„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერ იულია ტიმოშენკოს, რომელიც კორუფციის საქმეზეა ბრალდებული, მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული.
„ჩვენს პარტიას დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს იულია ტიმოშენკოსთან, რომელიც უკრაინის დიდი პატრიოტი და ძალიან ცნობილი საერთაშორისო ფიგურაა. არსებობს აღქმა, რომ მას შესაძლოა, უსამართლოდ მოეპყრან და მოვუწოდებთ გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესისკენ.
გვჯერა, ის იქნება უდანაშაულო და გააგრძელებს უკრანელების კეთილდღეობაში წვლილის შეტანას შემდგომი დაბრკოლებების გარეშე. უკრაინას ის თავისუფალი და უსაფრთხოდ სჭირდება“, – ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა უწყებებმა „ბატკივშჩინის“ ხელმძღვანელის, იულია ტიმოშენკოს ოფისში 13 იანვარს წინ ჩხრეკა ჩაატარეს. როგორც ცნობილია, ჩხრეკა უკავშირდებოდა ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, ტიმოშენკო უმაღლეს რადაში სხვა ფრაქციის წევრ დეპუტატებს, კონკრეტული კანონპროექტების სასარგებლოდ ან მათ წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ, ქრთამს სთავაზობდა და მათ მოსყიდვას ცდილობდა.
16 იანვარს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ იულია ტიმოშენკოს 33 მილიონი გრივნას ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა, დაავალა პასპორტის ჩაბარება და აუკრძალა ნებართვის გარეშე კიევის დატოვება.

