სამშაბათი, აპრილი 1, 2025

ეპოქალური ადამიანი იყო “დოჩანა”-დიდი ბავშვი და სიკეთე იყო…

ოთხი წლის წინ, თავის დაბადების დღეზე, 26 მარტს, უკვე კლინიკაში იყო. თავს შეუძლოდ გრძნობდა… ერთ-ერთი ბოლო სატელეფონო საუბარი უწმინდესთან ჰქონია… 2021 წლის 3 აპრილს აღესრულა და კეთილი ღიმილით მარადისობაში, ვაჟთან წავიდა…

გურამ დოჩანაშვილი 86 წლის გახდებოდა…

კლასიკოსმა პანდემიის პერიოდი აგარაკზე, მუხაწყაროში გაატარა… კვირაობით მასთან მოძღვარი, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი მიდიოდა, აღსარებას იბარებდა და აზიარებდა. როგორც სასულიერო პირი “პრაიმტაიმთან” ამბობს, ძალზე ჰუმანური მწერალი, თავის მოძღვარს სახლში მეზობლებს ახვედრებდა, რომ მათაც მისცემოდათ ზიარების საშუალება… რა საოცარი და მისაბაძი საქციელია… ცხონება ჩვენ “დოჩანას”…

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი: ძალიან ძვირფასი იყო ბატონ გურამთან ერთად გავლილი პერიოდი. დაახლოებით ცხრა-ათი წელი, როდესაც ის სამების ლავრაში ცხოვრობდა. საოცარი დრო იყო. წარმოიდგინეთ, ორი გვერდიგვერდ ოთახი, სადაც ერთში – რეზო ჩხეიძე ცხოვრობს, მეორეში – გურამ დოჩანაშვილი. ამ ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობა და მეზობლობა მართლა საოცრება იყო.

იქ კი გავიცანი, მაგრამ მერე ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გავაგრძელეთ. ჯერ ხომ ამ მასშტაბის ადამიანი იყო და შემდეგ, ოჯახის წევრად და პაპად მიმაჩნდა. შინაურულად ვგრძნობდი მასთან თავს. დიდი სიყვარული მაკავშირებდა.

ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა მისგან. რა ჩარჩა ჩემში და… ძალიან დიდი სიკეთე. მუდამ სხვებზე ფიქრობდა. როგორც მწერალიც, როგორ მიიღებდა მის ნაწარმოებს მკითხველი და შემდეგ, ფიქრი მოყვასზე. ყოველთვიურად ჰონორარის 90 პროცენტს და ზოგჯერ, ასსაც გაჭირვებულ ადამიანებს ურიგებდა. ჰყავდა გამორჩეული ოჯახები, მეგობრის თუ გარდაცვლილი მეგობრის ოჯახები და ცდილობდა ყოველთვიურად დახმარებოდა. განიცდიდა, დახმარებას თუ ვერ ახერხებდა.

ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო. დილის ექვსი საათიდან იწყებდა ლოცვას. იხსენიებდა ყველას, ცოცხლებს და მიცვალებულებს.

დიდი ბავშვი იყო, მორიდებული და მორცხვი. სიყვარულს რომ გამოხატავდნენ ადამიანები, იბადრებოდა, მორიდებული და მორცხვი ხდებოდა. იყო გულწრფელი. თავის დამსახურებად არ მიიჩნევდა თავის ნაწარმოებებს. ამბობდა კიდეც, თუკი რაიმე მოგწონთ ჩემს ნაწარმოებში, ღმერთის დაწერილია, და თუკი რამე არ მოგწონთ, მე დავწერეო. ყველაფერს ღმერთთან აკავშირებდა.

პანდემია რომ დაიწყო, ტაძარში ვერ მოდიოდა, აგარაკზე მუხაწყაროში გადავიდა მეუღლესთან ერთად. ცხოვრობდა ძალიან უბრალო სახლში. კვირა არ გავიდოდა, რომ მათთან არ ავსულიყავი, აღსარება არ ეთქვა და არ ზიარებულიყო.

საოცარი რა იყო იცით, მის ირგვლივ მცხოვრებ მეზობლებსაც ეძახდა, ვინც ავად იყო, რაღაც პრობლემა ჰქონდათ, მამაო მოდის, აღსარება თქვით და ეზიარეთო… ზოგს სახლიც ვუკურთხე. მასთან მხვდებოდნენ მისი მეზობლებიც, ვიბარებდი აღსარებას და ვაზიარებდი. ერთგვარი მისიონერიც იყო.

ერთი მისი მეზობელი, ირაკლი ქართველიშვილიც ხშირად ეზიარებოდა და სხვათა შორის, ორი კვირის შუალედით, ერთ პერიოდში გარდაიცვალნენ ბატონი გურამი და ბატონი ირაკლი.

ბოლო წიგნი, თავისი ტრილოგია, მუხაწყაროში დაასრულა… წმინდა მამებზე რაიმე თუ აინტერესებდა, სახარებისეული ტერმინები და განმარტებები თუ სჭირდებოდა, მთხოვდა, აბა, შენს ჯადოსნურ ტელეფონში ნახეო.

ხვდებოდა მკითხველს, ახალგაზრდობას ეცნობოდა – სამეგრელოში, აჭარაში, კახეთში. ყველას უხაროდა ბატონ გურამთან შეხვედრა. მე მძღოლი ვიყავი (იცინის). ერთად დავდიოდით.

რაც მახსოვს ამ შეხვედრებიდან არის ის, რომ ბავშვები იყვნენ თვალცრემლიანნი რომ ხედავდნენ საყვარელ მწერალს, წიგნიდან გადმოსულს…

როდესაც ეკითხებოდნენ, რომელი წიგნი იყო მისთვის გამორჩეული, ყველას პასუხობდა, ნომერ პირველი წიგნი ბიბლიაა და ახალი აღთქმა და ყველას მის წაკითხვას ურჩევდა.

