ოთხშაბათი, ოქტომბერი 15, 2025

ერევანში მიმდინარე აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მიაღწევენ ფაშინიანის გადადგომას

ერევანში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 ივნისს დემონსტრანტების ათზე მეტი კარავია გაშლილი, რითაც მოძრაობა გადაიკეტა – არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის ხელმძღვანელობით მიმდინარე აქციის მონაწილეები კვლავ მოითხოვენ პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის გადადგომას, აზერბაიჯანთან ტერიტორიულ დათმობაზე წასვლის გამო.

საპროტესტო დემონსტრაცია აპრილში, ჩრდილოაღმოსავლეთის პროვინცია ტავუშში დაიწყო, იმ ფონზე, როცა სომხეთი და აზერბაიჯანი აწარმოებდნენ მძიმედ მილიტარიზებული საზღვრის დემარკაციის პროცესს, ერევანსა და ბაქოს მიერ მიღწეული შეთანხმების შემდეგ.

“ეს არის უნდობლობის გამოცხადების პირველი ნაბიჯი, ან იმპიჩმენტის პროცესის პირველი ნაბიჯი” – უთხრა გალსტანიანმა ჟურნალისტებს 10 ივნისს, ერთ დღეში მას მერე, რაც ერევანში მიმდინარე აქციის ათასობით მონაწილეს მოუწოდა ოთხდღიანი უწყვეტი პროტესტისკენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – ვაცხადებ, რომ „ვარდების რევოლუციის“ კოპირება არ გამოვა

სახალხო კრებაზე მოვიდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც ჯენზის აქციებზე არ დადიოდა და ეს ხალხი გამბედაობისთვის იმსახურებს დიდ მადლიერებას, თუმცა ნაკლებად იყო წარმოდგენილი ჯენზი, რომელიც ყველაზე ბრძოლისუნარიანია. ესე იგი, არასაკმარისად ვიმუშავეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, ახლა ეს ყველაფერი სასწრაფოდ შესავსებია.„ივანიშვილი და მისი სატელიტები 4 ოქტომბერზე იმიტომ არიან გაბრაზებული, რომ სწორედ სახალხო კრებამ შეძლო „არჩევნების“ ბოიკოტირების მიღწევა. რა თქმა უნდა, არასწორი გათვლა იყო „ვარდების რევოლუციის“ მაგალითის კოპირება, როგორც არაა სწორი, როცა გენერლები იბრძვიან წინა ომის სცენარით. თან „ვარდების რევოლუცია“ რამდენიმე წელი სკრუპულოზურად მზადდებოდა. როგორც „ვარდების რევოლუციის“ ორგანიზატორი, ვაცხადებ, რომ არ გამოვა ზუსტად კოპირება. ბევრი რამ მოხდება სპონტანურად, თუმცა ამ სპონტანურობასაც მომზადება სჭირდება. სახალხო კრებაზე მოვიდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც ჯენზის აქციებზე არ დადიოდა და ეს ხალხი გამბედაობისთვის იმსახურებს დიდ მადლიერებას, თუმცა ნაკლებად იყო წარმოდგენილი ჯენზი, რომელიც ყველაზე ბრძოლისუნარიანია. ესე იგი, არასაკმარისად ვიმუშავეთ სოციალურ ქსელებში, ბოლომდე სწორად ვერ ჩამოვაყალიბეთ მიზანი. ახლა ეს ყველაფერი სასწრაფოდ შესავსებია, ვინაიდან ბევრი დრო არ გვაქვს. გამარჯვება დარჩება ქართველ ხალხს!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ირაკლი კობახიძე – 50 ე.წ. აკაცუკი იყო შეკრებილი და 51-ე აკაცუკად მივიდა იმ შეკრებაზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, წარმოუდგენელია, ეს მეტყველებს ევროპული ბიუროკრატიის წიაღში...

