევროვიზიებისთვის თამასა კიდევ უფრო მაღლა ასწია.ქართველმა მენეჯერებმა, რეჟისორებმა, პროდუსერებმა და ტექნიკურმა მუშაკებმა უმაღლესი პროფესიონალიზმი გამოავლინეს და აჩვენეს, რომ საქართველოს  გრანდიოზული ღონისძიებების მასპინძლობა და ჩატარება შეუძლია.ევროვიზია არის ურთულესი შოუ, რომელიც პირდაპირი ეთერით 180 ქვეყანაში გადაიცემა და რომელსაც 70 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებს. აქ ყველაფერი, თითოეული ნაბიჯი და მოძრაობა წამის სიზუსტით უნდა იყოს გათვლილი და დიდი მადლობა ეკუთვნის კულტურის სამინისტროს გუნდს, რომელიც თავიდან ბოლომდე მტკიცედ და გადამდები სიმშვიდით მართავდა ამ პროექტს.დაბოლოს, მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, ქალბატონ თინათინ ბერძენიშვილს და მასთან ერთად თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც თავიანთი პროფესიონალიზმით, თავდაუზოგავი შრომით და უძილო ღამეებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში და საქართველო მთელი მსოფლიოს წინაშე ღირსეულად წარმოაჩინეს“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.საქართველომ საბავშვო ევროვიზიის კონკურსს უმასპინძლა. საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა. საქართველოს წარმომადგენელი ანიტა აბგარიანი კონკურსზე მესამე ადგილზე გავიდა. საბავშვო ევროვიზია 2025-ის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს კულტურის სამინისტრო, „სთარინგ ჯორჯია“ და საქართველოს პირველი არხი.

ბოლო სიახლეები