ერთხელ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზეც წამიყვანა.

თავის ტრაგედიაზე არ საუბრობდა. აგვისტოში, როდესაც მისი შვილის გარდაცვალების პერიოდი მოახლოვდებოდა, იკეტებოდა და თავის დარდში იყო, ნაკლებად კონტაქტობდა.

“სამოსელი პირველი” სახარებისეულია, ღვთისგან შორს არც არის, თუმცა ეკლესიურობა და მაზიარებლობა განსაცდელის შემდეგ დაიწყო.

ქალბატონი ნათელა და ბატონი გურამი განუყრელი მეგობრები იყვნენ. ქორწინების 50 წლის იუბილეზე, ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში მამა ელისემ დაწერათ.

ჰქონდა განსაკუთრებული იუმორი, ყველაფერზე ხუმრობდა.

ბოლოს, კლინიკაში ჭამაც შეწყვიტა. ტელეფონზე ვასაუბრე უწმინდესთან. იქნებ დაუჯეროს და რამე მიიღოს-მეთქი. გაამხნევა უწმინდესმა. რამდენიმე დღეში გულის უკმარისობით გარდაიცვალა კიდეც…

ეპოქალური ადამიანი იყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

აშშ-ის სახაზინო მდივანი – აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან

აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან.აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ექვს ორგანიზაციასა და ორ ფიზიკურ პირს, რომლებსაც ირანის დრონების მწარმოებელი კომპანიისთვის კომპონენტების შეძენაში ადანაშაულებს.„ირანის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გავრცელება, როგორც რეგიონში არსებულ ტერორისტულ დაჯგუფებებზე, ისე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, კვლავ საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, აშშ-ის პერსონალს და ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს“, – განაცხადა სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის „ირანის იარაღის გამავრცელებლების“ წინააღმდეგ მიმართული სანქციების მეორე რაუნდი მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღადგინა თავისი „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია ირანზე.

თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

7-13 აპრილს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე პირველები თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ.საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:57 კგ | რობერტ დინგაშვილი;61 კგ | გიორგი ღონიაშვილი;65 კგ | გოგა ოთინაშვილი;70 კგ | აკაკი ქემერტელიძე;74 კგ | გიორგი ელბაქიძე;79 კგ | ვლადიმერ გამყრელიძე;86 კგ | ტარიელ გაფრინდაშვილი;92 კგ | მირიან მაისურაძე;97 კგ | გივი მაჭარაშვილი;125 | კგ სოლომონ მანაშვილი.

თინა ბოკუჩავა – არ არის ამდენი დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია

დღეს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს სახელმწიფოს და რუსეთს გვაბარებს, არ არის ამდენი დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ემიჯნება არცერთ ფორმატს, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივ ოპოზიციურ მუშაობას ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად.„რაოდენ დაბალიც არ უნდა იყოს ჩვენი მოლოდინები მის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ეს მოლოდინი ეფუძნება გასულ 5 თვეს, რომლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას იღებდა ყველა შეხვედრაში სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით, მაგრამ ვიხილეთ ძალიან ლიმიტირებული შედეგით ერთიანი პოზიციების ფორმირების თვალსაზრისით. ერთიანი პოზიციები არ არსებობს ოპოზიციაში ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორებიცაა 2008 წლის ომის კომისია და პარტიების აკრძალვა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა მყარი პოზიცია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ აქაც შეიცვალა აზრი გახარიას პოზიციის გათვალისწინებით. ვითანამშრომლებთ აღნიშნულ ფორმატთან საკითხების მიხედვით საჭიროების შესაბამისად (ad hoc საფუძველზე). იქნება საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობაზე პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნამდე? ცხადია, შევუერთდებით ფორმატს, მაგრამ დღეს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს სახელმწიფოს და რუსეთს გვაბარებს, არ არის ამდენი დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია“, – წერს ბოკუჩავა. 

ეკონომიკის სამინისტრო – რობინ დანიგანმა ლევან დავითაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს სან ფრანცისკოში საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნას

აშშ აქტიურად დაუჭერს მხარს სან ფრანცისკოში მიმდინარე წელს დაგეგმილი საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნას, – ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, ლევან დავითაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სან ფრანცისკოში მიმდინარე წელს დაგეგმილია საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნა, რომლის მიზანი ქართული სტარტაპ კომპანიების ინტერნაციონალიზაციის და გლობალურ ბაზრებზე წვდომის მხარდაჭერა, ასევე საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემით გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების, უცხოური ვენჩურული ფონდებისა და ენჯელ ინვესტორთა ქსელების დაინტერესება იქნება.ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, რობინ დანიგანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო აქტიურად დაუჭერს მხარს აღნიშნულ პროექტს, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ერთობლივად განხორციელდება.საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო მისიების ხელშეწყობის საკითხები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის განხორციელდება.

ანალენა ბერბოკი: უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ პოტენციური შეთანხმება ევროპულ კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ პოტენციური შეთანხმება ევროპულ კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპა უკვე შეთანხმდა უკრაინასთან, რომ ნებისმიერი შეთანხმება ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადი უნდა იყოს.„საბოლოო ჯამში, ეს ჩვენი ევროპული კონტინენტია. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვმართავთ დიალოგს ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ აშშ-ისგან მიიღო წიაღისეულის გამოყენების შესახებ შეთანხმების განახლებული ვერსია.

ბოლო სიახლეები