რუსთაველის გამზირზე 50 ე.წ. აკაცუკი იყო შეკრებილი და 51-ე აკაცუკად მივიდა იმ შეკრებაზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რაც წარმოუდგენელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.კობახიძის თქმით, ეს მეტყველებს ევროპული ბიუროკრატიის წიაღში არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე.„ზოგადად ამ თემას რაც შეეხება. იცით, რომ ჩვენ არასდროს ვეძებთ კონფრონტაციას. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, მაგრამ მცირე ქვეყანა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს ვუწევთ ანგარიშს. ჩვენს ინტერესებში არ შედის ჩვენი მხრიდან კონფრონტაციის გაღვივება თუ გაღრმავება ევროკავშირთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მაგრამ ხდება ხოლმე იგივე, რაც მოხდა გუშინ და დღეს“, – აღნიშნა კობახიძემ.მისივე განცხადებით, კანონსაწინააღმდეგო შეკრებაში მონაწილეობით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავადვე შექმნა იმ შეხვედრის გაუქმების საფუძველი, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი.„რეალურად, თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ ჩვეულებრივად გვქონდა ჩანიშნული შეხვედრა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც იმავდროულად ეუთო-ს თავმჯდომარის პოზიციასაც ითავსებდა. შეხვედრა დაგეგმილი იყო და ველოდებოდით მას, სადაც გვექნებოდა საუბარი ყველა თემაზე. კითხვები თუ ექნებოდა, გაეცემოდა ამ კითხვებს პასუხი, თუმცა გუშინდელ საღამოს ყველაფერი შეიცვალა. რეალურად, ეს ქალბატონი მივიდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე. ქუჩა იყო გადაკეტილი. ძალადობაზე არ არის საუბარი. ძალადობა არის შეკრების კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მხოლოდ ერთი საფუძველი, მეორე საფუძველი არის რა – კანონში გაწერილია, როდის შეუძლიათ შეკრების მონაწილეებს გზის გადაკეტვა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრების მონაწილეთა რაოდენობა იძლევა ამის საშუალებას. გუშინ ნახეთ, რომ 50 ადამიანი იყო შეკრებილი. კანონის წინააღმდეგ გადაკეტეს მათ ქუჩა და ამ კანონსაწინააღმდეგო შეკრებას შეუერთდა 51-ე ადამიანად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მან იცოდა, რომ შეკრება იყო კანონსაწინააღმდეგო და ამის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე მისვლა“, – განაცხადა კობახიძემ.პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა ტყუილი, თითქოს აქცია ახალი დაწყებული იყო.„მან ტყუილიც თქვა იქვე, უკვე აქციაზე და ამას დაამატა დილით მეორე ტყუილი. ტყუილი თქვა იმასთან დაკავშირებით, თითქოს აქცია ახალი დაწყებული იყო და ხალხი უერთდებოდა. ყველამ ძალიან კარგად იცის და მანაც ძალიან კარგად იცოდა, რომ პიკზე იყო პირიქით აქცია და არაფერი შემატებია ამ აქციას მას შემდეგ. ეს არის მართლაც შემაშფოთებელი. კატასტროფაა, როდესაც ევროპელი ლიდერები – ფინეთი არ არის ყველაზე დიდი ქვეყანა ევროკავშირში, მაგრამ არის ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყანა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი კადრულობს ასეთ ტყუილს. ცრუპენტელობას – უფრო ზუსტი შესატყვისი რომ გამოვიყენოთ. რეალურად, გაუქმებაში თუ იმას გულისხმობს, რომ კანონსაწინააღმდეგო შეკრებაზე გავიდა, კი, საფუძველი მან ამით შექმნა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.როგორც კობახიძემ აღნიშნა, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენლებს მის გადატვირთულ გრაფიკთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.„მათ არ ჰქონიათ არავითარი კომუნიკაცია. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ შეხვედრის გაუქმების თაობაზე, რამაც ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში და სცადა ამ უხერხულობიდან იგივე მეთოდით გამოსვლა, რა მეთოდითაც სცადა იმ უხერხულობიდან გამოსვლა, რაც 51-ე კაცად შეკრებაში მონაწილეობას უკავშირდებოდა. 50 ე.წ. აკაცუკი იყო შეკრებილი იმ აქციაზე და 51-ე აკაცუკად მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ შეკრებაზე, რაც წარმოუდგენელია. ეს მეტყველებს ევროპული ბიუროკრატიის წიაღში არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები იტალიური ენის შესწავლას, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისის დაფინანსებით, მიმდინარე სასწავლო წელსაც გააგრძელებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, ახალგაზრდა მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები იტალიური ენის უფასოდ შესწავლას საერთაშორისო პროექტის მესამე ციკლის - „საერთაშორისო ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმა Dante.global-ის ექსპერიმენტული კურსები სტუ-ის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის“ - ფარგლებში 2025-2026 სასწავლო წელსაც გააგრძელებენ.