მებაჟე ოფიცრების მიერ, შესაბამისი რისკის მოდულების ანალიტიკურად დამუშავების შედეგად, ,,წითელი ხიდის გავლით“ შეჩერებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, მარმარილოს ფილებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი, რომლის მისაბმელის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება სატვირთო ავტომობილის მისაბმელ განყოფილებაში, მარმარილოს ფილებთან მიმსგავსებულ წინასწარ დამზადებულ  ნაკეთობებში მალულად იყო განთავსებული.
შემოსავლების სამსახური, დამატებით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე შემოსული მაღალი რისკის მქონე ტვირთების უმკაცრესი კონტროლი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და საქართველოს ტერიტორია არასდროს გახდება ნარკოტრანზიტის კორიდორი- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.