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მათივე ცნობით, საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იტალიური ენის 25-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, თემით - „იტალოფონია - ენა საზღვრებს მიღმა“ გაიმართა. ღონისძიებას, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, ორგანიზება გაუწიეს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტმა, ხოლო საერთაშორისო პროექტის ფინანსური მხარდაჭერა დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისმა უზრუნველყო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს განათლების ატაშე სილვანა ბორიელო, საერთაშორისო პროექტის ბენეფიციარი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი, სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ცერცვაძე, ასევე, „დანტეს“ კომიტეტისა და ცენტრის წარმომადგენლები.ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საერთაშორისო პროექტი, რომელიც იტალიის საელჩოსთან პარტნიორობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „დანტეს“ კომიტეტს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, მრავალმხრივ შეუწყობს ხელს საქართველოსა და იტალიას შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.„საერთაშორისო ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმა Dante.global-ის ექსპერიმენტული კურსები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი პროექტია საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების მხრივ. სასიხარულოა, რომ იტალიური ენის შესწავლას მიმდინარე სასწავლო წელს 90 მსმენელი გააგრძელებს, რომელთა დიდი ნაწილი უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები არიან, რომლებიც ინტერკულტურული თანამშრომლობის უშუალო მონაწილეები გახდებიან. ეს პროექტი თავისი შედეგებით არსებითად აძლიერებს საქართველოსა და იტალიას შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო, კულტურულ და ეკონომიკურ კავშირებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მადლობას ვუხდით საქართველოში იტალიის საელჩოს, პირადად ელჩს, მის აღმატებულება მასიმილიანო დ’ანტუონოს; მადლობას ვუხდით დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისს, მის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, ასევე „დანტეს“ თბილისის კომიტეტს იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენი უნივერსიტეტის, მისი სტუდენტებისა და მკვლევრების იტალიის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის, ასევე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მხრივ მივიღეთ“, - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტის, ზურაბ გუდავაძის განცხადებით, იტალიური ენის 25-ე მსოფლიო კვირეული სლოგანით - „იტალოფონია - ენა საზღვრებს მიღმა“ მთელ მსოფლიოში აღინიშნება და საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. ზურაბ გუდავაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივით, „დანტეს“ კომიტეტის უშუალო ჩართულობით და ორივე ქვეყნის მთავრობებისა და საელჩოების ქმედითი თანადგომით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მესამე წელია წარმატებით ფუნქციონირებს ჰიბრიდული დიდაქტიკური ცენტრი - „დანტეს კაბინეტი“, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტები, მეცნიერები თანამშრომლები ხარისხიანი სწავლების ინტერდისციპლინურ კურსებს უსასყიდლოდ გადიან.აუდიტორიას მიესალმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს განათლების ატაშე სილვანა ბორიელო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთობლივი ინიციატივა კიდევ უფრო ამყარებს საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრობას, განსაკუთრებით განათლებისა და მეცნიერების სფეროში.პროექტის მნიშვნელობაზე, ქართველი ახალგაზრდების შესაძლებლობებზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე „დანტეს“ თბილისი კომიტეტის პრეზიდენტმა, სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ცერცვაძემ ისაუბრა.„საერთაშორისო პროექტის მესამე ციკლის ფარგლებში წელს სიახლეა, რომლის აპრობაცია, ექსპერიმენტის სახით, პირველად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განხორციელდება. სიახლე ითვალისწინებს სასწავლო პროცესში საერთაშორისო ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმა Dante.global-ის მესვეურებთან პირდაპირ თანამშრომლობას და განთავსებული კონტენტის ინტეგრაციას, რაც ცოდნისა და ინტერკულტურული ასპექტების სინთეზის მეშვეობით მსმენელებს სთავაზობს მოწინავე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებსა და იტალიური ენის შესწავლის ინოვაციურ მეთოდებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში „დანტეს“ თბილისის კომიტეტის პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლების ინოვაციური ტრენინგკურსი ჩაუტარდათ; შედეგად, სწავლების ინოვაციური და თანამედროვე სტრატეგიები Dante.global-ის გამოყენებით დაინერგება“, - აღნიშნა ნინო ცერცვაძემ.ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული ერთ-ერთი სტუდენტი, კურსების მსმენელი, სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ბაკალავრი რობერტ გურეშიძე, რომელმაც იტალიური ენის შესწავლასთან დაკავშირებული სამომავლო მიზნები აუდიტორიას გაუზიარა.სტუ-ის ინფორმაციით, იტალიური ენის 25-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართული ღონისძიებისა და საერთაშორისო პროექტის მესამე ციკლის - პრეზენტაციის შესახებ ინფორმაცია განთავსდება იტალიის მთავრობის ოფიციალურ გვერდებზე - ჰეშთეგით: #SLIM2025 #linguaitaliana

„არ მიყვარს სამედიცინო რჩევების მიცემა, მაგრამ აქ ზუსტად ვარ დარწმუნებული რასაც გეუბნებით…“- ზურა შევარდნაძე

ზურა შევარდნაძე სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს:„უფრო სასარგებლო პროდუქტი, ვიდრე ქართული მშრალი ნუში და ქიშმიშია არ არსებობს. მე არ მიყვარს სამედიცინო რჩევების მიცემა, მაგრამ აქ ზუსტად ვარ დარწმუნებული რასაც გეუბნებით. საკუთარ კანზე და სხეულზე გამომიცდია, ამიტომ სიამოვნებით გიზიარებთ ამ არაჩვეულებრივ რეცეპტს.5 ცალი ნუში და 10 ცალი ქიშმიში ჩაყარეთ ჭიქაში და დაასხით გაციებული გადადუღებული წყალი. შემდეგ ასე დატოვეთ მთელი ღამით. დილას მოურევთ და დალევთ. მთელს სხეულს შეავსებს ენერგიით, არაჩვეულებრივი საშუალებაა კუჭნაწლავისთვის“, - ამბობს ზურა შევარდნაძე.ნახეთ, ვიდეო: 

ვილი სანიოლი-საქართველოს ნაკრებში საფეხბურთო ქიმია გამქრალია — დროა ისტორიის ღირსეული დასრულების

მატჩის შემდეგ, ცხელი ემოციების დროს რთულია ყველაფრის სწორად აღქმა და გადმოცემა, თუმცა ამ დროსაც კი გვაქვს კითხვები, რომლებზეც პასუხი აუცილებლად მისაღებია.ახალ ციკლში ნათლად ჩანდა, რომ ჩვენი ნაკრების თამაში ბევრ კითხვას აჩენდა, თუმცა ბოლო მატჩის შემდეგ, როცა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი აღარაა, კითხვები კონკრეტულად ბოლო მატჩიდან.1. ბოლო წლების ყველაზე შემტევი პოტენციალის საქართველოს ნაკრები გააზრებულ შეტევას ვერ აკეთებს2. 173 სმ სიმაღლის ოთარ კიტეიშვილს სტანდარტულებზე 190 სმ მერიჰ დემირალის აყვანა დაავალეს. 3 მცდელობიდან თურქმა სამივეჯერ კარში დაარტყა, ორჯერ გაიტანა3. როგორც გუშინ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვიკითხე, ბოლო მატჩებში ვილიმ მარცხენა მცველის პოზიციაზე პოზიციით მარცხენა მცველის გარდა რამდენიმე სხვა პოზიციის მოთამაშე გამოიყენა. განაცხადში ერთადერთი მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი იყო, რომელსაც 1 წუთიც არ მიეცა.არ ვსაუბრობთ კონკრეტულ ფეხბურთელებზე, ვისაც რა პოზიციაზე დააყენებენ, ისინი მაქსიმალურის გაღებას ცდილობენ, თუმცა მარცხენა მცველის არყოფნაში ხვიჩა კვარაცხელიას შემტევ პოტენციალს ვანახევრებთ.4. ახალ ციკლში საფეხბურთო ქიმია გუნდსა და მწვრთნელს შორის გამქრალია. ცეცხლოვანი მუხტი ჩვენს თამაშსა და შეტევებში გაქრა.მადლობელი ვართ იმ ისტორიისთვის, რომელიც ამ სამწვრთნელო შტაბმა ჩვენი ქვეყნისთვის დაწერა, თუმცა ამ დაკარგული საფეხბურთო ენის ფონზე, ვფიქრობთ, ორივე მხარისთვის აჯობებს ისტორიის დასრულება. ისტორიის, რომელიც ოდესღაც ყველგან სრულდება.

ბოლო სიახლეები